ბოზონი, ბოზე-ნაწილაკი — ნულოვანი ან მთელრიცხვა სპინის მქონე ნაწილაკი. სახელი ეწოდა შ. ბოზეს პატივსაცემად.

ბოზონი ემორჩილება ბოზე-აინშტაინის სტატისტიკას (აქედან წარმოსდგა ნაწილაკის სახელწოდება). ბოზონს მიეკუთვნება ზოგი ბირთვი, ატომი, მოლეკულა, ელემენტარული ნაწილაკებიდანფოტონი, პიონი, კაონი. რამდენიმე ნაწილაკისაგან შედგენილი სისტემა ბოზონია, თუ მასში შემავალი ფერმიონების რიცხვი ლუწია. ამიტომ ბოზონია ის ბირთვი, რომლის მასური რიცხვი A ლუწია. ატომი მიეკუთვნება ბოზონს, თუ A+Z (Z რიგითი ნომერია) ლუწია, მაგალითად ატომი . ბოზონია აგრეთვე კრისტალური მესრის სითბური რხევების კვანტი — ფონონი და ფერომაგნიტური სპინური ტალღების კვანტი — მაგნონი.

ლიტერატურა

რედაქტირება