განხილვა:ლინდზი დევენპორტი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa თემაში სათაური

გამარჯობა,სამწუხაროდ ვერ მივხვდი სტატიის დასაწყისში რა წერია...

იქნებ,არავინ დაარედაქტიროს ეს სტატია,მე დავამთავრებ ბოლომდე.

გმადლობთ! --Georgier 20:01, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გვარი და სახელი რამდენად მართებულია?--ცანგალა () 22:45, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჰმ,ლინცი დავენპორტი.ასე უნდა ერქვას... --Georgier 22:51, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

შენ იმუშავე სტატიაზე და ამის დროც მოვა. უბრალოდ მე ჩანაწერი გავაკეთე, რომ არ დამავიწყდეს. გერმანულიდან შემოვიტანე ტრანსკრიფცია. სტატიაში ჩავსვი. --ცანგალა () 22:56, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


უპს,რაღაცა აირია...""ფეხბურთელის თარგი"" ავიღე და ჩვეულებრივად ვწერდი მონაცემებს.უცბათ კი ყველაფერი აირია,ისეთი რაღაცები წერია,რაც საერთოდ არ მიმითითებია... ნეტავ,რა ხდება?.. --Georgier 22:59, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


მივხვდი...""ფეხბურთელის თარგი"" გადმოვიტანე და რედაქტირებაში ჩავწერე ინფოდაფა ჩოგბურთელი --Georgier 23:03, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


აუუუ,ეხლა მთლიანად წამეშალა "ჩოგბურთელის თარგი"(მონაცემები,სიმაღლე და ა.შ),რადგან ვიღაცა არედაქტირებდა სტატიას... --Georgier 23:24, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


არაუშავრს,ისევ დავწერ და დავიძინებ მერე :) გმადლობ,ასე კარგია დაბადების ადგილი,რიცხვი და სახელის ტრანსკრიფცია. --Georgier 23:30, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

სტატიის დასრულება

რედაქტირება

გამარჯობა,ვფიქრობ რომ სტატია დავენპორტზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას მოიცავს და უკვე დასრულებულია.იქნებ ვინმემ წაშალოს ეს ტექსტი სტატიის სულ ბოლოს ეს დაუსრულებელი სტატიაა პიროვნების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. გმადლობთ. --Georgier 09:00, 3 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ბოლოში თარგი {{ბიო}} ამოიღე. ა.


კარგი,მგონი,ყველაფერი რიგზეა და ჩემი 1–ელი(თუ მეორე) სტატიაც შეემატა ქართულენოვან ვიკის --Georgier 09:17, 3 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

[ˈlɪndzɪ ˈdævənpɔːɹt] ტრანსკრიფციის მიხედვით ლინდზი უნდა იყოს და არა ლინცი, გვარი კი დევენპორტი--დათო1010   09:09, 18 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ჰო რაღაც არ არის რიგზე, დათოს ვერსიას ვემხრობი, ლინდსიც შეიძლება.--GagaVaa განხილვაწვლილი 07:47, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
ეს ისევ ასეა? ვერაფერი მოვიფიქრეთ?--GagaVaa 08:11, 26 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

მაშ ასე, მინიმალურად გავასწორე — ლინდსი დავენპორტი, იხ ასევე ლინდსი ლოჰანი და ლინდზი ანდერსონი.
პირველ რიგში რაც შეეხება სახელს ალბათ უნდა იყოს ბოლოში -ს ნაცვლად ეი, რადგან ამის მიხედვით: ai და ay — ეი: Clay — კლეი, Medway — მედუეი, Gray — გრეი; მაგრამ ამდროს ტრანსკრიფცია გვეუბნება -ს (ˈlɪndzɪ). რაც შეეხება უნდა იყოს თუ , მაგაზე ცალსახა წესი არ არის აქ მითითებული, ტრანსკრიფცია გვეუბნება -ს (ˈlɪndzɪ), მაგრამ ქართულ ენას ბევრი თავისებურება ახასიათებს და დ-ს და ზ-ს ერთად დადგომა მემგონი არ არის გამართლებული.
გვარს რაც შეეხება აქ საკამათო მემგონი არ არის, რომ დვენპორტი უნდა იყოს და არა დვენპორტი, მართალია ცალსახა წესი a-სთვის არ გვაქვს, როდის ე-დ შემოდის და როდის ა-დ, მაგრამ ტრანსკიფციაში მითითებულია ასო æ (ˈdævənpɔːɹt), რისი ანალოგიც ჩვენ არ გაგვაჩნია და როგორც ვიცი ე-დ შემოგვაქვს.
მოკლედ ამ სამი პიროვნებისთვის, ლინდსი დავენპორტი, ლინდსი ლოჰანი და ლინდზი ანდერსონი, გვაქვს სახელის გადფმოქართულების პრობლემა, ინგლისურად არის Lindsay, ქართულად შემდეგი ვარიანტები: ლინდსეი, ლინდზეი, ლინდსი, ლინდზი.--GagaVaa 08:44, 26 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

@Otogi:, @ITshnik:, @David1010:, @გიორგი ფეიქრიშვილი:, @Deu:, @SHOTHA:, @M.:, @Jaba1977:,@Tokoko: @Henry McClean:, @Zangala:, @MIKHEIL: გამოთქვით რა თქვენი აზრი, რომელი უნდა იყოს სწორი ფორმა, რომ გავასწოროთ დროულად.--GagaVaa 12:02, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

მე ლინდზი-ს ვარიანტს ვემხრობი.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:14, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

[ˈlɪndzɪ ˈdævənpɔːɹt] - ეს ტრანსკრიფცია წერია გერმანულში. ნუ შემოქავთ ის რაც რუსულშია დამკვიუდრებული. ეს ქართული ვიკიპედიაა.--ცანგალა () 12:16, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

უოლტ დისნეიც 'უოლტ დიზნი' არის, მერე? :) --Henry McClean განხილვაწვლილი 12:20, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

დისნეი საინტერესო შედარება იყო. ისე დისნეი ამერიკულად სახეცვლილი ფრანგული წარმომავლობის გვარია (d'ysney თუ არ ვცდები) და მაგის გავლენაც ხომ არ არის?--GagaVaa 12:27, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ლინდზი (Lindsay) ჯეკ - ინგლისელი მწერალი, მეცნიერი და საზ. მოღვაწე (1900-1990). უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. ლინდზის საკითხი, ცხადია, ჩემი აზრით. --M. განხილვაწვლილი 12:43, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ვეთანხმები გიორგისა და გრიგოლს.— G.G. 12:57, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
გვარს რაც შეეხება: დევენპორტი.— G.G. 13:00, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
სახელის ამბავი მეც ვფიქრობ გადაწყვეტილია, გვარი ჩემი ვერსია დევენპორტია. ეგრე რა სულ დაგპინგავთ, რომ განხილვებში ჩაერთოდ. ისე ძინავს აბა განხილვებს--GagaVaa 13:11, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
ლინდზი დევენპორტი. — Mikheil მიწერა 13:58, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
მეც ვფიქრობ, რომ ლინდზი დევენპორტია სწორი--დათო1010   14:28, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
  (მომხრე)--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:30, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

  გაკეთდა, მადლობა კოლეგებო, ამის საფუძველზე ლინდსი ლოჰანიც გადავიდა ლინდზი ლოჰანზე--GagaVaa 14:45, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გვერდ „ლინდზი დევენპორტი“-ზე დაბრუნება.