ზინაიდა გრეჩანი (მოლდ. Zinaida Greceanîi; დ. 7 თებერვალი, 1956[1]) — მოლდოველი პოლიტიკოსი, მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტების პარტიის წევრი.[2] პრემიერ-მინისტრი 2008-2009 წლებში.[1][3] 2019 წლიდან მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე.

ზინაიდა გრეჩანი
ზინაიდა გრეჩანი
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 ივნისი, 2019
პრეზიდენტი  იგორ დოდონი
წინამორბედიადრიან კანდუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მარტი, 2008 – 14 სექტემბერი, 2009
პრეზიდენტივლადიმირ ვორონინი
მიხაი გიმპუ
წინამორბედივასილი ტარლევი
მემკვიდრევიტალი პირლოგი

დაბადებული7 თებერვალი, 1956 (1956-02-07) (68 წლის)
მეტალისტი, ტომსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიამოლდოვის რესპუბლიკის სოციალისტების პარტია
განათლებაკიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზინაიდა გრეჩანი დაიბადა 1956 წლის 7 თებერვალს ტომსკის ოლქში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ბრიჩანის რაიონში, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და გადაასახლეს ტომსკის ოლქის ბანაკში. დაამთავრა კიშინიოვის საფინანსო-ეკონომიური კოლეჯი და კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, უფროს ინსპექტორ-რევიზორად ბრიჩანის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში. მსგავს თანამდებობებზე მუშაობდა 2000 წლამდე. 2000-2002 წწ. ზინაიდა გრეჩანი გახდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2002 წლის 26 თებერვლიდან ფინანსთა მინისტრია. 2005 წლის 10 ოქტომბრიდან კი პირველი ვიცე-პრემიერია. 2008 წლის 21 მარტს მოლდოვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. 2009 წლის 13 მაისს მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ ზინაიდა გრეჩანი დაასახელა პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად.

გათხოვილია. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Page on Greceanii at government website დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine. .
  2. "Moldova's Leader Nominates First Female Prime Minister" დაარქივებული 2009-04-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Associated Press (The Moscow Times), 24 March 2008.
  3. "Moldova's Parliament approves new government", Associated Press (International Herald Tribune), 31 March 2008.