მწყერჩიტა (ლათ. Anthus) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-20 სმ აღწევს. ფერად მურაა, ლაქებიანი. ფართოდაა გავრცელებული სუბარქტიკული სარტყლიდან სუბანტარქტიკულამდე (ახალ გვინეასა და ოკეანიის კუნძულების გარდა). ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ცნობილია მწყერჩიტას 30-მდე სახეობა, რომელთა შორის საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: მინდვრის მწყერჩიტა (ლათ. Anthus campestris), ტყის მწყერჩიტა (ლათ. Anthus trivialis) და მთის მწყერჩიტა (ლათ. Anthus spinoletta).

მწყერჩიტა

ტყის მწყერჩიტა (Anthus trivialis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anthus (Bechstein, 1805)

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება