განხილვა:მითანის მეფეების სია

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში შერწყმა

შერწყმა რედაქტირება

მგონი არ არის აუცილებელი ცალკე სტატიად არსებობდეს. სტატიის მითანი ერთი სექცია მთლიანად მოიცავს ამ სტატიის მონაცემებს. – BruTe () 08:20, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მე მგონია ჯობს გადავიტანოთ სათაურზე მითანის მეფეების სიაზე. — ჯაბა ლაბაძე () 10:22, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

აზრი? მითანი#მითანის მეფეები-ში ყველაფერი წერია. :) – BruTe () 14:46, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

აზრი ისაა რომ მითანის სტატიაში უაზრო მეჩვენება მეფეების სიის ჩამონათვალი და კიდევ არსებობს ბევრი სტატიები მეფეების თუ ზოგადად მმართველების სიის სახით. — ჯაბა ლაბაძე () 14:56, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა არსებობს. მაგ. რუსეთის იმპერატორების სია, მაგრამ ის უნდა არსებობდეს კიდეც, რადგან სტატიაში რუსეთის იმპერია იმპერატორები ჩამოთვლილი არ არის. მაგრამ ვერ ვხვდები რა დანიშნულება აქვს ამ სტატიას, როცა მთავარი სტატიის ერთი სექცია მთლიანად მოიცავს ამ მონაცემებს. ანალოგიურ შემთხვევებში უცხოურ ვიკიპედიებში გადამისამრთება ხდება. სხვები რა აზრის ხართ? – BruTe () 13:14, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
ვეთანხმები სანდროს 100%–ით. არაა საჭირო ცალკე სტატია. შეიძლება გაკეთდეს აქედან და აქედან გადამისამართება მთავარი სტატიის შესაბამის სექციაზეც (ასე კეთდება დიდ ვიკიპედიებში, გერმანული პირველ ყოვლისა). — დათო პასუხი 13:24, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სანდრო საინტერესოა მაგ სტატიაში ეგ მონაცემები საიდან ჩასვი? არ ჩაგესვა და არც მოიცავდა ერთი სექცია ამ მონაცემებს. გარდა ამისა უმთავრესი, სექცია მითანის მეფეები, ჩემი აზრით სხვა ინფორმაციას, უფრო ტექსტობრივს უნდა მოიცავდეს და არ უნდა იყოს სადღაც სტატიის ბოლოში, რომელიც ძალათი ჩატენილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე მაქვს მარტივი ალტერნატივა: მითანის სტატიიდან ამოიღეთ და აღარ იქნება ინფორმაციის გამეორება. — ჯაბა ლაბაძე () 17:25, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

