გაზის პროვინცია

(გადამისამართდა გვერდიდან გაზა)

გაზის პროვინცია (პორტ. Gaza) — პროვინცია მოზამბიკში.

პროვინცია
გაზის პროვინცია
პორტ. Gaza
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი შაი-შაი
შიდა დაყოფა ბილენი-მასიის რაიონი, ჩიბუტუს რაიონი, ჩიკუალაკუალის რაიონი, ჩიგუბუს რაიონი, ჩოკვეს რაიონი, გიჟის რაიონი, მაბალანის რაიონი, მანჟაკაზის რაიონი, მასანჟენის რაიონი, მასინჟირის რაიონი და შაი-შაის რაიონი
კოორდინატები 23°45′00″ ს. გ. 32°45′00″ ა. გ. / 23.75000° ს. გ. 32.75000° ა. გ. / -23.75000; 32.75000
ფართობი 75 709 კმ²
მოსახლეობა 1 251 323 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 16,53 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
საფოსტო ინდექსი 12xx
ოფიციალური საიტი https://www.gaza.gov.mz/

გაზის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის სამხრეთ ნაწილში. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს მანიკის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინიამბანეს პროვინცია, სამხრეთით — მაპუტუს პროვინცია. გაზის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ზიმბაბვეს შორის, დასავლეთით — სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის. გაზას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე.

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი შაი-შაი. ადმინისტრაციული თვალსაზრისით გაზა დაყოფილია 11 რაიონად და 4 ოლქად. პროვინციის ფართობი — 75 709 კმ². მოსახლეობა — 1 251 323 ადამიანი (2007).

პროვინციის რაიონები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება