გალინა ბალმოში
გალინა ბალმოში | |
მოლდოვას რესპუბლიკის ოჯახისა და ბავშვთა, სოციალური დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 იანვარი 2007 – 25 სექტემბერი 2009 | |
პრეზიდენტი | ვლადიმირ ვორონინი |
თავმჯდომარე | ვასილი ტარლევი
ზინაიდა გრეჩანი ვიტალი პერლოგი |
წინამორბედი | ვალერიან რევენკო |
მემკვიდრე | ვალენტინა ბულიგა |
მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 2019 – 23 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | იგორ დოდონი |
წინამორბედი | ვიორიკა დუმბრავეანუ |
მოლდავეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი 2009 – 9 მარტი 2019 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მარტი 2005 – 23 მარტი 2007 | |
დაბადებული | 24 თებერვალი, 1961 (62 წლის) პლეშენი, კანტემირის რეგიონი, მოლდოვა |
გალინა ბალმოში ( რუმ. Galina Balmoș ; 24 თებერვალი, 1961, პლეშენი, კანტემირის რაიონი, მოლდოვის სსრ, სსრკ ) — მოლდოველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წარსულში მოლდოვის რესპუბლიკის ოჯახისა და ბავშვთა, სოციალური დაცვის, მინისტრი (2007-2009), მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (2005-2007, 2009-2019), მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ საკითხებში. (2019-2020) .
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1961 წლის 24 თებერვალს მოლდოვის სსრ კანტემირის რაიონის სოფელ პლეშენში.
დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს, შემდეგ 2001 წელს მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიიღო სამართლის ხარისხი. 2006 წელს დაამთავრა მოლდოვის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის მაგისტრატურა. [1]
1982-1999 წლებში მუშაობდა ქალაქ სტრასენის საშუალო სკოლაში რუმინული ენის მასწავლებლად. [1]
1999-2003 წლებში მუშაობდა სტრასენის მერიაში. 2003-2005 წლებში იყო სტრაშენის რაიონის საკრებულოს მდივანი. [1]
იყო მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მოლდოვის რესპუბლიკის ქალთა კავშირის თავმჯდომარე. [2]
2005 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, იგი აირჩიეს მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის წევრად მოლდოვას რესპუბლიკის კომუნისტური პარტიიდან (მრკპ). 2007 წელს მან მანდატი გადასცა ვლადიმერ პანფილოვს მოლდოვას რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ოჯახისა და ბავშვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
2007 წლის 22 იანვარს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა დანიშნა მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ოჯახისა და ბავშვის მინისტრად. გადავიდა პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის მიერ 2008 წლის 31 მარტს დაკომპლექტებულ მომდევნო მთავრობაში, რომელსაც ზინაიდა გრეჩანი ხელმძღვანელობდა. [3] . მოვალეობას ასრულებდა 2009 წლის 25 სექტემბრამდე [1] ვლადიმირ ფილატის მთავრობის ჩამოყალიბებამდე.
2009 წელს დაბრუნდა პარლამენტში [1], სადაც მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. 2015 წლის დეკემბერში, პარტიის განხეთქილების დროს, მან დატოვა მრკპ-ის ფრაქცია. 14-მა დეპუტატმა, რომლებმაც დატოვეს მრკპ ფრაქცია, საკუთარი ფრაქცია ჩამოაყალიბეს, რომელიც მხარს უჭერდა მმართველ მოლდოვის დემოკრატიულ პარტიას (მდპ). ამან საშუალება მისცა მდპ-ს და ლიბერალურ პარტიას ჩამოეყალიბებინათ პაველ ფილიპის მთავრობა . 2017 წელს შევიდა მოლდოვის დემოკრატიული პარტიის რიგებში. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დეპუტატი იყო. 2019 წლის ივნისში მაია სანდუს მთავრობასი მოსვლის შემდეგ, დეფექტორ დეპუტატების საქმე ე.წ. 2022 წლის თებერვალში მოლდოვას რესპუბლიკის სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა ყოფილ 13 დეპუტატზე, რის შემდეგაც ხუთი მათგანი დააკავეს. [4] მოლდოვის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქმე დახურა 2023 წლის იანვარში. [5]
2019 წელს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გალინა ბალოში დანიშნა თავის მრჩევლად სოციალურ საკითხებში.[6] მან შეცვალა ვიორიკა დუმბრავეანუ, რომელიც დაინიშნა მოლდოვის რესპუბლიკის ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად. პრეზიდენტმა იგორ დოდონმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ყველა მისი მრჩეველი 2020 წლის დეკემბერში საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვის გამო. [7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Balmoş Galina. Parlamentul Republicii Moldova. ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Встреча с представителями ОБСЕ. Партия коммунистов Республики Молдова (2015-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-08. ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Новое правительство Молдавии принесло конституционную присягу и приступило к работе. Trend News Agency (2008-04-01). ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Задержан экс-депутат Сергей Сырбу. Интересная Молдова. ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Прокуратура Молдавии закрыла дело о подкупе депутатов из-за отсутствия улик. ТАСС. ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Галина Балмош назначена советником президента по социальным вопросам. Sputnik (2019-11-19). ციტირების თარიღი: 2023-04-08
- ↑ Додон уволил всех своих советников. BTV (2020-12-22). ციტირების თარიღი: 2023-04-08