გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 868

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 868 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 29 სექტემბერს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში ჩართული პირების მიმართ თავდასხმების გაზრდისა და ძალის გამოყენების გამო, საბჭომ გაეროს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ახალი მანდატები ჩამოაყალიბა.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 868

სამშვიდობო ოპერაციები
თარიღი 29 სექტემბერი 1993
სხდომა № 3283
კოდი S/RES/868 (დოკუმენტი)
თემა სამშვიდობო ოპერაციები
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის დებულებები მოიხსნა იმ პირთა მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოპერაციებში. გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმები დაგმეს და გენერალურ ასამბლეაში განიხილეს გაეროს ძალებისა და პერსონალის უსაფრთხოების ახალ ღონისძიებებზე.

საბჭომ მოუწოდა გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის, მიიღოს შესაბამისი ზომები, თავის ანგარიშში შემოთავაზებულის მიხედვით, რათა უზრუნველყონ მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება და ეს საკითხი გახდეს ოპერაციის დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი, აგრეთვე, ყველა ასეთი ზომა გავრცელდეს ოპერაციებში მონაწილე ყველა პერსონალზე. კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდეს გაეროსთან თანამშრომლობა, გაეროს სამშვიდობო ძალებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციაში ასევე დადასტურდა, რომ სამშვიდობო მისიების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები და ძალის გამოყენება, განიხილება უშიშროების საბჭოს მოვალეობებში ჩარევად და საბჭო ასეთ შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს. დამატებითი ზომები გატარდება მასპინძელი ქვეყნის წინააღმდეგ, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოპერაციების და პერსონალის უსაფრთხოების კუთხით თავისი ვალდებულებების შესრულება.

სამომავლო სამშვიდობო ოპერაციების ნებართვის გაცემისას, საბჭო მოითხოვს:[2]

(a) მასპინძელმა ქვეყანამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
(b) მასპინძელი ქვეყნის მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებები ვრცელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოპერაციაში მონაწილე ყველა პირზე;
(c) იდება ძალების სტატუსზე შეთანხმება.

რეზოლუციამ, მოუწოდა გენერალურ მდივანს, შემდგომი სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვისას, გაითვალისწინოს მოქმედი რეზოლუციის დებულებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება