ბირთვული ზამთარი — გლობალური კლიმატის გამაცივებელი ეფექტი, ან ანტისათბურის ეფექტი, რომელიც წარომოადგენს ჰიპოტეზას.[1][2] მისი მოხდენის მთავარი მიზეზი ბირთვული ომი იქნება.[3] ჰიპოთეზა ემყარება იმ ფაქტს, რომ ბირთვულ იარაღს შეუძლია გამოიწვიოს ჭვარტლის გავრცელება სტრატოსფეროში, სადაც იგი მზის სხივებს დაბლოკავს და საშუალებას არ მისცემს მათ, რომ დედამიწის ზედაპირზე მოხვდნენ. ვარაუდობენ, რომ შედეგად მიღებული ეფექტი გამოიწვევს მოსავლის განადგურებასა და შიმშილს.[4][5]

ბირთვული ბომბი ბიჭუნა, რომელიც ამერიკელებმა ჩამოაგდეს ჰიროსიმაში.

პროცესის შემდეგ საფეხურზე, როდესაც ბირთვული ბომბის აფეთქება წარმოქმნის ღრუბელს და ეს ფენა ხელს შეუშლის მზის სხივების მოხვედრას დედამიწაზე, ეს გამოიწვევს ისეთი არსებების სიკვდილს, რომლებიც ასრულებენ ფოტოსინთეზს. მცენარეები დაბალ საფეხურზე დგანან კვების ჯაჭვში, რაც ასევე გამოიწვევს სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიკვდილს, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან, ხოლო ეს დაარღვევს მთელ კვებით ჯაჭვს. შემდგომში ორგანიზმთა დიდი ნაწილი სავარაუდოდ, დაიღუპებოდა ატმოსფეროში არასაკმარისი ჟანგბადის გამო, რომელსაც მცენარეები ვეღარ წამოქმნიდნენ.

შედეგები

რედაქტირება
 
დიაგრამა, რომელიც CIA–მ მიიღო იტალიის ბირთვული ომის საერთაშორისო სემინარის შესახებ 1984 წელს. იგი ასახავს 1983 წლიდან ატომური ზამთრის შესახებ საბჭოთა კავშირის 3D კომპიუტერული მოდელის კვლევებს, რომელიც პირველი 3D ბირთვული ზამთრის მოდელი იყო.[6]

2006 წლის დეკემბერში ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მცირე მასშტაბის, ბირთვული ომიც კი შეიძლება გლობალური კლიმატისთვის ერთი ათეული წლით შემაფერხებელი აღმოჩნდეს. „რეგიონალური ბირთვული კონფლიქტის სცენარში“, აღწერილი იყო სუბტროპიკებში მყოფი ორი მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელთაგანაც თითოეული იყენებდა ჰიროსიმაში ჩამოგდებული ზომის 50 ბირთვულ ბომბს (თითოეული დაახლოებით 15 კილოტონას), მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რამდენ მილიონ ტონა ჭვარტლს გამოათავისუფლებდა ეს მცირე მასშტაბური ომი და რა შედეგს მოიტანდა. გაცივება რამდენიმე გრადუსით ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიის დიდ ტერიტორიებზე, გამოიწვევდა მათ შორის მარცვლეულის მზარდი კულტურის შეფერხებას რეგიონების უმეტეს ნაწილებში. ეს გაცივება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და კვლევის თანახმად, შესაძლოა „კატასტროფული“ ყოფილიყო დედამიწისთვის.[7][8]

ოზონის შემცირება

რედაქტირება

ბირთვული აფეთქებები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდებს. ამის შემდეგ ოქსიდები ჰაერში მაღლა გადაინაცვლებენ, თერმული კონვექციის საშუალებით. სტრატოსფეროში მოხვედრის შემდეგ, ისინი შეძლებენ კატალიზურად დაშალონ ატმოსფეროს ამ ნაწილში არსებული ოზონის მოლეკულები. ოზონის დაშლა კი საშუალებას მისცემს მზისგან წამოსულ მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას გასცდნენ ამ ბარიერს და დიდი ინტენსივობით მიწამდე მიაღწიონ.[9] მაიკლ ჯ. მილსის მიერ 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოცემაში, დაადგინა, რომ პაკისტანისა და ინდოეთის ბირთვული იარაღის გამოყენებამ, შეიძლება შექმნას თითქმის გლობალური დონის ოზონის ხვრელი, რაც გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს. და გარემოს დიდ ზიანის მიყენება მინიმუმ ათი წლის განმავლობაში.[10]

ბირთვული ზაფხული

რედაქტირება

„ბირთვული ზაფხული“ არის ჰიპოთეზა, რომლის დროსაც ატმოსფეროში არსებული ღრუბელისგან გამოწვეული ბირთვული ზამთარი, მზის სხივებს ხელს შეუშლის დაბალ დონემდე ან ზედაპირზე მოხვედრაში,[11] ნახშირორჟანგის გამო დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება სათბურის ეფექტი. გამოთავისუფლდება მეთანი, რომელიც წარმოიქმნება ორგანული ნივთიერებების დაშლისგან და ცხედრებისგან, რომლებიც გაყინულები იქნებიან ბირთვული ზამთრის პერიოდში.[11][12] ჰიპოთეტური სცენარის თანახმად, 1-3 წლის განმავლობაში ღრუბლების უმეტესი ნაწილი გაქრება, შემდეგ კი გამაცივებელ ეფექტს გადაწონის გამათბობელი ეფექტი, რომელიც ზედაპირის ტემპერატურას სწრაფად გაზრდის რამდენიმე გრადუსით, რაც საკმარისია სიკვდილის გამოსაწვევად. ცხოვრების უმეტესობა, რომლებიც გადაურჩებიან სიცივეს, ისინი ვერ შეეგუებიან ტემპერატურის მკვეთრ მატებას, ჩეულებრივთან შედარებით. ოზონის შრე ეკვრის დედამიწას გარშემო და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს ორგანიზმებს, ხოლო ოზონის შემცირება გამოიწვევს გენეტიკურ დაზიანებებს ორგანიზმებში. ტემპერატურის მატების შემთხვევაში, ატმოსფეროში წყლის რაოდენობაც გაიზრდება, რაც გამოიწვევს ზედაპირის უფრო მეტად დათბობას, თუ მისი კონცენტრაცია საკმარისად მოიმატებს, ამან შეიძლება გამოათავისუფლოს ზღვის ფსკერზე არსებული მეთანი, რომელიც მანამდე დიდი წნევის ქვეშ იმყოფებოდა, გამოთავისუფლდება უზარმაზარი რაოდენობით მეთანი, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ტემპერატურის მატებას.

სხვა უფრო მარტივი ჰიპოთეტური ვერსიები, რომ ბირთვულმა ზამთარმა შესაძლოა გამოიწვიოს ბირთვული ზაფხული. ბირთვული იარაღის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გაანადგუროს შუა სტრატოსფეროში არსებული ოზონის შრე.[13]

„ბირთვული ზამთარი“, ან როგორც მას თავიდან ეძახდნენ, „ბირთვული წყვდიადი“, მეცნიერულ კონცეფციად განიხილეს 1980-იან წლებში, მას შემდეგ რაც გაირკვა, ძველი ჰიპოტეზების სისწორე, რომ თუნდაც აზოტის ოქსიდებსაც შეეძლოთ ოზონის შრისთვის დიდი ზიანის მიყენება. არსებობს უამრავი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბირთვული ზამთრის შემდეგ, თუმცა მისი ყველა კომპიუტერული მოდელირება აჩვენებს კლემატის ცვლილებებს. ნებისმიერი ტიპის კლიმატური ცვლილება ცოცხალ ორგანიზმთა გარკვეული ნაწილისთვის ყოველთვის მომაკვდინებელი იქნება, ეს იქნება ტემპერატურის პატება თუ პირიქით. ბირთვული ზამთრის მცირე მასშტაბის შემთხვევები ისტორიაში არსებობს, მაგალითად ჰიროსიმაში ამერიკის მიერ 1945 წელს ჩამოგდებული ბირთვული ბომბი, რომელმაც „მინი ბირთვული ზამთრის“ ეფექტი წარმოქმნა რეგიონში.[14][15]

