ბოლოქანქარასებრნი

ბოლოქანქარასებრნი (ლათ. Motacillidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13–22 სმ. კისერი მოკლეა, კუდი შედარებით გრძელი. ფრთები ხშირად წამახვილებული აქვთ. გაერთიანებულია 5 (ან 6) გვარის 70-მდე სახეობა. გავრცელებული არიან დედამიწის ყველა ზონაში, საქართველოში ყველგან გვხვდება.[1] ბევრი ბოლოქანქარასებრი გადამფრენი ფრინველია. უპირატესად სახმელეთო სახეობებია, ბინადრობენ გაშლილ სივრცეებში. იკვებებიან მწერებითა და სხვა წვრილი უხერხემლოებით.

ბოლოქანქარასებრნი

ბზეწვია (Motacilla cinerea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Motacillidae (Horsfield, 1821)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.