ბეატრის ანიკა მილერი (ინგლ. Beatrice Annika Miller; დ. 7 თებერვალი, 1999, მეიპლვუდი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. კარიერის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Hollywood Records-თან. სადებიუტო EP „Young Blood“ გამოვიდა 2014 წელს, ხოლო სადებიუტო ალბომი Not an Apology გამოვიდა 2015 წლის 24 ივლისს. 2016 წელს გამოვიდა სინგლი „Yes Girl". 2017 წელს მილერმა გამოუშვა სამი EP: Chapter One: Blue, Chapter Two: Red და Chapter Three: Yellow. მუსიკოსმა 2018 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი, Aurora.

ბი მილერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბეატრის ანიკა მილერი
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1999 (1999-02-07) (25 წლის)
დაბ. ადგილი Maplewood
წარმოშობა მეიპლვუდი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2008 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი beamiller.com
ბი მილერი ვიკისაწყობში

2018 წელს NOTD-თან ერთად გამოუშვა სინგლი „I Wanna Know". ნამუშევარი ტოპ 20-ში გავიდა ავსტრალიაში, ბელგიასა და ნორვეგიაში. 2019 წელს გამოვიდა სინგლები „It's Not U It's Me", „Feel Something", „Feels Like Home" და „Never Gonna Like You". მან კონტრაქტი გააფორმა Olliebear Records-სა და Create Music Group-თან 2019 წლის ნოემბერში და გამოუშვა სინგლი „That Bitch".

2020 წლის ოქტომბერში Hollywood Records-ის ეგიდით გამოუშვა სინგლი „Wisdom Teeth". მუსიკოსის ახალი სინგლი EP „Elated!“ გამოვიდა იმავე წლის 23 ოქტომბერს.

კარიერა რედაქტირება

მილერმა მონაწილეობა მიიღო The X Factor-ის მეორე სეზონში და გავიდა მეცხრე ადგილზე. მან მალევე ხელი მოაწერა Syco Music-სა და Hollywood Records-თან. 2014 წელს გამოუშვა კომპოზიცია „Open Your Eyes“. იმავე წელს YouTube-ზე ატვირთა ახალი ნამუშევარი „Rich Kids“.[2] აპრილში გამოუშვა „Enemy Fire“. სადებიუტო EP, „Young Blood", გამოვიდა 2014 წლის 22 აპრილს, ამავე სახელწოდების სინგლთან ერთად.[3][4] ნამუშევარი iTunes-ის პოპ ალბომების ჩარტში მე-2 ადგილზე გავიდა და ბილბორდ 200-ში 64-ე ადგილი დაიკავა. მალევე მილერმა დემი ლოვატოსთან ერთად გამართა ტურნე.[5]

2014 წლის დეკემბერში შეასრულა კომპოზიცია „Young Blood" NBC-ის Today-ის შოუში. 2015 წელს მილერი Radio Disney-ს მიერ დასახელდა საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Not an Apology გამოვიდა 2015 წლის 24 ივლისს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მე-7 ადგილზე გავიდა. 2015 წელს გამართა ტურნე Fifth Harmony-სთან ერთად.[6]

მილერმა გამოუშვა ახალი სინგლი „Yes Girl" 2016 წლის 20 მაისს. 2017 წლის 24 თებერვალს გამოუშვა სამი EP: Chapter One: Blue, Chapter Two: Red და Chapter Three: Yellow. მოგვიანებით The Late Late Show-ში შეასრულა სიმღერა „Song Like You“. Chapter Two: Red გამოვიდა 2017 წლის 2 ივნისს, რასაც მოჰყვა მესამე და ბოლო EP, Chapter Three: Yellow, 2017 წლის 6 ოქტომბერს.[7][8] 2017 წლის აგვისტოში მილერმა გამოუშვა კომპოზიცია „Brand New Eyes" ფილმისთვის „საოცრება“.

მეორე სტუდიური ალბომი, Aurora, გამოვიდა 2018 წლის 23 თებერვალს. მასში შევიდა ნამუშევრები მუსიკოსის წინა სამი EP-დან.[9] წამყვანი სინგლის „S.L.U.T.“ გამოცემის შემდეგ მან 2018 წლის 12 თებერვალს სიმღერა შეასრულა MTV-ის გადაცემაში TRL. 2018 წლის მარტში NOTD-თან ერთად გამოუშვა სინგლი „I Wanna Know“. ნამუშევარმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი აშშ-ში ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. კომპოზიციამ ასევე დაიმსახურა პლატინის სერტიფიკატები სხვადასხვა ქვეყანაში.

2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა დააანონსა ტურნე „Nice To Meet U Tour“. 1 მარტს გამოუშვა თავისი მომავალი მესამე სტუდიური ალბომის მთავარი სინგლი „It's Not U It's Me“. ამის შემდეგ გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი „Feel Something“.[10] 2019 წლის აგვისტოში გამოუშვა კომპოზიცია „Feels Like Home“. კიდევ ერთი სინგლი „That Bitch" გამოვიდა 2019 წლის ნოემბერში.[11]

2020 წლის სექტემბერში გამოუშვა კომპილაციური EP-ების სერია: Quarantine, Sad Boy Hours და Lust. 2020 წლის 7 ოქტომბერს მილერმა დააანონსა სინგლი „Wisdom Teeth“. ნამუშევარი გამოვიდა 9 ოქტომბერს და გახდა მუსიკოსის ახალი EP-ის, Elated!-ის წამყვანი სინგლი, რომელიც გამოვიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს.[12] 2023 წლის 13 იანვარს მილერმა ლეიბლის გარეშე გამოუშვა სინგლი „Lonely Bitch“. ამ დროს მან შექმნა საკუთარი ლეიბლი Gauche Records. ხმისჩამწერი ლეიბლი შეიქმნა ADA-სთან პარტნიორობით, რომელიც ეკუთვნის Warner Music Group-ს.[13]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Major, Michael. (January 13, 2023) Bea Miller Returns With New Single 'lonely bitch'. ციტირების თარიღი: February 3, 2023
  2. Bea Miller Kicks Off a Month of Surprises with "Rich Kids" Teaser. Fanlala.com. ციტირების თარიღი: April 30, 2014
  3. Twitter/BeaMiller: my EP comes out on iTunes April 22nd. Twitter.com (April 12, 2014). ციტირების თარიღი: April 30, 2014
  4. Bea Miller – Tijdlijnfoto's. Facebook. ციტირების თარიღი: April 30, 2014
  5. Mike Wass. (September 17, 2014) Disney Divas Unite! Bea Miller Is Joining Demi Lovato On Tour. Idolator. ციტირების თარიღი: August 27, 2016
  6. Fifth Harmony Announce Summer 'Reflection' Tour: Get All The Details!. MTV (April 25, 2015). ციტირების თარიღი: August 27, 2016
  7. Chapter Two: Red – Single by Bea Miller on Apple Music. iTunes, Apple Music (June 2, 2017). ციტირების თარიღი: June 18, 2017
  8. Bea Miller Shines on Newly Released 'Song Like You,' Breaks Down 'Chapter One: Blue' Collection. Billboard (February 24, 2017). ციტირების თარიღი: February 25, 2017
  9. Keaton Bell. (February 23, 2018) Bea Miller's Talks Her Sophomore Album "Aurora," Gun Control, and Slut Shaming. Teen Vogue. ციტირების თარიღი: February 26, 2018
  10. Bea Miller. ციტირების თარიღი: June 19, 2019[მუდმივი მკვდარი ბმული]
  11. That Bitch – Single by Bea Miller (November 2019). ციტირების თარიღი: November 1, 2019
  12. "thursday 9pm pt / midnight et" en. ციტირების თარიღი: October 7, 2020
  13. Vigil, Dom. (January 13, 2023) Bea Miller Drops New Single, "lonely bitch". ციტირების თარიღი: February 3, 2023