პ.ს. ისე როგორც ამ სტატიაშია. — ჯაბა ლაბაძე () 17:59, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ახლა მე მგონი ამ ინფორმიციას არ მოიცავს სტატია მითანი. — ჯაბა ლაბაძე () 18:15, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გთხოვთ აქტიურად ჩაერთვეთ დისკუსიაში სხვა მომხმარებლებიც, ვინაიდან როგორც ვატყობ ეს საკითხი სხვანაირად ვერ გადაწყდება. – BruTe () 18:37, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
პ.ს. "ძალით ჩატენილისა" რა შეატყვე? :)) სექცია თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს, ისევე როგორც სხვა ვიკიპედიებში (იხ. საერთაშ. ბმულები). – BruTe () 18:39, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ბოლოში ძალიან საცოდავად გამოიყურება. :) — ჯაბა ლაბაძე () 18:56, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ამასაც ხომ არ სეიტანთ ამ სტატიაში?ჯაბა ლაბაძე () 18:59, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატიაში ძალით ჩატენილი არ ვიცი, მაგრამ ეს სტატია კი ნამდვილადაა ვიკიპედიის სტატიათა სიაში შეტენილი სტატია :)) (ჩემი სუბიექტური აზრით). არაა საჭირო უბრალოდ. მითანის შესახებ ინფორმაცია იმდენად დიდი არაა, რომ ამ სტატიის განტვირთვის მიზნით დავანაწილოთ თემატურად. ამ სტატიაში შემავალი ინფორმაცია მშვენივრად მოთავსდება მითანის სტატიაშიც, მისი გადატვირთვის გარეშე. კიდევ ვიმეორებ, დიდ ვიკიპედიებში ასე აკეთებენ (გადამისამართება პირდაპირ სექციაზე), პირველ ყოვლისა ხარისხის სტანდარტად აღიარებულ გერმანულ ვიკიპედიაში. — დათო პასუხი 19:14, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად გვაინტერესებს. ჩემს ბოლო კითხვაზე მიპასუხე. — ჯაბა ლაბაძე () 19:28, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მაშინ ჩვენც არ გვაინტერესებს შენი სუბიექტური მოსაზრებები :). ისე, ჩემი და სანდროს აზრი უფრო ობიექტურია, ორნი ვართ და დიდი ვიკიპედიებიც მხარს გვიჭერენ :). ეს ფამილიარულად! ისე კი ვერ დაგეთანხმები, ერთმანეთის აზრები, სუბიექტურიცა და ობიექტურიც, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სუბიექტურად მიჩნეულები ხშირად ყველაზე ობიექტურებია. რაც შეეხება ბოლო კითხვას, განსხვავება ერთია: ასტურიაზე დიდი სტატიის დაწერა შეიძლება და მეფეთა სია გადატვირთავს ალბათ სტატიას, ხოლო მითანზე ინფორმაცია იმდენი არ გვაქვს. — დათო პასუხი 19:40, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სუბიექტურად არ ვმსჯელობ შენგან განსხვავებით, მე ვიყენებ არსებულ პრაქტიკას სიებთან დაკავშირებით (ა ბატონო იხილე მსგავსი ფაქტი). დიდ ვიკიპედიებს ამ სტატიაში მიბაძეთ. დიდი ვიკიპედიები აქაც მხარს გიჭერენ. გარდა ამისა ვინ გიტხრა რომ მითანზე ამაზე მეტი სტატიის დაწერა არ შეიძლება? — ჯაბა ლაბაძე () 20:06, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მაგალითები დიდი ვიკიპედიიდან: en:List of Kings of Galatia, en:List of Kings of Akkad, en:List of rulers of Nabatea (ეს სტატია კარგად შეავსებდა ამ სტატიას მაგრამ მაინც ცალკეა), en:List of monarchs of Kerma - en:Kingdom of Kerma. (ხედავთ აქ სამიოდე მეფეა, თქვენ კი საკუთარი ქვეყნის ისტორიის ერთი ფურცლის წაშლა გინდათ). სიები მიღებულია დიდ ვიკიპედიებში (თუნდაც მცირე სახის) და გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს. — ჯაბა ლაბაძე () 20:35, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

 
რა შუაშია? ამ სტატიაში მოცემულია ინტერნეტ-რესურსები, სექცია "იხ. აგრეთვე", თარგი და ორი სურათი. ჩვენ შემთხვევაში ასე არაა. ის იმ ძირითადი სტატიის სექციის ასლი იყო, რომელიც შენ ამოშალე (განხილვა დასრულდა?). მე რომ ახლა ის შენიშვნებიც იქ გადავიტანო, რომელიც შენ აქ დაამატე, მაშინ?.. :) – BruTe () 09:10, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
ქართულ ვიკიპედიაში არსებული პრაქტიკა არ მომწონს და სწორედ ამიტომ დავარქვი მე ჩემს აზრს სუბიექტური. შენ რატომ თვლი, რომ ჩემი აზრი სუბიექტურია? ერთი თხოვნა მექნება: შედეგის (კონსენსუსის) მისაღწევად ნაკლებად გამოგვადგება მეორე პირში იმპერატიული ხასიათის წინადადებები. მათ ნაცვლად შეეცადე დაგვიმტკიცო შენი აზრის ჭეშმარიტება. გასაგებია, ინგლისურ ვიკიპედიაში ყოფილა რამდენიმე შემთხვევა (თუმცა არა მითანის შემთხვევაში, რომელიც შენ შეგიქმნია :)), მაგრამ მაგით რა? ამ რამდენიმე მაგალითს იმით გავაბათილებ, რომ გერმანულ ვიკიპედიაში ვერცერთ მათგანზე სტატიას ვერ იპოვი, გარდა ერთისა, რომელიც შედარებით ვრცელი სიაა და ტექსტურ ინფორმაციასაც მოიცავს. მიუხედავად სტატიათა რაოდენობისა, ხარისხით რომ გერმანული ვიკიპედია პირველია, ამაზე არ ვიკამათებთ, იმედია. და კიდევ, ჩემთვის (და ალბატ არა მარტო ჩემთვის) ძალიან სასაცილოა, როცა ორი მეფის ჩამონათვალს "სიას" ვუწოდებთ, და უფრო მეტიც, "საქართველოს ისტორიის ერთ–ერთ ფურცელს" ვეძახით. და ბოლოს, ჩემი შემოთავაზებული ალტერნატივა, რომელსაც უკვე მეორედ გავიმეორებ (და რომელიც ერთხელ სუბიექტურად ჩამითვალე), სულაც არ გულისხმობს ამ ინფორმაციის (მათ შორის "ისტორიის ფურცლის") წაშლას. აქვს აზრი, მომხმარებელი ამ ინფორმაციას ცალკე სტატიაში იხილავს თუ ძირითადში? ამ ცალკე სტატიებიდან გაკეთდეს გადამისამართება ძირითადი სტატიის შესაბამის ქვეთავზე. ამგვარად უფრო მოსახერხებელი იქნება და ასეთი მოკლე და უსარგებლო გვერდებიც აღარ დაგროვდება. ესაა ჩემი მოსაზრება და არგუმენტი. გთხოვ, დაგვისაბუთო, რატომ ფიქრობ, რომ ამგვარი მოკლე სიების ცალკე სტატიებად არსებობა საჭიროა. იქნებ აზრიც შევიცვალო. — დათო პასუხი 12:56, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო! გერმანელებისათვის და ქართველებისათვის მითანის ისტორიას და მის მეფეებს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც. ის რაც გერმანულ ვიკიში არაა სრულიად შესაძლოა იყოს ქართულ ვიკიში, რაიმე ვთქვი გაუგებრად? პრაქტიკულად გეტყვით სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტი გერმანულში არაა, არ მითხრათ ახლა წასაშლელიაო. არ დაგაკმაყოფილა? კარგი მაშინ საუშშათარი ეს სტატია გერმანულად არაა და ხომ არ წავშალოთ? უი არც ეს ართათამა I და შენ წარმოიდგინე არც ეს სათუარა II.

