ელა II (გ. 21 მარტი, 867) — ნორთუმბრიის მეფე 862-866 წლებში. აქტიურად ებრძოდა ვიკინგებს. სკანდინავიური საგები მას უკავშირებენ რაგნარ ლოდბროკის სიკვდილით დასჯას. 865-866 წლებში დიდმა წარმართულმა ჯარმა რაგნარ ლოდბროკის ვაჟების მეთაურობით გაანადგურა ნორთუმბრიის სამეფო. იორკის ბრძოლაში სკანდინავიელებმა ტყვედ ჩაიგდეს მეფე ელა. 867 წლის 21 მარტს ელა სისხლიანი არწივის მეთოდით აწამეს. მოგვიანებით, მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო რაგნარ ლოდბროკის უმცროსმა ვაჟმა და დანიელთა კონუნგმა, სიგურდ გველისთვალამ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელა_II&oldid=4085716“-დან