ბობროვიჩსკოეს ტბა
ბობროვიჩსკოეს ტბა[1] (ბელარ. Бабровіцкае возера) — ტბა ბელარუსში, ბრესტის ოლქის ივაცევიჩის რაიონში. ტბასთან ახლო მდებარეობს სოფელი ბობროვიჩი, ქალაქი ივაცევიჩი ტბიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.
ბობროვიჩსკოე | |
---|---|
Бабровіцкае возера | |
კოორდინატები: 52°37′49″ ჩ. გ. 25°46′55″ ა. გ. / 52.63028° ჩ. გ. 25.78194° ა. გ. | |
მდებარეობა | ბელარუსი |
ტერიტორიული ერთეული | ბრესტის ოლქი |
სიგრძე | 4,9 კმ |
სიგანე | 3,3 კმ |
ფართობი | 9,47 კმ² |
მოცულობა | 0,025 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 14,4 კმ |
საშუალო სიღრმე | 2,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 8 მ |
გამჭვირვალობა | 0,4 მ |
ტბის ფართობია 9,47 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 14,4 კმ, მაქსიმალური სიღრმე — 8 მ, საშუალო — 2,5 მ. ძირითადი ნაწილი 2–4 მ სიღრმისაა. სანაპირო დაბალია, ტორფიანი, გაზრდილია ბუჩქნარი. წყალსაკრების ტერიტორია ბრტყელი დაბლობია, სანახევროდ დაფარულია ტყით და ბუჩქნარით, სანახევროდ — ჭაობითა და დაჭაობებული ტერიტორიებით. არხით დაკავშირებულია მდინარე გრივდასთან.
ტბა მდიდარია თევზით (კარჩხანა, კობრი, სქელშუბლა, კაპარჭინა, წერი, ნაფოტა, ქორჭილა). 1970-იან წლებში აქ მოიპოვებდნენ ვერცხლისფერ კარჩხანას, თეთრ კობრს, თეთრ ამურს და ბრტყელშუბლებს. ფიტოპლანქტონი წარმოდგენილია 89 სახეობის წყალმცენარით (უმთავრესად მწვანე წყალმცენარეები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები).[2][3]
ვიგონოვსკოესთან და მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, ბობროვიჩსკოეს ტბა შედის ვიგონოშანსკოეს აღკვეთილის შემადგენლობაში, ფართობი — 43 ათ. ჰექტარი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 517.
- ↑ Озера Белоруссии. О. Ф. Якушко и др. — Мн.: Ураджай, 1988. — 216 с.
- ↑ Блакітная кніга Беларусі. — Мн.:БелЭн, 1994.
- ↑ Заказник республиканского значения «Выгонощанское». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-21. ციტირების თარიღი: 2010-05-21.