ბაქოს ყურე
ბაქოს ყურე (აზერ. Bakı körfəzi) — ბუნებრივი ნავსადგური ბაქოს პორტში, კასპიის ზღვის დასავლეთით, აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე.[1]
აღწერა
რედაქტირებაბაქოს ყურის სანაპირო ხაზის სიგრძე 20 კმ, ხოლო ფართობი 50 კმ²-ია. ყურეს აღმოსავლეთით სულთნის კონცხი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით შიხის კონცხი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულები: დაშ-ზირა და ბოიუქ-ზირა. კუნძულების ბაქოს არქიპელაგის ნაწილია. ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე ყურე იდეალური ადგილია ნავსადგურისთვის. სანაპიროს გასწვრივ ბაქოს ბულვარი მდებარეობს. ქარიშხლის დროს ტალღების სიმაღლემ ყურეში შეიძლება 1-5 მეტრს მიაღწიოს.
ისტორია
რედაქტირებაა.წ. I საუკუნიდან VII საუკუნემდე ბაქოს ყურე დამშრალი იყო და კუნძულები ერთიან ხმელეთს წარმოადგენდა. პტოლემაიოსის რუკაზე ბაქო ზღვიდან მოშორებითაა გამოსახული. VII საუკუნის შემდეგ კასპიის ზღვის წყლის დონემ აიწია. ეს პროცესი IX საუკუნემდე გაგრძელდა და საბოლოოდ ბაქოს ყურე წარმოიქმნა.[2] VIII საუკუნის ბოლოს რამდენიმე ცვლილება მოხდა, კასპიის ზღვამ 10 მეტრზე მეტად აიწია. 1306 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შემდეგ კუნძულზე მდებარე საბაილის ციხე დაიტბორა და რამდენიმე საუკუნის მანძილზე წყლის ქვეშ იყო მოქცეული. XVIII საუკუნიდან კასპიის ზღვის დონემ დაიწია და კუნძულის ზედაპირი კვლავ წყლის ზემოთ აღმოჩნდა.[3] XIV საუკუნის იტალიელი გეოგრაფი, მარიო სანუტო აღნიშნავს: „კასპიის ზღვის დონე ყოველწლიურად მატულოობს და ქალაქთა უმრავლესობა იტბორება“. გეოგრაფ აბდ არ-რაშიდ ალ-ბაქუვის თქმით, 1403 წელს კასპიის ზღამ ბაქოს ნაწილი დატბორა და წყლის დონემ მეჩეთამდე მიაღწია.
ეკოლოგიური მდგომარეობა
რედაქტირებააზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, ბაქოს ყურის დაბინძურების რამდენიმე მიზეზი არსებობს. სანაპიროს გასწვრივ ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო ნივთების მწარმოებელი ობეიქტები არსებობს, ასევე გემებით საქონლის გადატანისას ნავთობი და ბუნებრივი აირი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მთავარი ფაქტორებია. 1996 წლიდან ბაქოს ყურის სიღრმის შემსწავლელი სამუშაოები, შემდეგ კი ლითონის კონსტრუქციებისა და ჩაძირული გემების წყლიდან ამოტანა დაიწყო. 2007-2009 წლებში ყურის ჩაიძურილი გემებისგან, ლითონის კონსტრუქციებისგან, ჰიდროტექნიკური კონსტრუქციებისგან და მილსადენებისგან გაწმენდის ფართო სამუშაოები განახლდა. ზღვიდან 4500 ტონa ჯართი და 412 ტონა ხე ამოიღეს.[4][5]
პორტები და ხიდები
რედაქტირებასავაჭრო პორტი ბაქოს ყურის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროზეა გადაჭიმული. პორტში ყველა სამუშაო მექანიზებულია. ყურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საბორნე ქვავებისთვის პორტია. ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ხიდის აგება ლოკბატანიდან ზიხის მაგისტრალამდე. შიხიდან ზიგამდე გადებული ხიდის სიგრძე 14.5 კმ-ია.[6][7]
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაბაქოს ყურეში მდებარეობს დატბორილი ქალაქი საბაილი. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სალათს სახელი ბაქოს ყურის მიხედვით ეწოდა.[8]
გალერეა
რედაქტირება-
იახტ-კლუბი
-
ბაქოს პორტი
-
ყურის ხედი ბაქოს გარეუბნიდან
-
ყურის ხედი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bay of Baku. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
- ↑ „Изменения уровня Каспийского моря“.
- ↑ „Stone-bound tales of a sunken city“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2010. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
- ↑ „Бакинская бухта очищается от металлолома“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2019-10-27.
- ↑ „Затонувшие корабли: когда будет очищена бакинская бухта?“. Day.az.
- ↑ „Баку - столица Азербайджана“.
- ↑ „Строительство-эксплуатация-передача“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-14. ციტირების თარიღი: 2019-10-27.
- ↑ „Салат Бакинская бухта“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-12.