მექანიზმი

რედაქტირება
 
პიროკუმულონიმბუსის ღრუბელი, ფოტო გადაღებულია კომერციული თვითმფრინავიდან, 10კმ-ის სიმაღლეზე, 2002 წელს.[16]

ბირთვული ზამთრის სცენარის თანახმად ვარაუდობენ, რომ ას ან მეტ ქალაქში ბირთვული აფეთქებებისგან გამოწვეული ხანძარი [17][18] დიდი რაოდენობით ჭვარტლსა და კვამლს აიტანს ზედა და ქვედა სტრატოსფეროს რეგიონში. ღრუბელი წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირიდან 10-15 კილომეტრის დაშორებით, სადაც კვამლი წლების განმავლობაში შეიძლება დარჩეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ჩამოირეცხება შავი წვიმების სახით. ტემპერატურა, იგივე იქნება ან უფრო ცივი ვიდრე ამ რეგიონის ზამთარის თვეებში იყო.

ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში ჭვარტლის სტაბილური ფენა, რომელიც წარმოქმნის საწინააღმდეგო სათბურის ეფექტს, სტივენ შნაიდერმა უწოდა „კვამლის სფერო“, თავის 1988 წლის სამეცნიერო ნაშრომში.[19][2][20]

რადგან ბირთვული აფეთქების ცეცხლგამჩენი ეფექტები არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ მახასიათებელს,[21] შესაძლებელია, რომ იგივე ხანძარისა და სასოფლო სამეურნეო ზიანის გამოწვევა, რაც 16 კილოტონიანმა ბირთვული ბომბმა გამოიწვია ჰიროსიმაში, ერთი B-29 ბომბდამშენის საშუალებითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო.[21][22][23]

ჭვარტლის გამოყოფას ატმოსფეროში გამოიწვევს სწრაფი წვა, ვინაიდან, როდესაც წვის რეაქცია ნელა მიმდინარეობს პროდუქტი ასწრებს ბოლომდე დაჟანგვას, ანუ დაწვას, ხოლო სწრაფი წვის პირობებში დაუწვავი ნახშირბადისგან წარმოიქმნება ნაწილაკები, რომლებიც კვამლს ჰაერში მიყვებიან, რაც აისახება ჭვარტლის ფერზე[24][25][26]

კლიმატის ინჟინერია

რედაქტირება

ბირთვული ზამთრის მოდელირებისას აუცილებელი არ არის შემდგომი კლიმატური ეფექტების გამოწვევა.[18][27] გლობალური დათბობის პროექციისთვის სწრაფი და იაფი გამოსავალი არის ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის დონის ორჯერ გაზრდა. სხვამხრივ გოგირდის ნაერთების სტრატოსფეროში მოხვედრა, ანუ ვულკანური ზამთრის ეფექტების მსგავსი, რადგან გოგირდის ნაერთებით გაჯერებული კვამლი იწვევს იმავე შედეგს, რასაც ბირთვული აფეთქების შემდგომ წარმოქმნილი ღრუბელი. მოდელირებაში მცირე მასშტაბის ბირთვული ზამთრის შესაქმნელად ასევე იყენებენ მტვრის ნაწილაკებს.[28][29] ბირთვული ზამთრის მოდელირების მიხედვით მზის სხივების ღრუბლით გადაფარვის შემდგომ, ტემპერატურა 1,25 °C-მდე დაეცემა, ხოლო ორი, სამი და ათი წლის შემდეგ ტემპერატურა კვლავ იქნება დაახლოებით 0,5 °C.[30]

პოტენციური პრეცედენტები

რედაქტირება

„ბირთვულ ზამთარს“ ექნება მსგავსი კლიმატური ეფექტები, რაც ისტორიულად მოჰყვებოდა ვულკანურ ამოფრქვევებს, რომლებმაც გოგირდის ნაერთების გავრცელება გამოიწვიეს სტარატოსფეროში. ვილკანის ამოვრქვევისგან გაჩენილი ღრუბლისგან გამოწვეულ შედეგებს უწოდებენ „ვულკანურ ზამთარს“.[31]აღნასნიშნავია ის ფაქტი, რომ დედამიწაზე ჟანგბდადის რაოდენობის შემცირება აქამდეც მომხდარა. ცარცული პერიოდი იყო მაღალი ატმოსფერული ჟანგბადის ხანა, მაშინდელი ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში მკვეთრად აღემატებოდა დღევანდელს.[32]

ოთხი ძირითადი, მეტწილად დამოუკიდებელი საფუძველი არსებობს, რომლებიც ბირთვული ზამთრის შემდგომ გამოწვეულ შედეგებს უპირისპირდებიან:[33] პირველ რიგში, გახდებოდნენ თუ არა ქალაქები ხანძრის მსხვერპლნი და, თუ ასეა, რამდენად დიდი ზიანი წარმოიქმნებოდა? მეორეც, ატმოსფეროში რადიაციული ღრუბლების ხანგრძლივობა: დარჩებოდა, თუ არა ცაში არსებული ჭვარტლი იმ დრომდე, სადამდეც ის პროგნოზირებული იქნებოდა, ან უფრო ადრე ხომ არ ჩამოირეცხებოდა შავი წვიმის სახით? მესამე, მოვლენების დრო: რამდენად რეალისტურია ის შედეგები, რომლებიც ასახულია და სადამდე გაგრძელდება გაცივება? და ბოლოს, დაბნელების ეფექტი: რამდენად დიდი დამაბნელებელი ეფექტი ექნება ღრუბლებს, რომლებიც მზის სხივებს არ გაატარებენ და საშუალებას არ მისცემენ მათ, რომ ზედაპირზე მოხვდნენ.[33]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Paul R. Ehrlich, Carl Sagan: Die nukleare Nacht. Die langfristigen klimatischen und biologischen Auswirkungen von Atomkriegen. Kiepenheuer und Witsch, Köln 1985, ISBN 3-462-01674-1.
  • Toon, O.B.; Robock, A.; Turco, R. (2008). «Environmental consequences of nuclear war». Physics Today 61 (12). pp.37-42.
  • El frío y las tinieblas, libro de Carl Sagan, Paul Ehlich y otros, Alianza Editorial, 1986, ISBN 8420695254, 9788420695259
  • EMP - Nuclear Winter. ISBN 978-1517382216.
  • Nuclear Winter: The Human and Environmental Consequences of Nuclear War. ISBN 978-0387960937.
  • The Cold and the Dark: The World After Nuclear War. ISBN 978-0393302417.
  • Nuclear War, Nuclear Winter. ISBN 978-0531104163.
  • Nuclear War: From Hiroshima to Nuclear Winter. ISBN 978-0894901065.
  • A Nuclear Winter's Tale: Science and Politics in the 1980s. ISBN 978-0262259309.
  • Моисеев Н. Н., Александров В. В., Тарко А. М. Человек и биосфера: Опыт систем. анализа и эксперименты с моделями / Н. Н. Моисеев, В. В. Александров, А. М. Тарко. — М.: Наука, 1985. — 271 с.
  • Н. Моисеев. Изучение биосферы с помощью машинных экспериментов. Оценка последствий ядерной войны // Экология человечества глазами математика: (Человек, природа и будущее цивилизации). — М.: Молодая гвардия, 1988. — С. 48—110. — 254 с. — (Эврика). — 155 000 экз. — ISBN 5235000617.
  • Александров Г. А., Арманд А. Д., Белотелов Н. В., Ведюшкин М. А., Вилкова Л. П., Воинов А. А., Денисенко Е. А., Крапивин В. Ф., Логофет Д. О., Овсянников Л. Л., Пак С. Б., Пасеков В. П., Писаренко Н. Ф., Разжевайкин В. Н., Саранча Д. А., Свирежев, Юрий Михайлович, Семёнов М. А., Тарко А. М., Фесенко С. В., Шмидт Д. А. Математические модели экосистем. Экологические и демографические последствия ядерной войны / Под ред. А. А. Дородницына. М.: Наука, Гл. ред. физ.-мат. лит., 1986. 176 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Goure, Leon (1985). Soviet exploitation of the 'nuclear winter' hypothesis. Defense Nuclear. ციტირების თარიღი: 2020-05-05.  დაარქივებული 2016-02-23 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Cotton, William R.; Sr, Roger A. Pielke (1 February 2007) Human Impacts on Weather and Climate. Cambridge University Press. ISBN 9781139461801. 
  3. Toon, Owen B.; Robock, Alan; Turco, Richard P. (December 2008). „Environmental consequences of nuclear war“ (PDF). Physics Today. 61 (12): 37–42. Bibcode:2008PhT....61l..37T. doi:10.1063/1.3047679. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2012-03-12. ციტატა: „environmental changes triggered by smoke from firestorms“
  4. Diep, Francie. Computer Models Show What Exactly Would Happen To Earth After A Nuclear War. ციტირების თარიღი: 4 February 2018.
  5. Toon, Owen B.; Bardeen, Charles G.; Robock, Alan; Xia, Lili; Kristensen, Hans; McKinzie, Matthew; Peterson, R. J.; Harrison, Cheryl S.; Lovenduski, Nicole S.; Turco, Richard P. (2019-10-01). „Rapidly expanding nuclear arsenals in Pakistan and India portend regional and global catastrophe“. Science Advances (ინგლისური). 5 (10): eaay5478. doi:10.1126/sciadv.aay5478. ISSN 2375-2548. PMID 31616796.
  6. An update of Soviet research on and exploitation of Nuclear winter 1984–1986 pp. 2–7. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2020-05-05.
  7. Regional Nuclear War Could Devastate Global Climate დაარქივებული 2018-05-16 საიტზე Wayback Machine. , Science Daily, December 11, 2006
  8. Climatic Consequences of Nuclear Conflict. ციტირების თარიღი: 2007-12-05
  9. Kao, Chih-Yue Jim; Glatzmaier, Gary A.; Malone, Robert C.; Turco, Richard P. (1990). „Global three-dimensional simulations of ozone depletion under postwar conditions“. Journal of Geophysical Research. 95 (D13): 22495. doi:10.1029/JD095iD13p22495.
  10. Michael Mills; Owen B Toon; Richard P Turco; Douglas E Kinnison; Rolando R Garcia (8 April 2008), "Massive global ozone loss predicted following regional nuclear conflict", Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America, 105 (14): 5307–12,doi:10.1073/PNAS.0710058105 დაარქივებული 2020-04-21 საიტზე Wayback Machine. , PMC 2291128, PMID 18391218, Wikidata Q24657259
  11. 11.0 11.1 „Researchers Blow Hot and Cold Over Armageddon“. New Scientist: 28. February 26, 1987.
  12. John M. Gates. The U.S. Army and Irregular Warfare – The Continuing Problem of Conceptual Confusion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 2011-11-27.
  13. JOHN M. GATES. THE U.S. ARMY AND IRREGULAR WARFARE, CHAPTER ELEVEN THE CONTINUING PROBLEM OF CONCEPTUAL CONFUSION. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 2011-11-27.
  14. Robock, Alan; Luke Oman; Georgiy L. Stenchikov; Owen B. Toon; Charles Bardeen & Richard P. Turco (2007). „Climatic consequences of regional nuclear conflicts“ (PDF). Atmos. Chem. Phys. 7 (8): 2003–12. doi:10.5194/acp-7-2003-2007. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2013-06-29. ციტირების თარიღი: 2007-12-05. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება)
  15. Atmospheric effects and societal consequences of regional scale nuclear conflicts and acts of individual nuclear terrorism. ციტირების თარიღი: 2007-12-05
  16. Wayback Machine (24 August 2014).
  17. Massive global ozone loss predicted following regional nuclear conflict 2008 დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. "50 Hiroshima-size (15 kt) bombs could generate 1–5 Tg of black carbon aerosol particles in the upper troposphere, after an initial 20% removal in "black rains" induced by firestorms..." & "the 1 to 5 Tg soot source term derives from a thorough study of the smoke produced by firestorms..."
  18. 18.0 18.1 Atmospheric effects and societal consequences of regional scale nuclear conflicts and acts of individual nuclear terrorism. Atmospheric Chemistry and Physics 7:1973–2002 დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. p. 1994 "the injection height of the smoke is controlled by the energy release from the burning fuel not from the nuclear explosion."
  19. "A Nuclear Winter's Tale By Lawrence Badas" p. 184
  20. Archived copy. ციტირების თარიღი: 2014-09-22
  21. 21.0 21.1 Glasstone, Samuel; Dolan, Philip J., რედ-ები. (1977), „"Chapter VII – Thermal Radiation and Its Effects“, The Effects of Nuclear Weapons (Third რედ.), United States Department of Defense and the Energy Research and Development Administration, pp. 300, § "Mass Fires" ¶ 7.61, http://www.fourmilab.ch/etexts/www/effects/eonw_7.pdf#zoom=100. წაკითხვის თარიღი: 2014-09-22
  22. (1946) United States Strategic Bombing Survey, Summary Report (Pacific War). Washington: United States Government Printing Office. ციტირების თარიღი: November 6, 2013. 
  23. United States Strategic Bombing Survey, Summary Report. ციტირების თარიღი: 2016-05-11.
  24. New Insights on Wildfire Smoke Could Improve Climate Change Models (2013-08-27). ციტირების თარიღი: 2014-11-03
  25. Uyttebrouck, Olivier. LANL study: Wildfire smoke's effect on climate underestimated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-27. ციტირების თარიღი: 2020-05-05.
  26. Research: wildland fire smoke, including tar balls, contribute to climate change more than previously thought - Wildfire Today (17 July 2013). ციტირების თარიღი: 3 November 2014
  27. pp. 242–44, A Nuclear Winter's Tale by Lawrence Badas
  28. Crutzen, Paul J. (2006). „Albedo Enhancement by Stratospheric Sulfur Injections: A Contribution to Resolve a Policy Dilemma? Paul J. Crutzen release soot particles to create minor "nuclear winter" conditions. Climatic Change. 77: 211–220. doi:10.1007/s10584-006-9101-y.
  29. Feichter, J.; Leisner, T. (2009). „Climate engineering: A critical review of approaches to modify the global energy balance.J. Feichter, T. Leisner. p. 87. Besides sulfur injections some other chemical species have been proposed for injection into the stratosphere. For instance the injection of soot particles as a consequence of a nuclear conflict has been studied in "nuclear winter" scenarios.... The European Physical Journal Special Topics. 176: 81–92. doi:10.1140/epjst/e2009-01149-8.
  30. Small Nuclear War Could Reverse Global Warming for Years (2011-02-23). ციტირების თარიღი: 2014-09-20
  31. „Supervolcanoes could trigger global freeze“. BBC. თებერვალი 3, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2007. ციტირების თარიღი: აპრილი 28, 2008.
  32. Robertson, D.S.; Lewis, W.M.; Sheehan, P.M. & Toon, O.B. (2013). „K/Pg extinction: re-evaluation of the heat/fire hypothesis“. Journal of Geophysical Research: Biogeosciences. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |last-author-amp= (დახმარება)
  33. 33.0 33.1 Browne, Malcolm W. (1990-01-23). „Nuclear Winter Theorists Pull Back“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-19. ციტირების თარიღი: 2017-02-11.