ბუდაგ ბუდაგოვი
ბუდაგ ბუდაგოვი (აზერ. Budaq Budaqov; დ. 23 თებერვალი 1928 — გ. 1 ნოემბერი, 2012) — აზერბაიჯანელი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1976). აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1989). აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.
ბუდაგ ბუდაგოვი | |
---|---|
აზერ. Budaq Əbdüləli oğlu Budaqov | |
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1928 |
დაბ. ადგილი | ჩობანქარა, Echmiadzinsky Uyezd, სომხეთის სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1 ნოემბერი, 2012 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი აზერბაიჯანი |
საქმიანობა | გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და Yerevan Azerbaijan Pedagogical Teknikum |
განთქმული მოსწავლეები | Q16364008?, Elbrus Alizadeh, Sitarə Tarixazər და Yaqub Qəribov |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი, დიდების ორდენი და Honored Scientist of Azerbaijan |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბუდაგ ბუდაგოვი დაიბადა 1928 წლის 23 თებერვალს, სომხეთის სოფელ ჩობანკერეში. 1947 წელს ჩააბარა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1951-1955 წლებში სწავლობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1967 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1976 წლიდან პროფესორია.
იკვლევდა გეომორფოლოგიურ საკითხებსა და უახლოეს ტექტონიკურ მოძრაობას, კავკასიონის აზერბაიჯანული ნაწილის ძველ გამყინვარებას, რის ხარჯზე შედგენილია რუკები 1:200000 მასშტაბით. 1956 წელს ბუდაგოვმა აღმოაჩინა ზედასარმატული ზღვიური ფაუნა 3600 მ სიმაღლეზე, საფუძვლიანად გამოიკვლია აზერბაიჯანის ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები და სხვა.
1981 წელს მუსეიბ მუსეიბოვთან და დავით უკლებასთან ერთად შეადგინა ამიერკავკასიის ლანდშაფტური რუკა. ბუდაგ ბუდაგოვი ავტორია 700-მდე გამოქვეყნებული ნაშრომისა, მათ შორის 48 მონოგრაფიისა. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ფარგლებში სულ მოამზადა 50 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი.
შრომები
რედაქტირება- Геоморфология и новейшая тектоника Юго-Восточного Кавказа. Баку, 1973;
- Современные естественные ландшафты Азербайджана. Баку, „Элм“, 1988.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბუდაგ ბუდაგოვის შესახებ დაარქივებული 2010-09-19 საიტზე Wayback Machine. (რუსული)