გაეტანო შირეას პრიზი სამაგალითო კარიერისთვის

გაეტანო შირეას პრიზი სამაგალითო კარიერისთვის (იტალ. Premio Nazionale Carriera Esemplare Gaetano Scirea) — საფეხბურთო პრემია, რომელიც 1992 წლიდან გაიცემა და იუვენტუსის და იტალიის ეროვნული საფეხბურთო გუნდის წევრის გაეტანო შირეას სახელს ატარებს.

პრემია დაარსდა 1992 წელს, მილანის პროვინციის ჩინიზელო-ბალსამოს მუნიციპალიტეტის მიერ, იტალიის სპორტულ გამოცემათა კავშირთან (იტალ. Unione Stampa Sportiva Italiana, USSI) და ლომბარდიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან (იტალ. Gruppo Lombardo Giornalisti Sportivi, GLGS) თანამშრომლობით.

პრიზის გადაცემა ხდება იტალიაში მოღვაწე იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრეს სამართლიანი თამაშით, ლიდერული თვისებებით, ვაჟკაცობითა და ერთგულებით.

დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად იმართება ყოველწლიური ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირი — Memorial Gaetano Scirea.

გამარჯვებულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება