ბულანჟერიტი (ფრანგ. boulangerite) — სულფიდების და სულფომარილების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა Pb5Sb4S11. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. რუხი ვერცხლისფერი, თითქმის რუხი ტყვიისფერია. სიმაგრე მინრალოგიური სკალით 2,5-3, სიმკვრივე 6230 კგ/მ³. ბულანჟერიტი ტყვიის მეორეხარისხოვანი მადანია. მისი საბადოებია რუსეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, შვედეთში, აშშ-ში და სხვა. სახელი ეწოდა ფრანგი მინერალოგის შარლ ლუი ბულანჟეს (1810-1849) პატივსაცემად.

ბულანჟერიტი
ბულანჟერიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაPb5Sb4S11
იდენტიფიკაცია
ფერირუხი
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით2,5-3
სიმკვრივე6230 კგ/მ³ კგ/მ³

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება