მწყერჩიტა
(გადამისამართდა გვერდიდან Anthus)
მწყერჩიტა (ლათ. Anthus) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-20 სმ აღწევს. ფერად მურაა, ლაქებიანი. ფართოდაა გავრცელებული სუბარქტიკული სარტყლიდან სუბანტარქტიკულამდე (ახალ გვინეასა და ოკეანიის კუნძულების გარდა). ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ცნობილია მწყერჩიტას 30-მდე სახეობა, რომელთა შორის საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: მინდვრის მწყერჩიტა (ლათ. Anthus campestris), ტყის მწყერჩიტა (ლათ. Anthus trivialis) და მთის მწყერჩიტა (ლათ. Anthus spinoletta).
მწყერჩიტა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტყის მწყერჩიტა (Anthus trivialis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Anthus (Bechstein, 1805) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მწყერჩიტა“ ვიკისაწყობში.