გადრეკილი
მთა საქართველოში, გურიის მხარეში
გადრეკილი, ლეჩქის სერი — მთა საქართველოში, გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლეჩქისსერზე, მდინარე ბახვისწყლის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2505 მ. კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, თხემი და მწვერვალები — სუბალპური მდელოებით. გადრეკილი აღმართულია კურორტ ბახმაროს აღმოსავლეთით და მის ირგვლივ ერთ-ერთ უმაღლეს მთას წარმოადგენს. დამსვენებლებში მთა ცნობილია „მზის ამოსავალი გორის“ სახელწოდებით, რადგანაც გადრეკილიდან კარგად ჩანს მზის ამოსვლა.
გადრეკილი | |
---|---|
გადრეკილი | |
კოორდინატები: 41°50′59″ ჩ. გ. 42°22′04″ ა. გ. / 41.84972° ჩ. გ. 42.36778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2505 მ |
ქედი | ლეჩქისსერი |
უმარტივესი მარშრუტი | ბახმაროდან |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 531–532.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გადრეკილი
- მარშრუტი ბახმაროდან