განხილვა:იოსებ სტალინი

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Mehman97 თემაში რესურსები


Псевдоним перевод?

რედაქტირება

Добрый день! В русской википедии появилась информация, что на древнегрузинском фамилия Сталина означало что-то типа стали. И таким образом это практически перевод. Поскольку это я узнал только из википедии хотелось бы уточнить достоверность этого. Спасибо.--Jaro.p 12:30, 27 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

6 (18) დეკემბერი 1878 - დღემდე იყო 9 (21) დეკემბერი 1879 - როდის შეიცვალა დაბადების თარიღი?--ცანგალა () 21:54, 11 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი
Although there is an inconsistency among published sources about Stalin's year and date of birth, Iosif Dzhugashvili is found in the records of the Uspensky Church in Gori, Georgia as born on December 18 (Old Style: December 6) 1878. This birth date is maintained in his School Leaving Certificate, his extensive tsarist Russia police file, a police arrest record from 18 April 1902 which gave his age as 23 years, and all other surviving pre-revolution documents. Stalin himself listed December 18, 1878 in a curriculum vitae as late as 1921, in his own handwriting. However, after his coming to power in 1922, the date was changed to December 21, 1879 (December 9, Old Style), and that was the day his birthday was celebrated in the Soviet Union. Russian playwright Edvard Radzinsky argues in his book Stalin that he changed the year to 1879 to have a nation-wide birthday celebration of his 50th birthday. He could not do it in 1928 because his rule was not absolute enough. --გიგა პასუხი 21:58, 11 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

აქამდე მხოლოდ 21 დეკემბერი იყო - იმიტომ მიკვირს. საინტერესოა გორის მუზეუმი რას იტყვის.--ცანგალა () 22:02, 11 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

sagulisxmo faqtia. 21 dekembers dabadebis tarigs simbolur mnishvnelobas anichebdnen - dge am tarigidan zrdas ickebs, game ki iklebs, anu ragac amomavali varskvlavis siafanti iko. :) zemot mokvanili paragrafi statiashi rom chaisvas kargi iqneba. - als. 22:26, 11 ნოემბერი 2007 (UTC)
Так чего? Коллеги, кто-нибудь может ответить, по-русски только, пожалуйста? -- A man without a country 12:42, 17 აგვისტო 2009 (UTC)პასუხი
Дальше здесь обсуждение проводилось на разные темы (не касаясь древнегрузинской фамилии). Вообще, как я знаю Джугашвили это девичья фамилия его матери (Екатерины Джугашвили), но что самое интересное есть куча версий по этому поводу. Одна из самых распространеных это, то что фамилия Джугашвили якобы произошла путем изменения окнчания. Кроме того ученые и грузинологи писали о возможностях происхождения фамилии, как от осетинской фамилии Джугаев, так и от армянской фамилии Джугаян. Насчет стали никак не по грузински. --       12:52, 17 აგვისტო 2009 (UTC)პასუხი
Большое вам спасибо! -- A man without a country 18:45, 3 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
Мать И.С. — Кеке ГЕЛАДЗЕ: ru:Джугашвили,_Екатерина_Георгиевна, отец Виссарион Джугашвили. AntoMi განხილვაწვლილი 15:09, 15 მარტი 2012 (UTC)პასუხი

რუსული

რედაქტირება

მგონი იმსახურებს ბესარიონოვიჩი თავში რუსული სახელის დაწერას. :-) – BruTe () 19:26, 16 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

რატომ? ორიგ. ხომ ქართულია? თუ ვცდები? რადგან სსრკ-ში და რუსეთში მოღვაწეობდა? მაშინ ყველას სსრკ-სა და რუსეთში მოღვაწე ქართველს უნდა მიეწოროს რუსულად? გიორგი დანელია ან ლავრენტი ბერია. რას ნიშნასვ იმსახურებს? --ცანგალა () 17:54, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
ის, რომ საკუთარ თავს საბჭელად თვლიდა. ხოლო დანელია კი თავს ქართველად თვლის.--იორგი 17:56, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
უკაცრავად, კარგად ვერ განვმარტე. დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. :) – BruTe () 18:03, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ ყველას სსრკ-სა და რუსეთში მოღვაწე ქართველს უნდა მიეწოროს რუსულად? — ჩემი აზრით, კი. — დავით პასუხი 18:11, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მეც არა ვარ წინააღმდეგი.--იორგი 18:14, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ხუმრობის ხასიათზე დადეგით? :-) – BruTe () 18:19, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
რატომ? უცხო ქეყანაში მოღვაწეებს იმ ქვეყნის ენაზეც უნდა მიეთითოს და ორიგინალზეც. — დავით პასუხი 18:24, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
საიათნოვა. — დავით პასუხი 18:25, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ე. ი. ყველას ვუთითებთ. არავითარ შემთხვევაში გამონაკლისები.--ცანგალა () 18:40, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

უნდა ჩაიწეროს სტატიების შექმნის წესში. ვერ ვპოულობ გვერდს. იქნებ დამეხმაროთ.ცანგალა () 21:23, 17 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
თუმცა, ჯერ არ შევთანხმებულვართ. სანდრო, როგორც ჩანს წინააღმდეგია. მე, შენ და გიორგი ვართ მარტო მომხრეები. იქნებ ვუცადოთ სხვებსაც... — დავით პასუხი 05:28, 18 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
რახან სერიოზულად ამბობთ...:-) მაშინ კითხვა: ყველა ქვეყანას გულისხმობთ თუ მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და რფ-ს? – BruTe () 13:05, 18 იანვარი 2011 (UTC)პასუხი
ყველა ქვეყანას, რა თქმა უნდა. Deu. 15:35, 15 მარტი 2012 (UTC)პასუხი

დაბადების თარიღი

რედაქტირება

რომელი წყაროს შესაბამისად წერია 18 დეკემბერი? ქსე-ში რა წერია? — Mikheil მიწერა 15:31, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ქსე, ტ 9, გვ.545 - [9 (21). XII. 1879, გორი - 5. III. 1953, მოსკოვი]--დათო1010   15:47, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
ანუ ჩვენი „მსაჯული“ 21-ს ამბობს. — Mikheil მიწერა 16:14, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
კი   ძვ. სტილით 9, ახლით 21--დათო1010   16:36, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

თუ რაიმე ავტორიტეტული წყარო არ გვაქვს ამოვიღოთ მაშინ მეორე თარიღი--GagaVaa 16:59, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ცუდი არ იქნება, თუ დავტოვებთ 18 დეკემბერს როგორც ეს გერმ., ინგლ. და რუს. არის.--ცანგალა () 15:11, 28 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
დავტოვოთ მაგრამ მართლა მაინტერესებს რა წყაროზე დაყრდნობით აქვთ ეს თარიღი აღებული--GagaVaa 19:43, 20 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

რელიგიასთან დაკავშირებით

რედაქტირება

რატომ ათეისტი? როდის ათეისტი? რა ასაკის იოსებ სტალინზეა ეს სტატია? მხოლოდ 40 წლისაზე? თუ მარტო 40 წლის სტალინზეა მანდაც წყაროების ამბავი იქნება მეტად მძიმედ, მე ბევრი მისი თანამედროვის მოგონებები წამიკითხავს სადაც ამტკიცებენ რომ მორწმუნე იყო და ასე შემდეგ, არ არის მასე მარტივად საქმე, ცალსახად. მაგ ამბავს გამყარება სჭირდება, ასე ზეპირად არა--GagaVaa 14:23, 28 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

სხვათა შორის პატრიარქი ილია მეორეს ინტერვიუა სადაც აღნიშნავს, რომ სტალინი მორწმუნე იყო [1]--GagaVaa 20:10, 17 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
პატრიარქი წყაროდ ვერ გამოდგება. შესაძლოა ინფოდაფაში მითითება მართლაც ზედმეტია, თუმცა მისი რწმენის საკითხი ჩემთვის პირადად ეჭვს არ იწვევს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კარგი იქნება, ეს სექცია თუ ითარგმნება აქ. – BruTe () 04:54, 18 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ეგ მართლაც პირადი აზრია, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ სტალინი მორწმუნე იყო, ყოველშემთხვევაში ჩემზე მეტად, მე კი სავარაუდოდ ათეისტად მაინც არ უნდა ვითვლებოდე, რადგან თუ არც მორწმუნედ მივიჩნევ თავს არც ღმერთის არსებობას ვუარყოფ. კუნცევოზე სტალინის ბიბლიოთეკაში დაცულია ბიბლია სტალინის პირადი კოლექციიდან. ეს არის ჯიბის ბიბლია, რომელსაც სტალინი თბილისის ჟანდარმერიაში კითხულობდა პატიმრობისას და მოგვიანებით გაქცევისას სროლაში მოყოლისას გულის ჯიბეში ედო და ერთ-ერთი ტყვია სწორედ წიგნს მოხვდა და ნახევრამდეა გახვრეტილი, ეს ლეგენდა არაა და შეგიძლია ჩახვიდე და თავად ნახო. და პატრიარქ ალექსის აღსაყდრების სანაცვლოდ საქართველოს ავტოკეფალიის აღიარება რომ გამოსტყუა, ესეც მის მორწმუნეობაზე არა, მაგრამ რელიგიურობაზე ხომ მიუთითებს. მეუფე კალისტრატეს და სტალინის მიმოწერაც არსებობს და საკმაო რაოდენობის წერილებია დაცული, და საერთოდაც ეგ გრაფა მართლაც საერთოდ ამოსაღებია ინფოდაფიდან და მეორეც მე ხო არ შემიცვლია ათეისტი ქრისტიანით მე ის უბრალოდ წავშალე რადგან ზედმეტად მეჩვენა კაცისთვის რომელსაც უმაღლესი სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული --GagaVaa 19:39, 20 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მეც იმ აზრს ვიზიარებ, რომ რელიგიის გრაფა სტატიიდან ნამდვილად ამოსაღებია.--ILIA მომწერეთ 19:58, 20 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ვიკიპედიაში სტატიებს სტალინურ მითებზე დაყრდნობით ვერ დავწერთ. „იოსები ღამ-ღამობით მათხოვრის ტანსაცმელში გამოეწყობოდა და ქალაქის ქუჩებში გადიოდა“ და სხვა მსგავსი ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ლეგენდები დიდი ხანია სერიოზულად აღარ აღიქმება. მხოლოდ ერთ რამეში გეთანხმები: ჩემ მიერ დაწერილი პირველი კომენტარი მართლაც ჩემი პირადი აზრია, ისევე როგორც შენი რწმენა სტალინის მორწმუნეობაზე. მთავარი კი ფაქტებია. ფაქტები რა არის? ფაქტი ის არის, რომ როცა 1921 წელს ეკლესიამ რელიგიური თავისუფლების გარანტიები მოითხოვა, საპასუხოდ კომუნისტებმა 6.8 ათასამდე მართლმადიდებელი დასაჯეს სიკვდილით, კიევის მიტროპოლიტის და 28 ეპისკოპოსის ჩათვლით. მომდევნო წელს კიდევ 8 ათასზე მეტი მოკლეს ეკლესიის ქონების კონფისკაციასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 1917-1935 წლებში 130,000-მდე რუსი მართლმადიდებელი მღვდელი დააპატიმრეს, აქედან 95,000-მდე სიკვდილით დასაჯეს. 1937-1938 წლების ტერორისას 168 ათასზე მეტი მართლმადიდებელი დააპატიმრეს, აქედან 100 ათასზე მეტი დახვრიტეს. აღარაფერს ვამბობ დიდი რაოდენობით ეკლესიებსა და სხვა რეგიურ დაწესებულებზე, რომელიც სტალინის მმართველობისას დაანგრიეს. თუ ციფრებით დაინტერესდები, შეგიძლია წაიკითხო ეს სტატია თავისი ქვესტატიებით და წყაროებით. ასევე, კომუნისტური პარტია ოფიციალურად ქადაგებდა ათეიზმს, ისევე როგორც მარქსისა, ენგელსისა და ლენინის დოქტრინები. ეს ყველაფერი უცნაური ხომ არ გეჩვენება იმ რეჟიმის პირობებში, რომლის ბელადი მორწმუნე მართლმადიდებელი იყო? დასკვნა თქვენთვის მომინდვია. პ.ს. ამ პოსტში შეგნებულად არ ვისაუბრე სხვა რელიგიების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. – BruTe () 10:29, 21 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
სხვათა შორის, ჩემ მიერ მოყვანილ სტატიაში არის სექცია „World War II rapprochement“, ეგეც დაგაინტერესებთ... – BruTe () 10:33, 21 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია სტალინის მორწმუნეობაზე და რელიგიურობაზე ლაპარაკი. სტალინი ბიბლიას გულმხურვალედ კითხულობდა? მართალია! ჰიტლერსაც ძალიან უყვარდა ბავშვები :). Deu. 12:40, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
გეთანხმებით, სანდრო, დათო. ერთია რომელი რელიგიის დოგმებს იცავდა და მეორე, საკუთარი თავი რომელი სარწმუნოების მიმდევრად მიაჩნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე ერთია: სტალინი არც თავად აღიარებდა მართლმადიდებლად ყოფნას და არც ქცევით გამოუხატავს ამ რელიგიის მსახურება. ყოველ შემთხვევაში ამას არაფერი, არცერთი წყარო ადასტურებს კეთილი სურვილების გარდა, რომელიც დიდი ბელადის ქომაგებშია.--Saliner 13:14, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
გარდა ამისა, სტალინის ათეისტად გახდომის წყარო ინგლისურ სტატიაშია მოყვანილი, საიმონ მონტეფიორეს ნაშრომი, რომელიც ქართულადაცაა ნათარგმნი. ამიტომ თუ ჩვენც ამ წყაროს მიხედვით მივუთითებთ მის ათეისტობას, სწორი მგონია.--Saliner 13:17, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მე არც სტალინურ მითებზე მითქვია რამე და სასაცილო მითუმეტეს არაფერი არის იმაში, რომ ეს ადამიანი ბიბლიას გულმხურვალედ კითხულობდა, ვინაიდან ორ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. და სტალინის რელიგიურობაზე მოსაზრება ჩვენი ეკლესიის მეთაურმა გამოთქვა, რომელიც როგორც მინიმუმ თქვენზე მეტად კომპედენტურია ამ საკითხში, ანუ თუ გეოგრაფიულ საკითხებზე გეოგრაფების და ისტორიის საკითხებზე ისტორიკოსების აზრს ვითვალისწინებთ, ებრაელი საიმონ სებაგ მონტეფიორეს დამოწმება საკითხს გადაწყვიტავს? მოდად ქცეული სტალინთმოძულეობა კი ვფიქრობ ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადავდოთ და საკითხს რეალურად შევხედოთ სტალინი ცეკას გენერალური მდივანი 1924 წელს გახდა და 1917 წლის ეკლესიების ნგრევაზე და 1245 წლის მონღოლების ლაშქრობაზე პასუხს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ, ასევე მაფიქრებს ის საკითხი, რომ საქართველოს სსრ მთავრობის სახლის წინ და უკან 100 მეტრის რადიუსში ორი უძველესი ეკლესია დგას და კილომეტრის რადიუსში ბარე რამდენიმე ათეული. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკითხს სტალინის ქრისტიანობაზე არ ვაყენებ, უბრალოდ ვამბობ რომ ეს ადამიანის მეტად პირადული და ამოუხსნელი საკითხია და ინფოდაფაში მისი გამოტანა საერთოდ არ არის საჭირო --GagaVaa 16:58, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

