ბროლისქედი (ქედი)

ქედი საქართველოში, იმერეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბროლისქედი.

ბროლისქედიქედი (სერი) საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის ბარში, ქუთაისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ბროლისქედის სამხრეთი მონაკვეთი მთავარი ნაწილისაგან გამოყოფილია მდ. ჭიშურით (ყვირილის მარჯვენა შენაკადი). უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 385 მ. ბროლისქედი აგებულია ზედაცარცული და ეოცენური კირქვებით, მერგელოვანი კირქვებითა და ქვიშაქვებით, აგრეთვე ოლიგოცენური მანგანუმიანი ქვიშაქვებით. არის ქალცედონის საბადო. აქვს სტრუქტურულ-ეროზიული რელიეფი. შემოსილია უმთავრესად ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.

ბროლისქედი
კოორდინატები: 42°14′09″ ჩ. გ. 42°48′55″ ა. გ. / 42.23583° ჩ. გ. 42.81528° ა. გ. / 42.23583; 42.81528
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 385 
ამგებელი ქანები კირქვა, მერგელოვანი კირქვა, ქვიშაქვა და მანგანუმიანი ქვიშაქვა
ბროლისქედი (ქედი) — საქართველო
ბროლისქედი (ქედი)
ბროლისქედი (ქედი) — იმერეთის მხარე
ბროლისქედი (ქედი)

ლიტერატურა

რედაქტირება