ბურეის ქედი
ბურეის ქედი (რუს. Буреинский хребет) — ქედი რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში. შედგება რამდენიმე ჭიუხისა და მთის მასივისაგან. აგებულია გრანიტებით, გნაისებით, აგრეთვე დანალექი და ეფუზიური ქანებით. გადაჭიმულია თითქმის მერიდიანულად მდინარე ბურეის სათავეებიდან მდინარე ტირმის ზემო დინებამდე. სიგრძე 400 კილომეტრი. სიმაღლე 1000-1100 მეტრიდან 1600-2071 მეტრამდე. მწვერვალები გლუვია. კალთებზე ჭარბობს წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.
ბურეის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 50° ჩ. გ. 133° ა. გ. / 50° ჩ. გ. 133° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 400 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 576.