გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 72/280
აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღბული რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხებოდა.[1]
გაეროს გა რეზოლუცია 72/280 | |
---|---|
თარიღი | 18 ივნისი 2018 |
სხდომა № | 72 |
კოდი | A/RES/72/280 (დოკუმენტი) |
თემა | აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ |
კენჭისყრა |
მომხრე: 81 წინააღმდეგი: 16 თავი შეიკავა: 62 |
შედეგი | მიღებულია |
რეზოლუციას მხარი 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა; წინააღმდეგი 16 იყო, ხოლო 62-მა თავი შეიკავა.[2]
რეზოლუცია 2018 წლის 12 ივნისს, ქალაქ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კვლავ მიიღო საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რეზოლუციას 2008 წლიდან იღებს, რითიც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.[1]
რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.[1]
რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.[1]
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.[1]
რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.[1]
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთი სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიციირებული რეზოლუცია მიიღო[მკვდარი ბმული]
- ↑ Resist Resting on Laurels, Global Community Urged during General Assembly Debate on Complete Eradication of AIDS-Causing HIV In other business this afternoon, the Assembly adopted two resolutions. By a recorded vote of 81 in favour to 16 against, with 62 abstentions, it adopted the resolution “Status of internally displaced persons and refugees from Abkhazia, Georgia, and the Tskhinvali region/South Ossetia, Georgia”.
- ↑ 14 ქვეყანა, რომელმაც გაეროში საქართველოს ინიციირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა