თეთრი ამური (ლათ. Ctenopharyngodon idella) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ამურის აუზსა და ჩინეთის მდინარეებში. 122 სმ-მდე სიგრძის წაგრძელებული სხეული აქვს და 32 კგ-მდე იწონის. დაფარულია სქელი ქერცლით. სწრაფად იზრდება. ყრის 1 მლნ-მდე კვერცხს. იკვებება უმთავრესად წყლის უმაღლესი მცენარეებით. მოზარდს ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად იყენებენ. აკლიმატიზებულია საქართველოს მრავალ ტბასა და ტბორში (მ. შ. კუმისის ტბაში).

თეთრი ამური

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ctenopharyngodon idella
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 61295

ლიტერატურა

რედაქტირება