ბურეა (მდინარე)
ბურეა — მდინარე რუსეთში, ხაბაროვსკის მხარესა და ამურის ოლქში. ამურის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება მარჯვენა და მარცხენა ბურეის შეერთებით. მარჯვენა ბურეას სათავე აქვს ეზოპის ქედის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 623 კილომეტრი, აუზის ფართობი 70,7 ათასი კმ². ზემოთში მთის მდინარეა, შუაწელში ვიწრო ხეობაში მიედინება; ქვემოთ ხეობა ფართოვდება და ზეა-ბურეის ვაკეზე გადის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. წყალდიდობა ზაფხულში 5-7-ჯერ იცის. ზოგჯერ მდინარის დონე 6-10 მეტრამდე მატულობს. მთავარი შენაკადებია ნიმანი, ტუიუნი, ურგალი, ტირმა. სანაოსნოა შუა და ქვემო დინებაში. მდინარის აუზში ქვანახშირის, რკინის მადნის საბადოებია.
ბურეა | |
---|---|
მდინარე ბურეის აუზი | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 623 კმ |
აუზის ფართობი | 70,7 კმ² |
ბურეა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 576.