ბრაზილიის ატლანტიკური ტყე
ბრაზილიის ატლანტიკური ტყე (პორტ. Mata Atlântica) — ტყის მასივის რეგიონი, რომელიც შედგება ტროპიკული ნესტიანი, ტროპიკული მშრალი, რიზოფორული ტყეებისა და ტროპიკული სავანებისაგან. იგი გადაჭიმულია ბრაზილიის ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ჩრდილოეთით რიო გრანდე დო ნორტეს შტატიდან სამხრეთით – რიო გრანდე დო სულის შტატამდე. ასევე ვრცელდება პარაგვაისა და არგენტინის ტერიტორიებზეც.
ბრაზილიის ატლანტიკური ტყე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბრაზილია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 892 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 892 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ატლანტიკური ტყე შედგება მრავალი ნაირსახეობებისაგან:
- სანაპირო მხარე შედგება დაბალი ტყეებისაგან, რომლებიც სანაპირო დიუნებზეა აღმოცენებული.
- სანაპირო ტყეები, რომლებსაც ასევე ატლანტიკურ ნესტიან ტყეებს უწოდებენ, წარმოადგენს მარადმწვანე ატლანტიკურ ტყეებს.
- შიდა ტყეები ძირითადად ფოთოლმცვენი ხეებისაგან შედგება.
- უფრო ღრმად, მშრალი ატლანტიკური ტყეებია, რომლებიც გარდამავალია ჩრდილო-აღმოსავლეთით მშრალ კაატინგასა და აღმოსავლეთით სერადო სავანაში.
- მონტანის ნესტიანი ტყეები იწყება სიერა დო მარიდან და კვეთავს სამხრეთ ბრაზილიის მთებსა და პლატოებს. ეს ტერიტორია მდიდარია დაფნისებრთა და მირტისებრთა ოჯახების წარმომადგენლებით.
- ყველაზე მაღალი არეალი მოიცავს ბუჩქნარის სავანებს.
ატლანტიკური ტყე განსაკუთრებით უჩვეულოა იმით, რომ ის ვრცელდება სამხრეთის 24 გრადუსი განედის ზემოთაც. იგი ამჟამად მიჩნეულია მსოფლიოს ბიოსფეროს რეზერვად, რომელიც მოიცავს მრავალ გადაშენების პირას მყოფ ფლორისა და ფაუნის სახეობას. მათ შორისაა მაიმუნი ანთარი.
ატლანტიკური ტყის გაჩეხვა ინტენსიურად დაიწყო კოლონიზაციის შემდეგ. გაჩეხილ ტერიტორიაზე ძირითადად შაქრის ლერწამს აშენებდნენ ან ეს ხდებოდა ურბანული მიზნებისთვის.
ამჟამად, ამაზონის ინსტიტუტი განსაკუთრებით აქტიურად ეწევა ტყის ხელახლა განაშენიანებას და შენარჩუნებას ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ პერნამბუკუში. მისი ეგიდით, 2007 წლის განმავლობაში, აქ 5 500 ახალი ხე დაირგო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Amazon Institute
- Atlantic Forest (Conservation International)
- Atlantic Forest Foundation, help preserves the Atlantic Forest დაარქივებული 2018-08-19 საიტზე Wayback Machine.
- Iracambi Atlantic Rainforest Research and Conservation Center დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine.
- Atlantic forest (World Wildlife Fund)
- Plant a Billion Trees in the Atlantic Forest
- Conservation significance of the Atlantic Forest დაარქივებული 2011-05-22 საიტზე Wayback Machine.
- Embassy of Brazil in London: Atlantic Forest დაარქივებული 2005-03-10 საიტზე Wayback Machine.
- FirstFlora
- The Nature Conservancy: Atlantic Forest დაარქივებული 2010-07-02 საიტზე Wayback Machine. (with photo)
- The Reforestation efforts of 2 individuals in Pernambuco Joanne Stanulonis and João Milanêz
- UNESCO: Discovery Coast Atlantic Forest Reserves