განხილვა:არტაანის პროვინცია

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში არტაანი თუ არდაჰანი?
ეს სტატია გაუმჯობესდა პროექტ „თურქეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

Untitled

რედაქტირება

არ ვიცი ადრე თუ იყო ამასთან დაკავშირებით სადმე განხილვა, მაგრამ თურქეთის პროვინციებს ვილაიეთი ჰქვია. შესაბამისად, სტატიის სათაური უნდა იყოს არტაანის ვილაიეთი. —დათო 06:42, 6 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ამ თემაზე რამდენიმეჯერ იყო საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, მყარი დასკვნა აქამდე არ გამოტანილა.
) კარგი იქნება, თუ ამ სტატიას საქართველოს პროექტის ფარგლებში გავაუმჯობესებთ. არტაანი პირველ რიგში ქართული ისტორიული პროვინციაა. თურქული ატრიბუტიკის ასე თვალსაჩინოდ მიწებება და ამ სტატიის მაინცადამაინც თურქულ თემატიკასთან კავშირში განხილვა ნამდვილად ძალიან გამაღიზიანებელია, თან გაუმართლებელია ისტორიული თვალსაზრისით--Gaamagre განხილვაწვლილი 03:09, 15 მარტი 2012 (UTC).პასუხი

საქართველოს ისტორიული კუთხე თუ თურქეთის პროვინცია?

რედაქტირება

ეს სტატია არ არის არტაანის პროვინციის შესახებ იგი საქართველოს ისტორიული კუთხის შესახებაა. არტაანის პროვინცია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული არის თურქეთის შემადგენლობაში და ინფოდაფის შესაბამისი ინფორმაცია უნდა იდოს ტექსტში: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა, ადმ. დაყოფა და ა. შ. მინიმუმ ამ სახისა მაინც უნდა იყოს. --ჯაბა ლაბაძე 15:42, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

2005 წელს გამოცემულ საქართველოს რუკაზე იქ სადაც თურქეთის ნაწილიც ჩანს წერია ქალაქი არტაანი რომელსაც თურქულად არდაჰანი ჰქვია.--დათო1010   15:48, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

დათო მე სათაურზე არ ვამახვილებ ყურადღებას, ტექსტზე ვფიქრობ. ერქვას არტაანის პროვინცია, მაგრამ მასში ეწეროს სტატია პროვინციაზე, მეორე სტატიას დავარგვათ პირდაპირ არტაანი და ეწეროს საქართველოს ისტორიულ კუთხეზე. --ჯაბა ლაბაძე 15:50, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

ხო ტექსტს რაც შეეხება შესაცვლელია--დათო1010   15:53, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

ანუ შევთანხმდით რომ არსებობდეს ორი სტატია?

  1. არტაანის პროვინცია – სადაც ჩაიწერება სხვა პროვინციების მსგავსი ტექსტი
  2. არტაანი – სადაც ჩაიწერება ამ სტატიის მთელი ტექსტი და მიეძღვნება ისტორიულ კუთხეს. --ჯაბა ლაბაძე 15:56, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი
ქალაქიც რომ არსებობს არტაანი იმას რაღა ვუყოთ?--დათო1010   15:58, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

დიდ პრობლემას ვერ ვხედავ არტაანი (ქალაქი). --ჯაბა ლაბაძე 16:04, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

ასე დაყოფა რა საჭიროა? არტაანის პროვინციაში გაერთიანდეს მისი ისტორიაც (ქვეთავის სახით). ისტორია ხომ უნდა იყოს ისედაც და ცალკე სტატია მგონი არაა საჭირო. რაც შეეხება ქალაქს, ის ცალკე იყოს, რა თქმა უნდა. Deu. 16:06, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი
დათო კი მაგრამ რამდენად ემთხვევა დღევანდელი არტაანის პროვინციის საზღვრები იმ საზღვრებს რომელიც საქართველოს შემადგენლობაში ჰქონდა?--დათო1010   16:08, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი
მერე რა. ისტორიული საქართველოს საზღვრები არ ემთხვევა დღევანდელ საქართველოს, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ხომ ვწერთ მაინც. მაგ ლოგიკით, საქართველოს ისტორიიდან უნდა მოვიღოთ ტაო-კლარჯეთის ისტორია. ისტორიის სექციაში აღნიშნება, რომ საქართველოს შემადგენლობაში სხვა საზღვრები ჰქონდა. Deu. 16:11, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

არც დეუს წინადადებაა ურიგო ისე გავაკეთოთ როგორც ართვინის პროვინციაშია? (მე მგონი სწორად გავიგე). --ჯაბა ლაბაძე 16:14, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

კი, ეს ვიგულისხმე  . განსხვავება ისაა, რომ აქ ისტორიის სექციაში მეტი ჩაიწერება. Deu. 16:19, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი
ხო რომ დავფირდეთ ალბათ მართლა ეგრე სჯობს :)--დათო1010   16:22, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

კარგი მე თანახმა ვარ. --ჯაბა ლაბაძე 16:24, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

  გაკეთდა--ჯაბა ლაბაძე 18:37, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

მე პირადად არ მომწონს თურქეთის პროვინციის სტატიაში ეწეროს საქართველოს ისტორიული კუთხის სტატია. ვფიქრობ ეს საკითხი გადასახედია. ძირითადი სტატია უნდა იყოს „არტაანი“ და ეძღვნებოდეს ისტ. პროვინციას, „არტაანის პროვინცია“ — ადმ. ერთეულს (არტაანის პროვინციის ისტორია არანაირად არ არის არტაანი ისტორიული პროვინციის ისტორიის შესაბამისი, რადგან ადმ. ერთეულის ისტორია მისი შექმნიდან იწყება და წინაპერიოდს არ მოიცავს) და „არტაანი (ქალაქი)“ — ქალაქს. გიო ოქრო 12:12, 27 ივნისი 2019 (UTC)პასუხი

გარე ბმულები შეცვლილია (სექტემბერი 2020)

რედაქტირება

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები არტაანის პროვინცია. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 16:18, 14 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

არტაანი თუ არდაჰანი?

რედაქტირება

რომელი ჯობია თანამედროვე თურქეთის ადმინისტრაციულ ერთეულებად რომ გამოვიყენოთ?--Surprizi განხილვაწვლილი 07:47, 16 ივნისი 2021 (UTC)პასუხი

ქალაქს და პროვინციას, ალბათ, უმჯობესი იქნება თუკი არდაჰანს ვუწოდებთ. ხოლო სტატია „არტაანი“ უნდა შეეხებოდეს ისტორიულ პროვინციას და მისი ინფორმაცია ამ სტატიიდან ამოსაღებია. გიო ოქრო 18:11, 16 ივნისი 2021 (UTC)პასუხი
გეთანხმები. სავარაუდოდ არდაგანსა და არდაჰანს შორის აჩევანი უკანასკნელზე რომ გაკეთდეს უმჯობესია, რადგან პირველი რისიფიცირებულსა ჰგავს არა?-Surprizi განხილვაწვლილი 08:26, 16 აგვისტო 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „არტაანის პროვინცია“-ზე დაბრუნება.