ბუშტოსანა
ბუშტოსანა, წყლის სანთელა (ლათ. Utricularia) — მწერიჭამია მცენარეების გვარი ბუშტოსანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი წყლის ბალახებია, არ აქვთ ფესვები. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, განკვეთილია ხაზურ ან ძაფისებრ სეგმენტებად. ყვავილები ყვითელი ან ლურჯ-იისფერია, ორტუჩიანი და დეზიანი გვირგვინით, მტევნისებრ ყვავილედებში. ნაყოფი კოლოფია. მტაცებელი მცენარეებია; ფოთლებზე აქვთ დამჭერე (სანადირო) ბუშტები, რომლებითაც იჭერენ მცირე ზომის უხერხემლო ცხოველებს და ინელებენ მათ ბუშტების შიგნით განლაგებული საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ფერმენტების დახმარებით. ცნობილია 200-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, უმეტესობა — ტროპიკებში.[1] საქართველოში გვხვდება ორი სახეობა — Utricularia vulgaris და Utricularia minor. ცხოვრობენ წყალში, ტორფიანი ჭაობის ზედაპირზე. ზოგიერთი ეპიფიტია.[2] Utricularia graminifolia გამოიყენება როგორც აკვარიუმის დეკორატიული მცენარე.[1] ზოგი სახეობა სამკურნალოა.[2]
ბუშტოსანა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Utricularia reticulata | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Utricularia L., 1753 | ||||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Конечная Г. Ю. Пузырчатка // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 737.
- ↑ 2.0 2.1 ბუშტოსანა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 594.