ბიღა
ბიღა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ქვაციხის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა მდგენელი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, ჭიათურიდან 23 კილომეტრი, ქუთაისიდან (თერჯოლის გავლით) — 50 კმ., თბილისიდან — 202 კმ.
სოფელი | |
---|---|
ბიღა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°16′33″ ჩ. გ. 43°07′20″ ა. გ. / 42.27583° ჩ. გ. 43.12222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
მოსახლეობა | 367[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 603 | 308 | 295 |
2014[1] | 367 | 190 | 177 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაბიღას ტერიტორიაზე არის წმ. გიორგის ეკლესია და მცირე ეკლესიის ნანგრევები სოფლის სასაფლაოზე. ასევე აქვეა საელიოს სალოცავი, სადაც მოსახლეობა 2 აგვისტოს აღნიშნავს ელიაობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 444.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 16
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II