საიმპერიო წოდებები
საიმპერიო წოდებები (საიმპერიო ჩინები; გერმ. Reichsstände) — საღვთო რომის იმპერიის სუბიექტები, რომლებსაც რაიხსტაგში ხმის უფლება ჰქონდათ. მათ ქვეშ მოიაზრებოდნენ ტერიტორიული წარმონაქმნები და პერსონები. ისინი უშუალოდ ემორჩილებოდნენ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს და იმპერიის ხაზინაში იხდიდნენ გადასახადებს. საიმპერიო წოდებები თავიანთი სამფლობელოების ტერიტორიებზე ფლობდნენ ტერიტორიულ სუვერენიტეტს და ახორციელებდნენ ძალაუფლების უფლებამოსილებებს თავიანთი ქვეშევრდომების მიმართებაში. ეს უკანასკნელები (გლეხები, სამთავრო ქალაქების მოქალაქეები, უმდაბლესი დიდებულები და სამღვდელოება) არ განეკუთვნებოდნენ იმპერიის ჩინებს და იმპერიის მართვაში მონაწილეობას არ იღებდნენ.