გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1752
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1752 მიიღეს ერთხმად 2007 წლის 13 აპრილს.
გაეროს უს რეზოლუცია 1752 | |
---|---|
თარიღი | 13 აპრილი 2007 |
სხდომა № | 5661 |
კოდი | S/RES/1752 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია
რედაქტირება1752 (2007) რეზოლუციის ერთხმად მიღებით, საბჭომ მიესალმა მხარეთა მიერ მიღწეულ პროგრესს 1716 (2006) რეზოლუციის შესრულებისკენ მიმართებით, აგრეთვე, მოუწოდა ქართულ მხარეს, უზრუნველყოს ზემო კოდორის ხეობაში არსებული ვითარება 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმების შესაბამისად, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტასა და ძალების დაშორიშორებას. საბჭომ, ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს თავი აარიდოს კოდორის ხეობაში საქართველოს ვალდებულებების შესრულებაში ხელის შეშლას.
საბჭომ დაგმო ზემო კოდორის ხეობის სოფლებზე თავდასხმა 11 და 12 მარტის ღამეს და მოუწოდა ყველა მხარეს, გაეგრძელებინა სრული მხარდაჭერა ფაქტების ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფის მიერ მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც გაეროს დამკვირვებელთა მისია ხელმძღვანელობს.
საბჭომ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება უნდა გაუმჯობესდეს, საბჭომ ორივე მხარეს მოუწოდა განაახლონ დიალოგი ამ მიმართულებით. საბჭომ, მოუწოდა მხარეებს სერიოზულად მოეკიდონ ერთმანეთის ლეგიტიმურ უსაფრთხოებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესს და გააგრძელონ აუცილებელი თანამშრომლობა გაეროს დამკვირვებელთა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალებთან.
საბჭომ, ასევე მოუწოდა ორივე მხარეს დაუყოვნებლივ ჩაერთონ გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებებში, რომელიც 12 და 13 თებერვალს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა, ნდობის აღდგენის წინაპირობების გარეშე, ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „SECURITY COUNCIL EXTENDS UNITED NATIONS OBSERVER MISSION IN GEORGIA UNTIL 15 OCTOBER, UNANIMOUSLY ADOPTING RESOLUTION 1752 (2007)“. United Nations. April 13, 2007.