განხილვა:დამასკო

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დამასკი)
ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში სათაური
სტატია „დამასკო“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
„ვმ საქართველოს“ კონკურსის „ქვეყნები და დედაქალაქები ვიკიპედიაში“ ფარგლებში.

დამასკი - ქსე, ტ. 3 , გვ. 352, თბ., 1978--ცანგალა () 18:40, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

დამასკ ეს წმინდა რუსული ტრანსლიტერაციაა. მიუხედავად იმისა, რომ იხმარება მაგ., იოანე დამასკელი და არა იოანე დამასკოელი. კიდევ, არაბულიდან ტრანსლიტერაციაშიც უნდა ჟღერდეს არა "", არამედ მკვეთრი ბგერა ""-სა და ""-ს შორის. ეს "დიმაშქ" არაბულის ლათინურად ტრანსლიტერაციაა.--Serafita 20:51, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

PS. ჩვენ ვიკიპედიის მიხედვით აზიაში ვართ?

ხელმოწერა ნუ გავიწყდება. ვიკიში შეთანხმებულები ვართ, რომ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები არ დავარღვიოთ. ვიკიპედიაში ახალ ნორმებს ვერ მიიღებ მხოლოდ მიღებული უნდა დაიცვა. ამიტომ რადგან ქსე არის ნორმების მიხედვით შექმნილი ვცდილობთ მას მივყვეთ და როდესაც მოვა ახალი შეცვლილი ნორმა ყველას დავუვლით და შევასწორებთ ვიკიში. იმედს არ ვკარგავ, რომ ეს დრო მალე მოვა.--ცანგალა () 20:34, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
არ მესმის, თვლი, რომ "დამასკ" ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით სწორია? - ?! არ გეგონოს, რომ ძველის წინაააღმდეგი ვიყო ზოგადად, ქსე-სი, თუნდაც. ყველაფერი სწორეს მომხრე ვარ, მაგრამ "დამასკო" ამოვიღოთ ხმარებიდან... ეს არ მესმის. თუ ეს ასე გაქვს ნაგულისხმევი. --Serafita 20:51, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
მე არაფერს არ ვთვლი. ეს მეცნიერებების მიერ არის მიღებული და კვლავ მათი შესაცვლელია. იგივეა სტამბლი თუ სტამბლი. --ცანგალა () 20:58, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ბებიაჩემი "სტამბულს" ხმარობდა, ბილეთის ყიდვა კი მგონი თბილისი-სტამბოლის რეისზეა შესაძლებელი ვიღიმი --Serafita 21:24, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი
მომეწონა. ბებიამ რომ ვიკიში სტამბული აკრიფოს გადაიყვას სწორ ფორმაზე სტამბოლზე და მომავალში ბებიაც სტამბოლს იტყვის.ვიღიმი -ცანგალა () 21:43, 5 მაისი 2009 (UTC)პასუხი

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989 წ. გვ., 54 დამასკი – სირიის დედაქალაქი. --ჯაბა ლაბაძე 21:38, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

დამასკს საქართველოში არ იყენებს არავინ, გარდა ამ ლექსიკონისა. ხომ არ მივიღოთ ცოტა თამამი გადაწყვეტილება? — Mikheil მიწერა 14:10, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ზოგადად წესების და წყაროების წინააღმდეგ გამოვდივართ და იმის მიხედვით ვწყვეტთ, ვინ ხშირად რას იყენებს? მაშინ   (წინააღმდეგი). --Saliner 14:20, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

  (მომხრე) მეც პირველად რომ ვნახე ვიკიპედიაში ყურში ცუდად მომხვდა. ჩემი აზრით უკეთესია დამასკო. გიო ოქრო 16:33, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

  (მომხრე) მე 53 წლისა ვარ და ჩემი სიცოცხლის მანძილზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, რადიოში და ტელევიზიაში მხოლოდ დამასკო თუ გამიგია. დამასკი დღეს გავიგე პირველად. ეს პირადად ჩემთვის იგივეა რომ გამეგო სტადიონი სანტიაგი ბერნაბეუ (სერიოზულად ვამბობ, არ ვიცინი).GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:38, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

