ბრანჯები
ბრანჯები — ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულება „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ მოხსენიებული ეთნონიმი. შესაძლოა წარმოადგენდეს ფრანკების ან გალების და მცირე აზიაში მოსახლე მათი თანატომელების — გალატიელების სახელწოდების ვარიანტს.
„ნინოს ცხოვრებაში“ არსებული ცნობით, ნინოს მამამ, კაპადოკიელმა ზაბილონმა მონაწილეობა მიიღო რომაელთა ლაშქრობაში ბრანჯების წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ ისინი ქრისტიანობაზე მოიაქცია პიტალანის ველზე (ვ. გოილაძის აზრით, ესაა კატალაუნის ველი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში). ქართლის სამეფოს კარის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ, ქართლის ეკლესიის „დასამყარებლად“ რომის იმპერიიდან გამოუგზავნიათ ბრანჯი (გალატიელი) მთავარდიაკონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ბრანჯთა ამბავი წმინდა ნინოს „ცხოვრებაში“, «მნათობი», 1986, № 9.
- გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.