განხილვა:საღვთო რომის იმპერია

ბოლო კომენტარი: 8 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა ელზა ნარმანია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (4 აგვისტო, 2014).

ქართულად წმინდა რომის იმპერია თუ საღვთო რომის იმპერია? ქსე-ში ტ. 9 გვ. 201 - "საღვთო რომის იმპერია", ხოლო "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია" - ქსე-ში ტ. 3 გვ. 101. Zangala 19:53, 8 ოქტომბერი 2006 (UTC)პასუხი

ბოლო-ბოლო გადავწყვიტოთ, თუ რომელი ვიხმაროთ "საღვთო" თუ "წმინდა". - Island 09:56, 1 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი
სწორი ფორმაა "წმინდა რომის იმპერია", მსგავსი სახით ითარგმნება, როგორც ლათინური (Sacrum Imperium Romanum) ისე გერმანული ( Heiliges Römisches Reich) და ინგლისური(Holy Roman Empire) ენიდან. ელზა ნარმანია (განხილვა/წვლილი) 18:04, 25 მარტი 2024 (UTC)პასუხი

მგონი საღვთოა... --ტრულალა () 11:27, 1 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით ჯობია ვიხმაროთ ის, რაც ტრადიციაა და ჯერჯერობით(ასე მგონია) არავის შეუცვლია საღვთო. თვით ავტორმა გიორგი მარუაშვილმა გააკეთა გადამისამართება საღვთო რომის იმპერია ე. ი. სადღაც დაგვეთანხმა, რომ ეს ტერმინი არსებობს. მე რასაკვირველია გავაკეთებდი გადამისამართებას გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერიიდან - გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაზე. Zangala 11:41, 1 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

კარგი იქნება, თუ ეგრე გადააკეთებთ გადამისამართებას. ბარემ გადავიტანდით ამ სახელმწიფოს ზოგი იმპერატორის სტატიებს, მაგ. ჰაინრიხ II (წრი), ოტო III (წრი), სათაურზე "... (სრი)". - Island 11:20, 2 დეკემბერი 2006 (UTC)პასუხი

"საღვთო რომის იმპერია" უნდა გასწორდეს. უნდა იყოს "რომის საღვთო იმპერია". სიტყვა საღვთო ეხება არა რომს, არამედ იმპერიას(საღვთო იყო იმპერია, და არა რომი). ამიტომ ქართული ენა მოითხოვს სიტყვების სხვაგვარ დალაგებას .--Ninushka განხილვაწვლილი 19:53, 5 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ეს იმპერია რომის იმპერიის მემკვიდრედ მოიაზრება, ამიტომ საღვთო თვითონ „რომის იმპერიას“ განსაზღვრავს--შოთა [UT] 20:24, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ზედმეტად გრამატიკული ჩაღრმავებები არაა საჭირო მაშინ, როცა ნებისმიერ ლიტერატურაში ცნობილია საღვთო რომის იმპერიის სახელით. Deu. 21:18, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
(მომხრე) საღვთო რომის იმპერია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა რომ ვუკვირდები გრამატიკულად სწორი მართლაც არ არის.--Tornike 10:28, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
(მომხრე) საღვთო რომის იმპერია - არ არის, მაგრამ ამჟამად ასე სჯობს! ვიღიმი--ბექალაბაძე 10:33, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ვფიქრობ განსახილველად არც კი ღირს. სათაური მშვენიერია. --JABA 1977 11:39, 26 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ, სათაური ვერ არის მშვენიერი, იმიტომ, რომ, არ არის სწორი თარგმანი. ერთხელ ვიღაცამ არასწორად თარგმნა და იმის შემდეგ მთელი თაობები იმეორებენ ამ შეცდომას. ყველა ენაზე სიტყვა “საღვთო" იმპერიის განსაზღვრებაა და არა რომის. ძალიან მიხარია, რომ აქ, ქვემოთ მოყვანილ მაგალითში სწორი სახელწოდება გვაქვს - "რომის წმინდა იმპერიის იმპერატორის პირადი ვასალები..." - მითითებულია ს. თეზელაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 2007. - იხ. ქვემოთ, შენიშვნანი, მეორე სტრიქონი. ასე, რომ, თეზელაშვილს თუ მიბაძავთ და გაბედავთ შეცდომის გასწორებას, კარგი იქნება--Ninushka განხილვაწვლილი 18:24, 1 აგვისტო 2017 (UTC)პასუხი

კონფესიონალური ეპოქა

რედაქტირება

ახლა აღმოვაჩინე, რომ გერმანული და რუსული სტატიები იდენტურია, სავარაუდოდ რუსული გერმანულიდანაა ნათარგმნი. სადაც რუსულში Конфессиональная эпоха წერია, იქ გერმანულში არის Konfessionalisierung. რუსულიდან თუ ვთარგმნით, სწორი იქნება კონფესიური ეპოქა, ხოლო გერმანულიდან — კონფესიონალიზაცია. იხ. აგრეთვე ეს სტატია და მიბმული სხვაენოვანი სტატიები. Deu. 18:06, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

კი, თითქმის იდენტურია, მცირე განსხვავებებით. ანუ, კონფესიურია სწორი?--შოთა [UT] 18:11, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
აქ ორივეს აჩვენებს ისე. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:37, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
აქ ერთი წერია და მაგალითად მეორეა მოყვანილი. მგონი, ორივე ფორმა სწორი უნდა იყოს--შოთა [UT] 18:42, 27 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ეგზომ მწყობრშია ჩვენი ენის ნორმები მოკლედ : )). ბეჭდურ გამოცემაში ვნახავ უცხო სიტყვათა ლექსიკონისა. Deu. 13:18, 28 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
კონფესიური — აღმსარებლობა, რელიგია.“ — ასეთი განმარტებაა მოცემული, ადეკვატურია, ვერაფერს იტყვი : )) [ს. თეზელაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 2007]. კონფესიონალური არაა განმარტებული. სხვათა შორის, არაა განმარტებული აგრეთვე კონფესია. გადვირიე : )). მოკლედ, ის დასკვნა გამომაქვს, რომ ორივე სწორია, მაგრამ კონფესიური ჯობია (იმიტომ, რომ ა) ეს უკანასკნელი გამოცემა მხოლოდ ამას მოიხსენიებს, ბ) სუფიქსი „-ალური“ ქართულში ზოგადად შეცდომად ითვლება (რეგიონული და არა რეგიონალური, ემოციური და არა ემოციონალური) რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მუსიკალური, ფორმალური). Deu. 13:27, 28 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

  გასწორდა--შოთა [UT] 13:41, 28 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

შენიშვნანი

რედაქტირება

ძალიან მცირე ნაწილის წაკითხვა მოვასწარი, ჯერ-ჯერობით ისეთი შენიშვნა არ მაქვს : ). ერთადერთი, საიმპერიო წოდებების სახელი არ მომწონს. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვიპოვე ასეთი ჩანაწერი: „იმპერიული თავადები — რომის წმინდა იმპერიის იმპერატორის პირადი ვასალები; გააჩნდათ მრავალი პრივილეგია; მათგან ყველაზე გავლენიანები ქმნიდნენ კურფიურსტების კოლეგიას.(ს. თეზელაშვილი, უსლ, თბილისი, 2007, გვ. 316). შემთხვევით ეს ხომ არაა? :) Deu. 06:09, 8 მარტი 2014 (UTC)პასუხი

სახელი არც მე მომწონს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი ვერ შევუსაბამე :( მაგ წოდებებში თავისუფალი საიმპერიო ქალაქებიც შედის, ამიტომ თავადები ვერ გამოდგება, თან განმარტებაშიც „რომის წმინდა იმპერია“ ამ ლექსიკონისადმი ეჭვს აღმიძრავს  --შოთა [UT] 08:02, 8 მარტი 2014 (UTC)პასუხი

ქვეთავი „ოტოების მმართველობა და ბრძოლა ინვესტიტურისათვის“. აქ მაქვს ორი შენიშვნა: 1. ოტოები რამდენად სწორია? ქართულად მაგათ ჰქვიათ საქსონიური დინასტია და ალბათ სწორი იქნება ოტონიანები (როგორც საერთოდ ჰქვიათ ხოლმე: ბაგრატიონები, ფარნავაზიანები, ხოსროვიანები. ინგლისურადაც ასე ჰქვია: Ottonians), ანდა ოტონები (გერმანულის მიხედვით). 2. ბმული „ღვთიური მშვიდობა“ გადადის სტატიაზე სამშვიდობო შეთანხმება — სახელწოდება ძალიან ზოგადია. გერმანულად ჰქვია Landfriede ხოლო რუსულად Земский мир. ორივე სიტყვა-სიტყვით ითარგმნება ქართულად, როგორც მიწის ზავი. შეად. Westfälischer Friede, Вестфальский мир და ვესტფალიის ზავი. შოთამ ადრე მკითხა როგორ გადმოითარგმნებოდა ქართულად Landfriede და არ ვიცი რატომ ვერ გამახსენდა, რომ Friede არის ზავი :)). მგონი შესასწორებელია. ვაგრძელებ კითხვას :) Deu. 07:43, 21 მარტი 2014 (UTC)პასუხი

ოტონები ჩავასწორე, რაც შეეხება ღვთიურ მშვიდობას, რუსულით ვიხელმძღვანელე: Это позволило ввести в имперское право институт «Божьего мира». სამშვიდობო შეთანხმება გადავიტანო მიწის ზავზე?--შოთა [UT] 09:12, 21 მარტი 2014 (UTC)პასუხი
კი. мир რუსულა მშვიდობაცაა და ზავიც, ისევე, როგორც Friede გერმანულად მშვიდობაც და ზავიც. Deu. 12:35, 21 მარტი 2014 (UTC)პასუხი
  გაკეთდა ველი შემდეგ შენიშვნებს  --შოთა [UT] 12:42, 21 მარტი 2014 (UTC)პასუხი

წინამორბედები

რედაქტირება

ინგლისურ ვერსიაში საღვთო რომის იმპერიის წინამორბედებად აღებულია აღმოსავლეთ და შუა ფრანკთა სამეფოები. ამ სტატიაში გაკეთებულია რუსულის მიხედვით. საინტერესოა რომელი უფრო კორექტულია ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 00:09, 4 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „საღვთო რომის იმპერია“-ზე დაბრუნება.