მიწის ზავი

(გადამისამართდა გვერდიდან სამშვიდობო შეთანხმება)

მიწის ზავი, სამშვიდობო შეთანხმება (გერმ. Landfriede; ლათ. constitutio pacis, pax instituta) — საღვთო რომის იმპერიაში კონფლიქტების გადასაჭრელად სამხედრო ძალის გამოყენების საკანონმდებლო აკრძალვა. იმპერატორების გადაწყვეტილება მიწის ზავის მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგისა და იმპერიის ტერიტორიაზე კერძო ომების დაუშვებლობის უზრუნველყოფას. მიწის ზავის დამრღვევები ექვემდებარებოდნენ საიმპერიო აღკვეთასა და სამფლობელოების კონფისკაციას. 1495 წელს საღვთო რომის იმპერიის რაიხსტაგმა მიიღო „მუდმივი მიწის ზავი“ (გერმ. Ewiger Landfrieden) ერთიანი საიმპერიო კონსტრუქციის ფარგლებში იმპერიის წარჩინებული წოდებების წარმომადგენლების თანაცხოვრების საბაზო პრინციპის როლში. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების გადასაჭრელად სამხედრო ძალის გამოყენების პრაქტიკის ბოლომდე აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდა, მიწის ზავის სისტემამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმპერიის ინსტიტუტების ფუნქციონირების ეფექტურობის ხელშეწყობასა და იმპერიის ერთიანობის უზრუნველყოფაში, ასევე შუა საუკუნეებისა და ახალი ეპოქის გერმანიაში მშვიდობის შენარჩუნებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Angermeier H. Deutsche Reichstagsakten. Deutsche Reichstagsakten unter Maximilian I. Band 5: Reichstag von Worms 1495. — Vandenhoeck + Ruprecht, 1981. ISBN 3-525-35406-1.
  • Gotthard A. Das Alte Reich 1495—1806. Wissenschaftliche Buchgesellschaft. — Darmstadt, 2003. ISBN 3-534-15118-6.
  • Wadle E. Der Ewige Landfriede von 1495 und das Ende der mittelalterlichen Friedensbewegung. // 1495 — Kaiser, Reich, Reformen. Der Reichstag zu Worms. (Ausstellung des Landeshauptarchivs Koblenz in Verbindung mit der Stadt Worms zum 500jährigen Jubiläum des Wormser Reichstags von 1495)