გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2235
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2235 შეეხება ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც მოახდენს ინდივიდების, ორგანიზაციების, ჯგუფებისა და მთავრობების იდენტიფიცირებას, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი ქიმიური იარაღის გამოყენებაში სირიის სამოქალაქო ომში.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 2235 | |
---|---|
სირიის მდებარეობა | |
თარიღი | 7 აგვისტო 2015 |
სხდომა № | 7501 |
კოდი | S/RES/2235 (დოკუმენტი) |
თემა | სირიის ქიმიური იარაღის ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებული |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია
რედაქტირებაუშიშროების საბჭო ეყრდნობა ომში მხუთავი, მომწამვლელი, იარაღის გამოყენებისა და ბაქტერიოლოგიური მეთოდების გამოყენების პროტოკოლსა და განვითარების, წარმოების, შენახვისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას, ასევე რეზოლუციებს 1540 (2004), 2118 (2013) და 2209 (2015).
ხაზს უსამვას, იმ ფაქტს, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკა შეუერთდა ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას და ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების, ისეთი როგორიცაა ქლორი და ქიმიური იარაღი, გამოყენება სირიის არაბთა რესპუბლიკაში არის დარღვევა რეზოლუციის 2118. შემდეგში კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი გამოყენება სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ იქნება ფუნდამენტური დარღვევა იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის პრინციპებისა.
მკაცრ პირობებში განისჯება ნებისმიერი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების იარაღად გამოყენება სირიის არაბთა რესპუბლიკაში და ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო პირები ჯერ კდიევ ეწირებიან მას.
კიდევ ერთხელ ხაზს უსვმას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას საერთაშორისო სამართლისა და ამტკიცებს, რომ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქიმიური იარაღის ნებისმიერ გამოყენებაში უნდა დაისაჯონ შესაბამისად.
კიდევ ერთხელ ითხოვს ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან და ტენერალური მდივანისგან წარმოადგინონ მოხსენება კოორდინირებულად რეზოლუცია 2118-ს გაუთვალისწინებლობის შესახებ.
მოხსენიებულია 2015 წლის 25 თებერვალის წერილი გენერალური მდივნისა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოში, ამას კი წინ უძღოდა ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მინაწერი, სადაც ის განიხილავდა ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელშიც გამოხატული იყო სერიოზული ყურადღება იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტების მაძიებელმა მისიამ შეაგროვა თავდაჯერებულობის მაღალი ხარისხით, რომ ქლორი გამოიყენებოდა განმეორებითად და სისტემატიურად, როგროც იარაღი სირიის არაბთა რესპუბლიკაში.
აღწერს, რომ ტოქსიკური ნივთიერებები იარაღად გამოიყენეს, მას შემდეგ რაც მიიღეს რეზოლუცია 2209 6 მარტს უშიშროების საბჭოში (2015).
აღიარებას, რომ ქიმიური იარაღის ამკრძალველი ორგანიზაციის ფაქტების მოძებნის მისია არ იყო უფლებამოსილი დასკვნები გამოეტანა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
ხაზს უსვამს იმას, რომ რეზოლუცია 2118-ში სირიის არაბთა რესპუბლიკამ და ყველა პარტიამ უნდა მოახდინონ კოოპირება მთლიანდა ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციასა და გაეროს შორის.
- კვლავ განსჯის ტოქსიკური იარაღის, თუნდაც ქლორის, გამოყენებას იარაღად სირიის არაბთა რესპუბლიკაში;
- ხაზს უსვამს ხაზს უსვამს საკუთარი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ სირიამ არ უნდა გამოიყენოს, განავითაროს, აწარმოოს, შეიძინოს, შეინახოს ქიმიური იარაღი ან გადასცეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ სხვა სახელმწიფოს ან არასახლემწიფოებრივ სუბიექტს;
- კვლავ აცხადებს , რომ სირიაში არცერთმა მხარემ არ უნდა განავითაროს, აწარმოოს, შეიძინოს, შეინახოს ან გადაადგილოს ქიმიური იარაღი;
- გამოხატავს საკუთარ სურვილს მოახდინოს იდენტიფიცირება ამ აქტზე პასუხიმგებელი პირებისა და მხარს უჭერს, რომ ეს პირები, ორგანიზაციები, დაჯგუფებები ან სახელმწიფოს წარმომადგენლები ქიმიური იარაღის, ქლორისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების, ნებისმიერი გამოყენებისას პასუხი უნდა აგონ და მოუწოდებს ყველა პარტიას სირიის არაბთა რესპუბლიკაში მოახდინონ სრულფასოვანი კოოპერაცია, თანამშრომლობა ამ მიზნით.
- ავალდებულებს გაეროს გენერალურ-მდივანს, ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან კოორდინაციით, წარუდგინოს უშიშროების საბჭოს მისი ნებართვისთვის 20 დღის განმავლობაში მიიღონ ეს რეზელუცია, რეკომენდაციები, პირობების ელემენტების შემოთავაზებები, იმისათვის რომ შექმნან და მოქმედებაში მოიყვანონ ქიმიური იარაღისა და გაეროს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმი, რათა მოახდინონ იდენტიფიცირება მაქსიმალურ დონეზე ინდივიდების, ორგანიზაციების, ჯგუფებისა ან მთავრობის, რომლებიც იყვნენ შემსრულებლები, ორგანიზატორები, სპონსორები ან სხვაგვარად ჩართულები აღმოჩნდნენ ქიმიური იარაღის, ქრომის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, გამოყენების პროცესში სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციის ფაქტების ძიების მისია განსაზღვრავს ან უკვე განსაზღვრა, რომ კონკრეტულ ინციდენტში მონაწილეობდა ან სავარაუდოდ მონაწილეობდა ქიმიური ნივთიერებები და გამოხატავს საკუთარ სურვილს რეაგირება მოახდინოს რეკომენდაციებზე, მათ შორის ცნობილი პირობების შესახებ 5 დღის განმავლობაში მიღებიდან.
- მოითხოვს , რომ მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭო დაამტკიცებს ერთობლივ საგმოძიებო მექანიზმს, რომლის შექმნისასაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან კოოპერაციაში, გაიარეს თითოეული ნაბიჯი, მიიღეს შესაბამისი ზომები და გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც საჭირო იყო ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისა და სრული ფუნქციონირებისათვის, დაუბრკოლებელი და გამოცდილი პერსონალი აყვანის ჩათვლით, რომელთაც ექნებათ უნარები და ცოდნა რეკომენდაციების პირობებთან შესაბამისი და ხაზს უსვამს, იმას რომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამსახურეთა გადამზადებას ისე ფართოდ, როგორც გეოგრაფიული ბაზისიდან პრაქტიკულამდე.
- იხსენებს , რომ რეზოლუცია 2118-ში გადაწყვეტილია, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში ყველა პარტიამ უნდა მოახდინოს სრული კოოპერაცია ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციასა და გაეროსთან და აღნიშნავს, რომ ამაში იგულისხმება თანამშრომლობაც ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გენერალურ პრეზიდენტთან, მის ფაქტების საძიებო მისიასთან, გაეროს გენერალურ მდივანთან და ერთობლივ საგამოძიებო მექანიზმთან. ხოლო ასეთი თანამშრომლობა გულისხმობს სრულ ხელმისაწვდომობას ყველა ლოკაციაზე, ინდივიდუალსა და მატერიალზე სირიის არაბთა რესპუბლიკაში, თუ ამას ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმი ჩათვლის რელევანტურად მისი გამოძიებისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს, როგორც სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიას, ასევე ტერიტორიებს მის კონტროლს მიღმა, ხოლო ასეთი თანამშრომლობა ერთობლივ საგამოზიება მექანიზმს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომელიც არ იყო მოცემული და მომზადებული ფაქტების საგამოძიება მისიის ფარგლებში, მაგრამ არის დაკავშირებული ერთობლივი მექანიზმის მანდატთან.
- მოუწოდებს ყველა ქვეყანას სრულად ითანამშრომლონ ახალშექმნილ მექანიზმთან და დაეხმარონ მასა და ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის ფაქტების გამომძიებელი მისიას რელევანტური ინფორმაციით.
- მოითხოვს ფაქტების გამომძიებელი მისიას, რომ ითანამშრომლოს ერთობლივ საგამოძიებო მექანიზმთან, რათა მექანიზმი მუშაობისასა იყოს სრულად ხელშეწყობილი ყველანაირი ინფორმაციითა და მტკიცებულებით, რომელიც შეძენილი ან მომზადებული ფაქტების ძიების მისის მიერ და მასში შედის სამედიცინო რეკორდები, ინტერვიუების ჩანაწერები, ხელნაწერები, დოკუმენტური რესურსები. ერთობლივმა მექანიზმმა კი უნდა იმუშაოს ფაქტების გამომძიებელი მისიასთან კოოპერაციაში მანდატის გათვლაისწინებით.
- მოითხოვს გაეროს გენერალური მდივნისგან, ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან თანამშრომლობით მოამზადოს მოხსენება გაეროს უშიშროების საბჭოსთვის და გააფრთხილოს ამკრძალავი ორგანიზაციის აღმასრულებელი კრება, როგორც კი მექანიზმი დაიწყებს მუშაობას და ყოველი 30 დღის განმავლობაში მოხსენებას პროგრესის შესახებ.
- მოითხოვს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმისგან, რომ დაამთავროს თავისი პირველი მოხსენება 90 დღეში და წარუდგინოს ის გაეროს უშიშროების საბჭოსა და ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის აღმასრულებელ კრებას.
- მოითხოვს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმისგან, რომ აღკვეთოს ნებისმიერი შესაძლო გამოყენება ქიმიური იარაღისა სირიის არაბთა რესპუბლიკაში და ის შემთხვევები, რომელთაც ფაქტების გამომძიებელი მისია განსაზღვრავს, როგორც კონკრეტულ ინციდენტს სირიაში.
- ამტკიცებს რომ მოქმედებები უსაფრთხოების საბჭოს თანმიმდევრული მოქმედებები მეხუთე პარაგრაფის მიხედვით არის ეფექტიანი ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად.
- წყვიტავს შექმნას ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმი ერთ წლიანი პერიოდითა და შესაძლებლობით მომავალში დაემატოს უშიშროების საბჭოს, თუ მას დასჭირდება.
- ამტკიცებს თავის გადაწყვეტილებას რეზოლუცია 2118-ის დარღვევასთან დაკავშირებით, რომ დააწესოს ზომები.
- წყვიტავს რომ აქტიურად იყოს დაკავებული ამ საკითხით[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Who is responsible for the use of chemical weapons in Syria“. EuropaNewswire. 7 August 2015.
- ↑ „Security Council Unanimously Adopts Resolution 2235 (2015), Establishing Mechanism to Identify Perpetrators Using Chemical Weapons in Syria“. UN. 7 August 2015.