გაერთიანებული სომხეთი
გაერთიანებული სომხეთი (სომხ. Միացեալ Հայաստան), აგრეთვე ცნობილია, როგორც დამოუკიდებელი და ერთიანი სომხეთი (სომხ. Անկախ և Միացյալ Հայաստան), ან დიდი სომხეთი (ინგლ. Great Armenia) ― სომეხ ნაციონალისტთა ირედენისტული კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სომხეთის ისტორიული მიწების, ან იმ ტერიტორიების სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოქცევას, სადაც დიდი რაოდენობით სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. იდეა ყველა სომხური მიწის გაერთიანების შესახებ XX საუკუნეში გაჩნდა.
გარდა საკუთრივ სომხეთის რესპუბლიკისა, გაერთიანებული სომხეთის ტერიტორია მოიცავს შედეგ რეგიონებს: ყარაბაღი და ნახიჩევანი (აზერბაიჯანი), დასავლეთ სომხეთი (თურქეთი) და ჯავახეთი (საქართველო). 1988 წლიდან ყველაზე აქტიურია ირედენისტული მოძრაობა ყარაბაღში, რასაც შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის ომები მოჰყვა.
ისტორია
რედაქტირებაგაერთიანებული სომხეთის იდეა XX საუკუნეში იღებს სათავეს და მას წინ უძღვოდა მთელი რიგი ისტორიული მოვლენები. 1917 წელს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებით შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა.
1918 წლის მარტში გაფორმებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთმა ომი დატოვა, ბათუმის, არტაანისა და ყარსის რეგიონები კი ოსმალეთის იმპერიას დაუთმო. ამიერკავკასიელებმა ეს ცვლილებები არ აღიარეს, არ დაუთმეს თავიანთ იურიზდიგქციაში შემავალი ტერიტორიები და 1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამის მიუხედავად, თურქებმა ზავით მიღებული ტერიტორიები დაიკავეს და აზერბაიჯანისაკენ მიიწევდნენ. სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანი დაადანაშაულა თურქეთის დახმარებაში, რადგან ამ დროისათვის განჯაში მყოფი აზერბაიჯანული მთავრობა თურქებთან თანამშრომლობდა ბაქოში გამაგრებული კომუნისტური ძალების წინააღმდეგ. ამის გამო 1918 წლის 22 მაისს სომხეთმა დატოვა ამიერკავკასიის ფედერაცია. რამდენიმე საათში ფედერაციიდან გავიდა საქართველოც, რასაც 26 მაისს ოფიციალურად მოჰყვა ფედერაციის დაშლა სამ დამოუკიდებელ რესპუბლიკად: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისად.
პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის მარცხის შემდეგ, 1918 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა მუდროსის ზავი, რის შემდეგაც რეგიონში ბრიტანელები განლაგდნენ. მათ უპირატესობა სომხებს მიანიჭეს და ყარსი და არტაანი სომხეთს დაუთმეს. სწორედ ამის შემდეგ, თურქეთის სხვა პროვინციაში მცხოვრებმა სომხებმა და სომხეთის რესპუბლიკამ შექმნეს ერთობლივი დელეგაცია სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, რათა მიეღწიათ სომხური ისტორიული მიწებისა და იმ რეგიონების გაერთიანება, რომლებშიც სომხური მოსახლეობა იყო დომინანტი. ეს ყველაფერი უნდა გაერთიანებულიყო ერთ სახელმწიფოში, რომელსაც დაერქმეოდა დიდი სომხეთი. სწორედ აქედან გაჩნდა გაერთიანებული სომხეთის იდეაც.
1920 წელს გაფორმებულმა შევრეს ხელშეკრულებამ დაადასტურა ამ სახელმწიფოს ოფიციალური აღიარება. ამას თურქული მხრიდან დიდი უკმაყოფილება და საბოლოოდ თურქების აჯანყება მოჰყვა, რომელთაც გაიარეს ანატოლიის სომხებით დასახლებული ტერიტორიები და შეაღწიეს თავად სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამ დროს თურქეთთან ერთად სომხეთს თავს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც დაესხა. აზერბაიჯანელი კომუნისტები თურქებთან ერთად მოქმედებდნენ, სომხეთს კი ორმხრივი შეტევების მოგერიება უხდებოდა. ვინაიდან იგი მარტო ვეღარ უმკლავებოდა მათ, სომხურმა მთავრობამ 1920 წლის ოქტომბერში აღმოსავლეთით მდებარე ყარაბაღის მიწები აზერბაიჯანს დაუთმო. ამის შემდეგ თურქებმა წინსვლა კვლავ განაგრძეს და დაიკავეს ქალაქი გიუმრი, რომელშიც გააფორმეს გიუმრის ხელშეკრულება, რითაც მიიღეს სასურველი ტერიტორიები, რამაც დაასრულა ომიც და სომხების ოცნებაც. ომის დასრულების შემდეგ თურქეთს დარჩა ყარსი, არტაანი და ანატოლიის ყველა სომხური ოლქი, ზანგეზურის ქედი და მთიანი ყარაბაღი კი აზერბაიჯანს დაუთმეს. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ასევე აზერბაიჯანს გადაეცა ნახიჩევანის რეგიონიც.
