გალაქსიისებრნი
გალაქსიისებრნი (ლათ. Galaxiidae) — თევზების ოჯახი გალაქსიისნაირთა რიგისა. ახლო დგანან ორაგულისებრებთან. სხეულის სიგრძე 30 (იშვიათად 58) სმ-მდეა. ცნობილია რამდენიმე ათეული სახეობა. გავრცელებულია ახალი ზელანდიის, ტასმანიის, სამხრეთ ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ფოლკლენდის კუნძულებისა და სამხრეთ ამერიკის სანაპირო და მტკნარ წყლებში. ზოგი სახეობა მაგ., ახალზელანდიური გალაქსია (Galaxias attenuatus), ტოფობისათვის მდინარეებიდან ზღვაში შედის და სანაპირო მცენარეებზე ყრის ქვირითს. გალაქსიისებრნი უმთავრესად უხერხემლო ცხოველებით იკვებებიან. ზოგ სახეობას ადგილობრივი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.
გალაქიისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Galaxias olidus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Galaxiidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 633.