რა კავშირი აქვს ადამიანის ეროვნებას მის ნაშრომთან? არის კონკრეტული ნაშრომი და არაერთი თან, რომელიც სტალინს ათეისტად მიიჩნევს. ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი პატრიარქისადმი, იგი სხვისი გადმოცემის შესახებ საუბრობს და ჩემთვის იმ დიდი კეთილშობილების გამოხატულებაა, რომელიც უდიდეს ბოროტებაშიც სიკეთის დანახვას ცდილობს. რა შუაშია 1917 წელი? 1937 წლის მასობრივ ტერორზეა საუბარი, რომლის შესახებ არაერთი წყაროა მოყვანილი სანდროს მითითებულ სტატიაში და მის გარდაც არაერთი წყაროს მოყვანა შეიძლება. სტატიაში პიროვნების ინფოდაფაში მითითებულია ერთ-ერთი მახასიათებელი რელიგია იმ ლიდერზე, რომელიც უდიდეს ათეისტურ სახელმწიფოს მეთაურობდა. შესაბამისი წყაროებიც გვაქვს. ვერ ვხედავ პრობლემას. რატომ არ უნდა მივუთითოთ?--Saliner 17:33, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ვეთანმხები თორნიკეს. ილია II არც ისტორიკოსია და არც ექსპერტი ამ საკითხში. არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ვიკიპედიაში ვართ, სადაც ავტორიტეტული წყაროების პოლიტიკა მოქმედებს, შესაბამისად, ჩვენი ეკლესიის მესაჭის ციტირებას აზრი არ აქვს. ის ფაქტი, რომ თბილისში ჯერ კიდევ დგას ეკლესიები, არ მიუთითებს სტალინის მორწმუნეობაზე. ზემოთ ჩემ მიერ მოყვანილი ციფრები ჰაერიდან არ მოსულა, მათზე არგუმენტირებულ პასუხს ველი, თავისი წყაროებით. – BruTe () 05:21, 25 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ისედან ბევრი სტატია გვხდება ხოლმე აქ გადაუმოწმებადი ან არაავტორიტეტული წყაროებით. არ მინდა რომ ასეთი დიდი ინტერესის მქონე სტატიაც მათ რიგში იყოს. – BruTe () 07:27, 25 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მთავრობის სახლის წინ და უკან ეკლესიებიო? ეს რა, დაცინვაა? მთავრობის სახლის ასაშენებლად სწორედ რომ სტალინის ბრძანებით დაიწყო თბილისის მთავარი ტაძრის დემონტაჟი 1930 წელს და ამ ტაძრის საძირკველზეა სწორედ აშენებული ეგ მთავრობის სახლის შენობა. „წინ და უკან უძველესი ეკლესიების“ გარდა, სტალინის პერიოდში სწორედ მთავრობის სახლის ირგვლივ დაინგრა შემდეგი ეკლესიები: თეოდორე ჩერნიგოველის ეკლესია რუსთაველზე, ევსტათი მცხეტელის ეკლესია ასევე რუსთაველზე, ანდრია მოციქულის ტაძარი პუშკინის სკვერთან, კალოუბნის ეკლესია დღევანდელი რუსთაველის თეატრის ადგილზე და კიდევ სხვანი და სხვანი... ეს მხოლოდ მთავრობის სახლის „წინ და უკან“ მდგარი ეკლესიები. აღარაფერს ვამბობ სხვებზე. Deu. 07:26, 25 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ვფიქრობ ეს განხილვა აბსურდულ ხასითს იღებს, კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მე