სათუარა IIხურიტული სამეფოს, მითანის უკანასკნელი მეფე დაახლოებით ძვ. წ. 1290–1275 წლებში. ითვლებოდა ხეთების ვასალად.

ასურეთის მითანიში ლაშქრობისას თავისი ჯარით შეეგება ასურეთის მეფეს სალმანასარ I-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უმაგრებდა ხეთებისა და ახლამუს რაზმები, სასტიკად დამარცხდა, მითანის სამეფოს ტერიტორია კი ასურეთის სახელმწიფოს შეემატა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988, გვ. 195


წინამორბედი:
ვასაშათა
მითანის მეფე
ძვ. წ. 1290ძვ. წ. 1275
შემდეგი: