ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბლუ კანტრელი (ინგლ. Blu Cantrell; დ. 6 მარტი, 1976, პროვიდენსი, როდ-აილენდი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის მომღერალი.

ბლუ კანტრელი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1976 (1976-03-16) (48 წლის)
დაბ. ადგილი პროვიდენსი
წარმოშობა პროვიდენსი, როდ-აილენდი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1999 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Arista
საიტი blucantrell.me
ბლუ კანტრელი ვიკისაწყობში

კანტრელმა პოპულარობა მოიპოვა 2001 წელს. მან გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Hit'Em Up Style (Oops!)", რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილზე გავიდა და მეინსტრიმ-ტოპ-40 ჩარტის სათავეში მოხვდა. კომპოზიციამ მიიღო გრემის ნომინაცია. იმავე წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „So Blu“ . 2003 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი Bittersweet, რომელიც ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე. კანტრელმა ალბომიდან გამოუშვა სინგლი „Breathe", რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა მუსიკოსს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კანტრელი დაიბადა პროვიდენსში, როდ-აილენდი. დედა მსახიობი და ჯაზ-ვოკალისტი იყო.[1] მუსიკოსის თქმით, მას აქვს აფრო-ამერიკელი, გერმანული და იტალიური გენები.[2] კანტრელის მშობლები დაშორდნენ მისი მცირეწლოვნების დროს. დედამ ის და მისი და-ძმები მარტომ გაზარდა.

1990-იანი წლების ბოლოს კანტრელი გახდა შონ კომბსის ბექ ვოკალისტი. 1999 წელს გახდა გოგონათა ჯგუფის 8th Avenue წევრი. ჯგუფმა ჩაწერა რამდენიმე სიმღერა და ასევე გამოუშვა კომპოზიციაა Blackstreet-თან ერთად მათი 1999 წლის ალბომისთვის. ამის შემდეგ მალევე ჯგუფი დაიშალა.

ამავე პერიოდში აშერმა კანტრელს გააცნო მუსიკალური პროდიუსერი ტრიკი სტიუარტი, Red Zone Entertainment-ის ხელმძღვანელი. სტიუარტს თავდაპირველად სურდა, რომ კანტრელი გამხდარიყო მისი გოგონების ჯგუფის (სახელწოდებით 321) წევრი. მიუხედავად ამისა, კანტრელმა სოლო კარიერაზე კონცენტრირება არჩია და სტიუარტის რჩევით ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Arista Records.

Arista-თან ხელმოწერის შემდეგ კანტრელმა დაიწყო სადებიუტო ნამუშევარზე მუშაობა დალას ოსტინთან, ტრიკი სტიუარტთან, ჯიმი ჯემსა და ტერი ლუისთან ერთად.[3] 2001 წლის ივლისში გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „So Blu“. ჩანაწერმა კრიტიკოსებისგან მიიღო კარგი შეფასებები და მოიპოვა კომერციული წარმატება, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკაში. ალბომი ბილბორდ 200-ში მერვე ადგილზე გავიდა და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციისგან (RIAA). ალბომის მთავარი სინგლი „Hit 'Em Up Style (Oops!)" მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჩარტში, მათ შორის ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და ნიდერლანდებში, ასევე დაიკავა მეორე ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში. კომპოზიციამ მიიღო გრემის ნომინაციები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულება და საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა. ასევე მუსიკოსმა დაიმსახურა ამერიკის მუსიკალური ჯილდოს ნომინაცია საყვარელი ახალი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებლის კატეგორიაში.

 
კანტრელი 2008 წელს

2003 წელს კანტრელმა გამოუშვა თავისი მეორე ალბომი Bittersweet. ალბომზე იმუშავა შემდეგ მუსიკოსებთან ერთად: კევინ "She'kspere" Briggs, Mike City, Soulshock & Karlin და შეპ კროუფორდი. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის კატეგორიაში.[4] მიუხედავად ამისა, ალბომს დიდი კომერციული წარმატება არ ხვდა წილად აშშ-ში. ის ბილბორდ 200-ში 37-ე ადგილზე გავიდა. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა სინგლი „Breathe", რამაც ერთმნიშვნელოვნად გაზარდა კანტრელის პოპულარობა. კომპოზიცია რამდენიმე ქვეყნის ჩარტების სათავეში მოხვდა.[5]

2005 წელს BMG-ისა და Sony Music Entertainment-ის გაერთიანების შემდეგ მუსიკოსის ლეიბლმა შეიცვალა სახელი და გახდა RCA Music Group.[6] ამ დროს მუსიკოსს უკვე დადებული ჰქონდა ახალი კონტრაქტი ლეიბლთან, თუმცა მან კომპანიის დატოვება და მუსიკის დამოუკიდებლად გამოშვება გადაწყვიტა.[7] ლეიბლის დატოვების შემდეგ დაიწყო დამოუკიდებლად ტურნეების ჩატარება. კანტრელმა ითამაშა ლიზარაიესა და კენია მურთან ერთად მუსიკალურ სპექტაკლში Gossip, Lies and Secrets. წარმოდგენა გაგრძელდა 2007 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე. მომდევნო წელს მუსიკოსი გამოჩნდა NBC-ის შოუში Celebrity Circus.

2013 წელს კანტრელმა დაადასტურა, რომ მუშაობდა მესამე სტუდიურ ალბომზე. 2016 წლის დეკემბერში მან ჟურნალ Fuse-ს განუცხადა, რომ ახალი ალბომი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში იყო და არ დაუსრულებია.[8] მიუხედავად ამისა, მუსიკოსს ალბომი ჯერ კიდევ არ გამოუშვია.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კანტრელი პოლიციამ დააკავა ფსიქოლოგიური არამდგრადობის გამო 2014 წლის 3 სექტემბერს. თვითმხილველთა ცნობით, მუსიკოსი დარბოდა სანტა მონიკას ქუჩებში დაახლოებით ღამის 2 საათზე და ყვიროდა, რომ ვიღაცამ ის „გაზით მოწამლა“. ის გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში.[9]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • So Blu (2001)
  • Bittersweet (2003)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Blu Cantrell Video | Celebrity Interview and Paparazzi. Ovguide.com. ციტირების თარიღი: April 9, 2012
  2. Collins, Hattie (September 27, 2003). „Breathless confessions“. The Guardian. ციტირების თარიღი: February 14, 2013.
  3. Interview: Blu Cantrell – Real Knowledge, Real Emotion, Real Talent Straight To Your Ear & Heart. YouKnowIGotSoul.com (September 19, 2012). ციტირების თარიღი: August 9, 2018
  4. Susman, Gary (December 4, 2003). „Here are the Grammy nominations“. Entertainment Weekly (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 10, 2018.
  5. Official Charts Flashback 2003: Blu Cantrell – Breathe. officialcharts.com. ციტირების თარიღი: August 10, 2018
  6. Atlantic Records Group. Warner Music Group (August 22, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2015. ციტირების თარიღი: May 11, 2015
  7. Interview: Blu Cantrell – Real Knowledge, Real Emotion, Real Talent Straight To Your Ear & Heart. YouKnowIGotSoul.com (September 19, 2012). ციტირების თარიღი: August 9, 2018
  8. Then & Now: Blu Cantrell on 'Hit 'Em Up Style (Oops!)' & Recording a New Album. ციტირების თარიღი: December 5, 2017
  9. Blu Cantrell Hospitalized for Mental Evaluation. BET (September 4, 2014). ციტირების თარიღი: September 3, 2016
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბლუ_კანტრელი“-დან