ბურბიის ბრძოლა
რეკონკისტის ნაწილი

იბერიის ნახევარკუნძულის პოლიტიკური მდგომარეობა
თარიღი 791
მდებარეობა ვილიაფრანკა-დელ-ბიერსო, კასტილია და ლეონი
შედეგი კორდოვის საამიროს გამარჯვება
მხარეები
ასტურიის სამეფო კორდოვის საამირო
მეთაურები
ბერმუდო I ჰიშამ I,
იუსუფ იბნ ბაჯი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ბურბიის ბრძოლა — გაიმართა 791 წელს ასტურიის სამეფოს ძალებსა და კორდოვის საამიროს ძალებს შორის. ასტურიის ჯარს მეთაურობდა მეფე ბერმუდო I, ხოლო კორდოვის საამიროს ძალებს იუსუფ იბნ ბაჯი. ბრძოლის მიზეზი გახდა ჰიშამ I-ის მიერ ქრისტიანების წინააღმდეგ აჯანყებული გაზების მხარდაჭერა პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში. ბრძოლა გაიმართა მდინარე ბურბიის სანაპიროზე თანამედროვე ვილიაფრანკა-დელ-ბიერსოს მახლობლად. ბრძოლა დასრულდა ასტურიის სამეფოს ძალების დამარცხებით.

ბრძოლაში დამარცხებამ გამოიწვია მეფე ბერმუდო I-ის გადადგომა ალფონსო II-ის სასარგებლოდ, რომელიც იყო ასტურიის ყოფილი მეფის ფრუელა I სასტიკის შვილი და ალფონსო I-ისა და პელაიოს შვილიშვილი. პირველი რაც მან გააკეთა იყო დედაქალაქის გადატანა პრავიიდან ძველ რომაულ კოლონია ოვიედოში.

ამ ბრძოლაში განცდილმა მარცხმა რეკონკისტა დიდი ხნით გადაწია.

ლიტერატურა

რედაქტირება