სტალინისთვის ქრისტიანი არ ჩამიწერია ინფოდაფაში, მე ვამბობ, რომ რელიგიის გრაფა საერთოდ ამოსაღებია ინფოდაფიდან, რადგან ადამიანის რელიგიურობას ჩვენ ვერ შევაფასებთ, ვიკიპედია ვერ შეაფასებს, დეუ ვერ შეაფასებს, გაგა ვერ შეაფასებს, სალინერი ვერ შეაფასებს. უბრალოდ ვერა და მორჩა, ვისაც ამის შეფასების პრეროგატივა აქვს იმას არ უსმენთ იძახით როგორც სიკეთის განსახიერებას ყველა კარგი გონიაო, ხოდა ეგ არის სწორედ ქრისტიანული შეფასება თუ მაინცდამაინც გულდამწვარი ქრისტიანები ხართ მაგ კაცს მიბაძეთ და მისებურად შეაფასეთ თუ არადა არავინ გაძალებთ. დეუს რაც შეეხება, ძალიან მინდა შენი ანტისტალინური აღტკინება გავიზიარო მაგრამ სამწუხაროდ ალექსანდრე ნეველის ცოდვილი, ცარისტული და არაქართული ტაძრის გამო, რომელიც რუსეთის ბატონობის აბსოლიტურ სიმბოლოდ იდგა და ქაშუეთს გვიჩრდილავდა გულისტკივილის გრძნობა ნამდვილად არ გამჩენია, ამ ტაძრისთვის, რომელსაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თბილისის მთავარ(?) ტაძარს უწოდებ, სისხლი 100 000 ქართველს ნამდვილად არ დაუღვრია და სიხარულით მათი სულები ნამდვილად არ იქნებოდნენ აღვსილი ოკუპანტი რუსული გალობა რომ გაისმოდა თბილისის გულში, ცნობისთვის ეს ტაძარი იყო რუსეთის მიერ ქართული ავტოკეფალიის უარყოფის შემდეგ (ეს უარყოფა 1943 წლამდე გაგრძელდა სხვათაშორის) მათ მიერ დანიშნული ანტიქართველი და ანტიმართლმადიდებელი ეგზარქოსების სავანე, მათ შორის უძვირფასესი გახლდათ ნიკონი რომელმაც ყველა ქართულ ტაძარში სიონის გარდა ქართულ ენაზე აკრძალა გალობა, რომელიც შეეკრა ჩვენი ძვირფასი პირველი რესპუბლიკის შემდგომ მეთაურს სოციალ დემოკრატ ნოე ჟორდანიას ილიას წინააღმდეგ და სავარაუდოდ მის მკვლელობაშიც შესაძლოა მიუძღვოდეს წვლილი, კაცი რომელმაც ოფიციალურად შეადარა ქართული ენა ძაღლის ყეფას, მოდრეკილის საგალობლები კი მგლების ყმუილს და მოკლედ ასე შემდეგ. რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს მოკლედ მინდა გითხრა, რომ ეს ტაძრები (ყოველშემთხვევაში მე რა ინფორმაციაც მოვიძიე, და შენც შეგეძლო ამის გაკეთება ზეპირი ლაპარაკის ნაცვლად) 1924 წლამდე იქნა დანგრეული. მინდა შეგახსენო რომ არსებობდა ასეთი პიროვნება, რომელსაც ვლადიმერ ლენინი ერქვა და 1924 წლამდე მართავდა საბჭოთა კავშირს. ახლა უკაცრავად მაგრამ არ შემიძლია არ დავამატო, რომ ამას უბრალოდ თქვენი მოყვანილი ფაქტების საპირწონედ ვწერ თორემ, რათქმაუნდა ეს ყველაფერი არ გამორიცხავს სტალინის ათეისტობას ან იეღოვლობას, თუნდაც რომ ეკლესიების შენების ბუმი ყოფილიყო მისი მმართველობის პერიოდში ეს მის მართლმადიდებლობას განსაზღვრავდა? სააკაშვილის და მერაბიშვილის დროს ეკლესიები