სიმართლე გითხრათ მეგობრებო ყურში ცუდად, რომ ხვდება და ქართული ჟურნალ-გაზეთები, რადიო და ტელევიზია რომ ამბობს ამის გამო გადატანა ვიკიპედიაში არ ხდება. ყველამ კარგად ვიცით წესები. წესების მიხედვით ვიმოქმედოთ. რავი ეს ჩემი აზრია. თუკი არსებობს წყარო უფრო ახალი რატომაც არა გადავიტანოთ, მაგრამ წყაროების გარეშე მე   (წინააღმდეგი). --ჯაბა 1977 18:38, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

მე მაქვს სახლში წიგნი. 2010 წლის. "მსოფლიოს დიდი ატლასი", სადაც წერია, რომ სირიის დედაქალაქია დამასკო. გიო ოქრო 18:43, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2006 @GiorgiXIII: სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. ასაკს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „სწავლა, სწავლა და სწავლა“ (ესეც ლენინის ანდერძიც).   -ცანგალა 19:21, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

[1], [2] და სხვა თარგმანებში დამასკოა. უახლეს ლიტერატურაშიც (მათ შორის ზევით აღნიშნულშიც) დამასკოდ არის მოხსენიებული. გიო ოქრო 19:51, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

გუგლის თარგმანს უნდა ვენდოთ და ლექსიკონს არა? სტამბლსაც სტამბლს ვეძახით.-ცანგალა 19:55, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი
ეს ლექსიკონი 2006 წლისაა. უახლეს ლიტერატურაში, სტატიებსა თუ სხვა ტექსტებში მოხსენიებულია, როგორც დამასკო. გიო ოქრო 19:58, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი
ცანგალ წავიკითხე შენი მესიჯი და გეთანხმები, მაგრამ რასაც ეხლა გეტყვი გთხოვ ყურადღებით მომისმინო, მითუმეტეს შენ ამ პერიოდს მოუსწარი და ამის გაგება დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდება.

1990 წლამდე საქართველოში და არა მარტო საქართველოში (ანუ იმ ქვეყანაში სადაც საქართველო შედიოდა) რაც იბეჭდებოდა და იწერებოდა ათას ცენზურას გადიოდა. მას შემდეგ ეს საშინელება მადლობა ღმერთს მოისპო (იმედია უკუნითი უკუნისამდე) და დღეს აღარანაირი ცენზურა აღარ არსებობს. შედეგად ვისაც რა უნდა იმას წერს და აქვეყნებს. ბოდიში უნდა მოვუხადო ჩვენს მეცნიერებსა და სწავლულებს, მაგრამ მსუბუქად რომ ვთქვა არც მათთანაა კარგად საქმე. ამიტომ მე პირადად სირიის დედაქალაქის დასახელების მიმართ დიდ გაურკვევლობაში ვარ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:20, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

ორივე ტერმინი მისაღებია, თუმცა დამასკ უკვე მოძველებულია. უკვე ვთქვი და გავიმეორებ: უახლეს ლიტერატურაში იხმარება დამასკ. (დამასკი აქამდე არსად არც შემხვედრია). უმჯობესია გვერდი გადავიტანოთ დამასკოზე და დამასკი გადამისამართება დარჩეს. გიო ოქრო 23:07, 31 მარტი 2017 (UTC)პასუხი

გუგლი თარგმანები და ატლასები სანდო არაა, რადგან როგორც გიორგიXIII აღნიშნა ვისაც რა უნდა იმას წერს. მათთან შედარებით 2006 წლის უნივერსალური ლექსიკონი უფრო სანდოა. ამაზე უახლეს სანდო წყაროს (რაც ცანგალამ წარმოადგინა) განხილვაში ჯერ ვერ ვხედავ. --ჯაბა 1977 03:13, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: „და დღეს აღარანაირი ცენზურა აღარ არსებობს. შედეგად ვისაც რა უნდა იმას წერს და აქვეყნებს.“ — გეთანხმები, მაგრამ არ დაგავიწყდეს არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია , რომელიც ადგენს ნორმებს (და დღეს, ვისაც რა უნდა იმას წერს და აქვეყნებს, მაგრამ ნორმებს იცავ — ეს ძალაში რჩება). სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს არავინ იცავს და იმიტომ არის ქაოსი ქართულ სალიტერატურო ენაში. - ცანგალა 08:40, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი
ცანგალ გამარჯობა! ერთი თხოვნა მაქვს, მაგ კომისიის ტელეფონის ნომერი თუ იცი, შემატყობინე რა. ოღონდ დღეს არა, იმიტომ რომ 1 აპრილია და მომატყუებ. ხვალ იყოს ან შემდეგში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 08:46, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

რატომ არ ითვლება ატლასი სანდო წყაროდ. გიო ოქრო 11:47, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

მაგაზე პასუხი უკვე ზემოთ სამმა ადამიანმა გაგცა. საბავშვო ენციკლოპედია, 2014 წელი გვ. 116 დამასკი. --ჯაბა 1977 11:52, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

არც ბაკურ სულაკაურის და არც სხვა რომელიმე გამომცემლობის გამოცემული ლიტერატურა არ არის და ვერც იქნება ქსე-ზე სანდო და ამიტომ მეც   (წინააღმდეგი) ვარ და მომავალში თუ შეიკრიბა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია და შეცვალა რაღაცეები, ამას მარტო მივესალმები, რაც ძალიან საჭიროა დღეს.Mehman 97 12:01, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი
ისევ და ისევ, ვემხრობი დამასკს. — Mikheil მიწერა 22:27, 19 აპრილი 2017 (UTC)პასუხი
სახელწოდება დამასკ ინგლისურში, რუსულში და ქართულშიც ბერძნულიდანაა შემოსული როგორც Δαμασκός-ი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართულში ბერძნულიდან შემოსული გეოგრაფიული სახელების ბოლოში სიტყვათშეწყობა ος ზოგჯერ იკითხება, ხოლო ზოგჯერ არა. მაგ., ზაკინთოსი (Ζάκυνθος), ამისოსი (Αμισός) ός-ით ბოლოვდება და იკითხება როგორც ზაკინთოსი და ამისოსი, ხოლო კორინთი (Κόρινθος) ქართულ სახელწოდებაში ός არ იცნობს. ანუ ვწერთ კორინთი და არა კორინთოსი, ისევე როგორც მილეტი (Μίλητος, მილეტი და არა მილეტოსი). დამასკთან ანალოგიური სიტუაციაა, ამ წესებით ან უნდა ყოფილიყო დამასკოსი (ისევე როგორც ვთქვათ ამისოსი) ან დამასკი (ისევე როგორც ვთქვათ კორინთი). თუმცა ამით საკითხი არ ამოიწურება. საქმე იმაშია, რომ დამასკ არის ისტორიულად განმტკიცებული ფორმა ქართულში, რომელიც მოიხსენიება ქართლის ცხოვრებაში. ტრადიციის ძალაა ძლიერი, რომ ამ დრომდე შენარჩუნდა დამასკო. შედეგად არის ასეთი მოცემულობა: ვემხრობით ან ისტორიულად განმტკიცებულ ფორმას — დამასკ ან ვეყრდნობით გეოგრაფიული წესებით წაკითხულ სახელწოდებას — დამასკ. P. S. ქართულში გვაქვს დამასკოს ანალოგიც: ეფესო (Ἔφεσος), რომელიც ზემოთ დასახელებული წესებით უნდა ყოფილიყო ან ეფესოსი ან ეფესი, ხოლო ტრადიციით იწერება ეფესო. - OTOGI Messages 14:06, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი
გვერდ „დამასკო“-ზე დაბრუნება.