სანდრო! თუ შენ ასტურიის მეფეთა სიასა და მითანის მეფეების სტატიას შორის განსხვავებას ხედავ, მოდი და ჩაამატე ის ინტერნეტ-რესურსი ან გამოყენებული ლიტერატურა, ხომ წერია მელიქიშვილის წიგნში მითანის ამ მეფეებზე? ადექი და მიუთითე ლიტერატურა აქ ამდენ წერას. რომ წერ ამ სტატიაში თარგი და ორი სურათიაო. არ დაგავიწყდეს ასტურიის მეფე პელაიო VIII საუკუნეში იყო, ხოლო მითანის მეფეები 21-24 საუკუნით ადრე და მათი არც სურათი შემორჩენილა, არც რაიმე ბიუსტი და არც არავის გაჩენია სურვილი მათი ძეგლის შექმნისა. თარგს რაც შეეხება მე მგონი ამაზე სასაცილოცაა საუბარი. ახლავე მოგართმევთ. და ალბათ ამით შენი არგუმენტები გაბათილდება. — ჯაბა ლაბაძე () 14:28, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავინ იძახის ინფორმაცია წასაშლელიაო. ეს ინფორმაცია იყოს მთავარ სტატიაში და მომხმარებელი, რომელიც მითანის მეფეები–ს აკრეფს ძიებაში, სტატიის შესაბამის ქვეთავზე მოხვდება. არსებითი განსხვავება არ იქნება, იგივე ეწერება იქ, რაც აქ წერია. ასეთი მოკლე სტატიები (მიზეზი თავად თქვი, მათზე ინფორმაცია ნაკლებია), რომეთა დამატებით განვრცობა ნაკლებადაა მოსალოდნელი, შესაძლოა ქვეთავის სახით წარმოვადგინოთ. არსებითად არაფერი იცვლება: ინფორმაცია რჩება, მოძიების გზებიც იგივერ რჩება, გადამისამართების საშუალებით; აქედან გამომდინარე გერმანელთა და ქართველთა მიდგომის განსხვავება ამ თემაზე მნიშვნელოვანი არაა. ხაშურის მუნიციპალიტეტი საერთოდ კავშირში არაა ამ თემასთან, მანდ გეთანხმები, მაგრამ ამ დაუკავშირებელი მაგალითებით სწორ მიმართულებას ვკარგავთ :) P. S. სამმა მომხმარებელმა არ უნდა განიხილოს ეს, სხვებსაც დავუცადოთ. — დათო პასუხი 14:38, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ვიცოდი ხაშურის მუნიციპალიტეტით არ დაკმაყოფილდებოდი და მითანის მეფეებზე რას იტყვი? ესეც ხომ არ გადავამისამართოთ სექციაზე? — ჯაბა ლაბაძე () 14:52, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

არის გვერდი, აქვს ცხრილი, აქვს თარგი, მიუთითეთ ლიტერატურა და საერთოდ აღარაა გადამისამართების გვერდის არსებობა საჭირო. მორჩა მე ამით ვამთავრებ. — ჯაბა ლაბაძე () 14:53, 25 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „მითანის მეფეების სია“-ზე დაბრუნება.