საბჭოთა კავშირში ყოფნისას სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის პრობლემები პერიოდულად წამოყოფდა ხოლმე თავს, თუმცა ეს სერიოზულ კონფლიქტამდე თითქმის არასოდეს მიდიოდა. უკვე 1988 წლის თებერვალში საბჭოთა სომხეთში გაჩნდა ნაციონალისტური მოძრაობა, რომელმაც პირდაპირ გამოთქვა პრეტენზია მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაზე. მალევე მოსკოვის მთავრობამ უარყო სომეხთა პრეტენზია აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რასაც ერევანში ასობით ადამიანის დემონსტრაცია მოჰყვა, ამ იდეის მხარდასაჭერად. იმავე წლის 15 ივნისს სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის სომხეთის შემადგენლობაში შესვლაზე. 1918 წლის 17 ივნისს კი აზერბაიჯანულმა მთავრობამ უარი თქვა სომხეთისთვის ტერიტორიის გადაცემაზე და განაცხადეს, რომ იგი აზერბაიჯანის ნაწილია.
1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია სუვერენიტეტის შესახებ. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა და აზერბაიჯანულმა ძალებმა 1991 წელს ათასობით სომეხი გადაასახლეს შაჰუმიანიდან. მალევე არაერთი რესპუბლიკა გავიდა საბჭოთა კავშირიდან. იმავე წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რესბულიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთიც დამოუკიდებელი გახდა, 26 ნოემბერს კი აზერბაიჯანულმა მთავრობამ ყარაბაღს ავტონომია გაუუქმა.
კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა 1992 წლის მაისში, როდესაც სომხურმა ძალებმა დაიკავეს ქალაქი შუშა. 1993 წლისათვის სომხებმა აიღეს კონტროლი არა მხოლოდ ყარაბაღზე, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიებზეც. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1994 წლის 5 მაისს გაფორმდა ბიშკეკში, ყირგიზეთში. ამის შემდეგ ოფიციალურად ყარაბაღი აზერბაიჯანს დარჩა, თუმცა მასზე დე ფაქტო კონტროლი სომხეთმა შეინარჩუნა.
2020 წელს ყარაბაღის ომი კვლავ განახლდა, რომელშიც აზერბაიჯანის გამარჯვებამ სომხეთს რეგიონზე დე ფაქტო ძალაუფლებაც დააკარგვინა. ამის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდა ლაჩინის დერეფანში, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს.
რუკები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- The frontier between Armenia and Turkey as decided by President Woodrow Wilson, November 22, 1920. Armenian National Committee. 1920.
- Hovannisian, Richard G. (1971). The Republic of Armenia: The first year, 1918–1919. Berkeley, CA: University of California Press. ISBN 978-0-520-01805-1.
- Suny, Ronald Grigor (1993). Looking Toward Ararat: Armenia in Modern History. Bloomington: Indiana university press. ISBN 978-0-253-20773-9.
- Chorbajian, Levon (1994). The Caucasian Knot: The History & Geopolitics of Nagorno-Karabagh. London: Zed Books. ISBN 978-1-85649-288-1.
- Verluise, Pierre (1995). Armenia in Crisis: The 1988 Earthquake. Detroit: Wayne State University Press. ISBN 978-0-8143-2527-8.
- Minahan, James (1998). Miniature Empires: A Historical Dictionary of the Newly Independent States. Westport, CN: Greenwood. ISBN 978-0-313-30610-5.
- Hewsen, Robert H. (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-33228-4.
- Cornell, Svante E. (2001). Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. Routledge. ISBN 978-0-203-98887-9.
- Ambrosio, Thomas (2001). Irredentism: Ethnic Conflict and International Politics. Westport, CN: Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-275-97260-8.
- Cornell, Svante E. (2002). Autonomy and Conflict: Ethnoterritoriality and Separatism in the South Caucasus – Case in Georgia (PDF). Uppsala: Department of Peace and Conflict Research, Report No. 61. ISBN 91-506-1600-5.
- de Waal, Thomas (2003). Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. ISBN 978-0-8147-1945-9.
- Phillips, David L. (2005). Unsilencing the Past: Track Two Diplomacy and Turkish-Armenian Reconciliation. New York: Berghahn Books. ISBN 978-1-84545-007-6.
- Libaridian, Gerald J. (2007). Modern Armenia: people, nation, state. New Brunswick, NJ: Transaction Publishers. ISBN 978-1-4128-0648-0.
- Papian, Ara (2009). Հայոց պահանջատիրության իրավական հիմունքները [Legal Bases for Armenian Claims] (PDF) (in Armenian). Yerevan: Modus Vivendi. Archived from the original (PDF) on 19 April 2011.
- Harutyunyan, Arus (2009). Contesting National Identities in an Ethnically Homogeneous State: The Case of Armenian Democratization. Kalamazoo, MI: Western Michigan University. ISBN 978-1-109-12012-7.
- Leoussi, Athena S.; Gal, Allon; Smith, Anthony D. (2010). The call of the homeland: diaspora nationalisms, past and present. Leiden: Brill. ISBN 978-90-04-18210-3.
- Hille, Charlotte Mathilde Louise (2010). State Building and Conflict Resolution in the Caucasus. Leiden, Netherlands: Brill. ISBN 978-90-04-17901-1.
- Marshall, Alex (2010). The Caucasus Under Soviet Rule. Hoboken, NJ: Taylor & Francis. ISBN 978-0-203-84700-8.
- Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia. Lanham, MD: Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7450-3.
- Cornell, Svante (2011). Azerbaijan Since Independence. New York: M.E. Sharpe. ISBN 978-0-7656-3004-9.