ბუენოს-აირესის ტბა
ბუენოს-აირესის ტბა (ესპ. Lago Buenos Aires) ან ხენერალ-კარერა (ესპ. Lago General Carrera) — მყინვარული წარმოშობის ტბა პატაგონიის ანდებში, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე (სამხრეთ ამერიკა). ზღვის დონიდან 215 მეტრზე. ფართობი 2 400 კმ². დასავლეთ ფიორდული სანაპირო კვეთს ანდების ჩრდილოეთ კალთებს, განიერი აღმოსავლეთ სანაპირო პლატოზე მდებარეობს და მორენებითაა შემოსაზღვრული. ტბის წყალი მდინარე ბეიკერით წყნარ ოკეანეში, ხოლო მდინარე რიო-დესეადოთი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება.
ბუენოს-აირესის ტბა | |
---|---|
Lago Buenos Aires Lago General Carrera | |
კოორდინატები: 46°30′00″ ს. გ. 72°00′00″ დ. გ. / 46.50000° ს. გ. 72.00000° დ. გ. | |
მდებარეობა | პატაგონია, არგენტინა, ჩილე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 215 მ |
ფართობი | 2 400 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ბეიკერი, რიოდესეადო |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 553-554.