ბოიუქ-ზირა

კუნძული კასპიის ზღვაში
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 30 ოქტომბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ბოიუქ ზირა (აზერ. Böyük Zirə; სიტყვასიტყვით დიდი ზირა), აგრეთვე ცნობილი როგორც ნარგინი (აზერ. Nargin) — კუნძული კასპიის ზღვაში. ბაქოს არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბაქოს მახლობლად, ბაქოს ბუხტაში. ნარგინის კუნძული, ბაქოს არქიპელაგის ნაწილია, რომელიც შედგება შემდეგი კუნძულებისგან: ბოიუქ-ზირა, დაშ-ზირა, ყუმის კუნძული, ზანბილი, სანგი-მუღანი, ჩიგილი, გარა-სუ, ხარა-ზირა, გილის კუნძული, იგნათ-დაში და რამდენიმე პატარა კუნძული.

კუნძული
ბოიუქ ზირა
ნარგინი

Böyük Zirə
Nargin
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
არქიპელაგი ბაქო
რეგიონი აფშერონი
კოორდინატები 40°17′38″ ჩ. გ. 49°55′18″ ა. გ. / 40.29389° ჩ. გ. 49.92167° ა. გ. / 40.29389; 49.92167
ფართობი 1,4 კმ²
მოსახლეობა 0 კაცი (2013)
Azerbaijan relief location map.jpg
Azerbaijan relief location map.jpg

ნარგინი — ყველაზე დიდი კუნძულია, რომელიც აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს და ბაქოს ყურე გამოყოფს ზღვისგან. კუნძულის სიგრძე 3,1 კმ-ს, ხოლო სიგანე 900 მეტრს შეადგენს. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი მხარე ვერტიკალური და ციცაბოა. კუნძული ნაკლებად არის დაფარული მცენარეულობით.

კასპიის სელაპები, ზუთხისებრნი და მრავალრიცხოვანი ფრინველი, როგორიცაა თეალები და ქაშაყი, ის ზოგიერთი სახეობაა, რომელთა პოვნა შესაძლებელია ბოიუქ-ზირას კუნძულზე.

ტოპონიმი

რედაქტირება

კუნძულის თანამედროვე სახელწოდებაა „ბოიუქ ზირა“, რომელიც ასევე მისი თავდაპირველი სახელი იყო, ორი სიტყვის შერწყმის შედეგად წარმოიშვა — „ბოიუქ“ აზერბაიჯანულად ნიშნავს „დიდს“ და „ჯაზირა“ არაბულად ნიშნავს „კუნძულს“.

ბაქოს არქიპელაგის კუნძულების დიდი ნაწილის, მათ შორის ბოიუქ ზირას სახელი, რუსების და ნაწილობრივ კაზაკების მიერ შეიცვალა, რომლებიც კასპიის ზღვაში XVII საუკუნეში გამოჩნდნენ. ბოიუქ ზირას ასევე ნარგინს უწოდებენ, რომელიც დაკავშირებულია პეტრე I დიდის სახელთან. ამ კუნძულების ფორმა რუსეთის იმპერატორს რევანის კუნძულებს აგონებდა, რომელიც ფინეთის ყურეშია ანალოგიური სახელით, შვედებთან ომის შემდეგ. გერმანული „ნარგინი“ და ესტონური „ნატინგენი“ ნიშნავს „ვიწრო სრუტეს“. 1990 წელს, ნარგინის კუნძულმა დაიბრუნა თავისი ძველი სახელი.[1]

სტრატეგიული მნიშვნელობა

რედაქტირება

ბაქოს პორტიდან და კასპიის სანაპიროდან, 5 კმ-ის მანძილზე მდებარე ბოიუქ ზირას კუნძული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილების ქვეშ იმყოფება. კუნძული ქვიანია.[2] 2008 წლის იანვარში, სოკარმა დაასრულა 17 კმ სიგრძის და 12-14 მეტრის სიღრმის მქონე, ღრმა წყლის ხაზის მშენებლობა, რომელიც დაბა ლიოქბათანიდან ბოიუქ ზირამდეა.[3]

კუნძულის შუქურა, 1884 წლის 11 დეკემბერს დაიწყო ფუნქციონირება. შუქურა, კუნძულის სამხრეთ ნაწილში აშენდა და შედეგად, საშუალება მიეცა გემებს, ღამით შესულიყვნენ ბაქოს ყურეში. შუქურა სამმეტრიანი ქვის საცხოვრებელია, სადაც კოშკის სახურავზე დამონტაჟებულია ნათურა. თავიდან ნავთობის ნათურა და შემდეგ გაზზე მომუშავე ნათურა, ხოლო ნათურა მე-4 ხარისხის ნათელი ოპტიკური აპარატი, რომელიც სპეციალურად შვედეთში იყო წარმოებული.

1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყების გამო, საბჭოთა სამხედრო სარდლობის ბრძანებით, შუქურის შენობა ააფეთქეს. გერმანიის საჰაერო რეიდებისგან ბაქოს დასაცავად, კუნძულზე შეიარაღებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები განთავსდა, რადგან შუქურის შენობა გერმანული ავიაციისთვის პოტენციური გზამკვლევი იყო. შუქურა 1958 წელს აღდგა და კვლავ ფუნქციონირებს. ოპტიკურ-სანავიგაციო სისტემით აღჭურვილი, 18 მეტრის ქვის კოშკი, კუნძულის ამაღლებულ შუა ნაწილში აშენდა. მეთვალყურეობა ხორციელდება მონიტორინგის მეთოდით, სადაც პერსონალი ყოველ ორ კვირაში იცვლება. შუქურის სინათლე ბაქოდან 20-30 კილომეტრითაა დაშორებული. შუქურას ენერგიას მზის ბატარეები აძლევს, რომელიც 7 დღიან ენერგიით ამარაგებს, ასევ ფუნქციონირებს დიზელის გენერატორი.[4]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დროს, ნარგინის კუნძულზე აზერბაიჯანისა და თურქეთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი, ისევე როგორც სამოქალაქო პირი, რომლებიც 1914-1915 წლებში თურქეთში დააკავეს, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ანატოლიის ოკუპაციის დროს, კუნძულზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ტყვეები დაიღუპნენ შიმშილით, გველის კბენით, ციხის დარაჯების მხრიდან მკვლელობებითა და წამებით. თურქეთის მინისტრთა კაბინეტის გამგესა და მრჩეველის, ჰასან ჯუნეით ზაფსუს განცხადებით, მისი ბაბუა აბდურაჰიმ რაჰმი ზაფსუ, ნარგინის კუნძულზე პატიმრობაში იყო, საიდანაც მედდის დახმარებით გაიქცა. ვეჩიჰი ჰურკუში — თურქმა პილოტმა, კუნძულიდან ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გაიქცა, ხოლო მისთვის მიძღვნილი ფილმი თურქეთში უნდა გადაეღოთ.[5]

დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს თურქი ჯარისკაცების ტყვეობას XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბრძანებით გადაიღეს. იმ წლების საარქივო დოკუმენტები და სცენები, ასევე თურქეთის ჯარის 11 თურქი ჯარისკაცის მოგონებები, რომლებიც ნარგინის კუნძულის ბანაკებში იმყოფებოდნენ და სამშობლოში ცოცხლად დაბრუნდნენ, გამოიყენეს ფილმში სახელად „ჯოჯოხეთის ნარგინის კუნძული“. ბოლო წლებში, ნარგინის კუნძულზე დაღუპული თურქი ჯარისკაცების ძეგლის აღმართვას ხშირად სთავაზობს, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დეპუტატი თურხან ჩომეზი და სხვები.[6][7]

რეპრესიების მსხვერპლნი

რედაქტირება

ნარგინის კუნძული, სტალინის ეპოქის რეპრესიების დროს, აზერბაიჯანული გულაგი ეწოდა. კუნძული, სტალინ-ბერიას ტერორის მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილი გახდა, რომლებსაც ბარჟებით მოჰყავდათ. კუნძულზე, კომუნისტური „ტრიო“ სასამართლოების მიერ, ათობით ადამიანი დახვრიტეს, მოწმეებისგან შორს. ხანდახან, ხალხით სავსე ბარჟებს ჩაძირავდნენ, რათა საბრძოლო მასალა შეენახათ. აკვალანგისტების ცნობით, წყლის ქვეშ ჯერ კიდევ რჩება ხალხი, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიერ აწამეს და ჯაჭვებით წყალქვეშ დააბეს.

უახლესი ისტორია

რედაქტირება

რამდენიმე წლის წინათ, შეიქმნა გეგმა ბოიუქ ზირის კუნძულის ნახშირბადისგან ნეიტრალური ეკო-კურორტად და რეკრეაციულ ცენტრად გარდაქცევის, რომელიც აზერბაიჯანის შვიდი ყველაზე ცნობილი მწვერვალის მიხედვით.[8] პროექტის ღირებულება, რომელიც ცნობილია როგორც „ოცნების კუნძული“, დანიური კომპანიის Bjarke Ingels Group (BIG) მიერ დაპროექტებული, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იქნებოდა.[9] მაგრამ 2015 წლისთვის, პროექტის განხორციელების ნიშნები არ არის.

პანორამა

რედაქტირება
ბოიუქ ზირას პანორამული ხედი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Острова Апшеронского полуострова“.
  2. „Азербайджан: На Острове Минобороны На Каспии Планируется Построить Курорт Стоимостью В Миллиарды Долларов“. Eurasianet.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.
  3. „ГНКАР провела на остров Наргин водопровод“. 1news.az.
  4. „Маяки Апшерона“.
  5. „Фешенебельный курорт на расстрельном острове – история учит тому, что ничему не учит“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-06.
  6. „На каспийском острове Беюк Зиря, он же бывший Наргин, будет построен фешенебельный город-курорт“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-07.
  7. „ОСТРОВ НАРГИН: РАЙ или МУЗЕЙ?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-06.
  8. Project brochure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-04-22.
  9. „Остров Наргин станет "островом мечты". aze.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04.