ბიორნ რკინისგვერდა

ბიორნ რკინისგვერდა — IX საუკუნის ვიკინგი მებრძოლი, შვედეთის მეფე და მუნსოს დინასტიის დამფუძნებელი, სკანდინავიური საგების მიხედვით, დანიელი კონუნგისრაგნარ ლოდბროკის ვაჟი. მითოლოგიის თანახმად ბიორნი იყო ჭკვიანი მეზღვაური და დაუმარცხებელი მეომარი.

ბიორნ რკინისგვერდა
ძვ.-სკანდ. Björn Járnsíða,
შვედეთის ლეგენდარული მეფე
მმართ. დასაწყისი: 865
მმართ. დასასრული: IX ს.კ-ის დასასრული
წინამორბედი: სამეფო დაარსდა
მემკვიდრე: ერიკ ბიორნსონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 821[1]
დაბ. ადგილი: სკანდინავია
გარდ. თარიღი: IX ს.კ-ის დასასრული
გარდ. ადგილი: შვედეთი
შვილები: ერიკ ბიორნსონი
რეფილ ბიორნსონი
დინასტია: მუნსოს დინასტია
მამა: რაგნარ ლოდბროკი
დედა: ლაგერთა
რელიგია: სკანდინავიური წარმართობა

859 წელს ბიორნის სარდლობით ვიკინგებმა გაილაშქრეს სამხრეთის მიმართულებით და მიაღწიეს გიბრალტარის სრუტეს, საიდანაც გადავიდნენ მაროკოში, გაძარცვეს და დაარბიეს ბერბერების მიწები, 860 წელს კი ხმელთაშუა ზღვის აუზში შევიდნენ.

ცნობილია ის ფაქტი, რომ მამამისის მკვლელობის გამო, 867 წელს ბიორნი ძმებთან ერთად სათავეში ჩაუდგა დიდ წარმართულ ჯარს და ნორთუმბრიის სამეფოს დაპყრობით დაიწყო ვიკინგების 14 წლიანი გაუთავებელი თარეში დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მან ელა II სისხლიანი არწივის მეთოდით სიკვდილით დასაჯა.

ამის შემდეგ ბიორნმა და მისმა ძმებმა გაინაწილეს დაპყრობილი მიწები და სამეფოები დააარსეს სკანდინავიაში. ის გახდა შვედეთის კონუნგი და საფუძველი დაუდო მუნსოს დინასტიას. საგების თანახმად ბიორნის შემდეგ კონუნგის ტიტული მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, ერიკმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schlauch, Margaret (transl.) (1964). The Saga of the Volsungs: the Saga of Ragnar Lodbrok Together with the Lay of Kraka. New York: American Scandinavian Foundation.
  • Lagerquist L. O. Sveriges Regenter, från forntid till nutid.— Stockholm, 1997.— ISBN 91-1-963882-5