რომ შენდებოდა რომელი იყო მართლმადიდებელი? საბჭოთა კავშირი იყო ოფიციალურად ათეისტური სახელმწიფო, დაფუძნებული მარქსისტულ ათეისტურ იდეოლოგიაზე და პლუს ამას დაემატა ისიც, რომ რევოლუციის შემდეგ 19 კაციან რევკომში 18 ადამიანი იყო რუსი ებრაელი, მოკლედ რომ ვთქვა რელიგია უნდა გამქრალიყო და ფაქტია რომ ეს ასე არ მოხდა, ეკლესიების უმეტესობა შენარჩუნდა, სამღვდელოება არ გაიპარსა. მე უბრალოდ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სტალინი პიროვნულად შეცვლიდა სახელმწიფოს კურსს, რომელიც სქელტანიან დოგმატურ იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება ზემოთ ვთქვი რომ ებრაელი საიმონ სებაგ მონტეფიორეს აზრი არ გამოდგება მართლმადიდებლობის შესაფასებლადთქო და გაუკვირდათ, ეროვნება რა შუაშიაო, დავაკონკრეტებ ეროვნება კი არა რელიგიაა შუაში ებრაელი ერი არის რელიგიით იუდეველები, ებრაელი იუდეველთან ასოცირდება, რადგან თუ ებრაელი სხვა სარწმუნოებაზე გადავა მას ებრაელად აღარ მიიჩნევენ, შესაბამისად არ დავაკონკრეტე მეგონა გასაგები იქნებოდა, რომ იუდეველს, ინგლისში გაზრდილს, რომელიც საქართველოში ნამყოფი არაა და ამ დროს სტალინის ბავშვობის პერიოდის აღწერისას ლამის ბოშათა ცხოვრება დაგვანახა ქართველების აღწერისას და რომელსაც დიდი ალბათობით მართლმადიდებელი ერთი ნაცნობიც კი არ ყავს არანაირად არ აქვს სარწმუნო წყაროს სტატუსი, მითუმეტეს, რომ ეს წიგნი ისტორიული ან დოკუმენტალისტური ნაწარმოები ნამდვილად არ არის, ავტორის პირად შეხედულებებზეა ძირითადად აგებული და უამრავ სრულიად დაუსაბუთებელ ინფორმაციას შეიცავს. მაგრამ ეგ არ არის ვხვდები პრობლემა სტალინის ათეისტობაზე წყაროს მოძიებას რა უნდა, მილიონს მოძებნით ათასი ავტორის მიერ დაწერილს და მეტად სარწმუნოებსაც. და აქვე დავამატებ, რომ ბრუტემ ახსენა მემგონი წყაროების მოძიებაზე სტალინის მორწმუნებაზე და ნამდვილად არ ვაპირებ მაგ წყაროების აქ დალაგებას მაგრამ დამიჯერე სტალინისტური წიგნები არსებობს და არც ისე ცოტა და მოძიებაც არაა დიდი პრობლემა. მოკლედ ბევრი ვწერე და ბოლოს კიდევ დავაკონკრეტებ რომ ეს ყველაფერი კამათის აზრთან კავშირში არაა, ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს გრაფა ამოვიღოთ საერთოდ და ადამიანის რელიგიურობის განსაზღვრას შევეშვათ, ეს ძალიან სასაცილოა--GagaVaa 18:50, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

რესურსები

რედაქტირება

თვით სტატიაზე დიდი წყაროებია, სტატია სტატიას აღარ ჰგავს და უფრო რესურსების წყაროა. მოსაზრებებზე ხომ საუბარი ზედმეტია... --Mehman 97 18:48, 10 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „იოსებ სტალინი“-ზე დაბრუნება.