მუსეიბ მუსეიბოვი

აზერბაიჯანელი გეოგრაფი

მუსეიბ მუსეიბოვი (აზერ. Müseyib Müseyibov; დ. 5 მაისი, 1927 — გ. 4 სექტემბერი, 2011) — აზერბაიჯანელი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მოღვაწეობდა ლანდშაფტოლოგიის, გეომორფოლოგიისა და ნეოტექტონიკის დარგში.

მუსეიბ მუსეიბოვი
დაბ. თარიღი 5 მაისი, 1927(1927-05-05)
დაბ. ადგილი ქარახანლი
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 2011(2011-09-04) (84 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

დაიბადა 1927 წლის 5 მაისს. 1949 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგ სწავლა ასპირანტურაში განაგრძო, ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1963 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1960 წლიდან მუშაობდა ფიზიკური გეოგრაფიის ამიერკავკასიის განყოფილებაში, ხოლო 2000 წლიდან გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანი იყო.

1972-1976 წლებში მონაწილეობა მიიღო კანადასა და რუსეთში ჩატარებულ საერთაშორისო გეოგრაფიულ კონგრესებში, ხოლო 1980 წელს — სსრკ-აშშ-ის ერთობლივ სიმპოზიუმში, რომელიც პალეოკლიმატოლოგიას მიეძღვნა, აგრეთვე მიიღო მონაწილეობა ლვოვში, თბილისში, ბიშკეკში, მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარებულ სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობებში. 1981 წელს ქართველ გეოგრაფთან დავით უკლებასთან ერთად შეადგინა ამიერკავკასიის ლანდშაფტური რუკა.

მუსეიბ მუსეიბოვი მრავალი სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ცნობარებისა და რუკის ავტორია, მათ შორის 9 მონოგრაფიისა.

  • География (Учебное Пособие Для Абитуриентов, Учашихя Старших Классов И Предподавателей) Аbiturient,Dtqk, 2008
  • Антропогенное Трансформация Природной Среды Южного Кавказа (Tbilisi , Sovstor),
  • Türk Dünyasının Coğrafiyası. Xı Sinif. Təhsil Nəş-Tı, Bakı, 2008
  • Coğrafiya (Abiturientlər Üçün Proqramm Toplusu)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება