ბოზონი
(გადამისამართდა გვერდიდან ბოზონები)
ბოზონი, ბოზე-ნაწილაკი — ნულოვანი ან მთელრიცხვა სპინის მქონე ნაწილაკი. სახელი ეწოდა შ. ბოზეს პატივსაცემად.
ბოზონი ემორჩილება ბოზე-აინშტაინის სტატისტიკას (აქედან წარმოსდგა ნაწილაკის სახელწოდება). ბოზონს მიეკუთვნება ზოგი ბირთვი, ატომი, მოლეკულა, ელემენტარული ნაწილაკებიდან — ფოტონი, პიონი, კაონი. რამდენიმე ნაწილაკისაგან შედგენილი სისტემა ბოზონია, თუ მასში შემავალი ფერმიონების რიცხვი ლუწია. ამიტომ ბოზონია ის ბირთვი, რომლის მასური რიცხვი A ლუწია. ატომი მიეკუთვნება ბოზონს, თუ A+Z (Z რიგითი ნომერია) ლუწია, მაგალითად ატომი . ბოზონია აგრეთვე კრისტალური მესრის სითბური რხევების კვანტი — ფონონი და ფერომაგნიტური სპინური ტალღების კვანტი — მაგნონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 444.