ბინანგონანი
ბინანგონანი (ოფიციალურად ბინანგონანის მუნიციპალიტეტი; ტაჯ. Bayan ng Binangonan) ― პირველი კლასისი ურბანული მუნიციპალიტეტი რისალის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 313 631 ადამიანს შეადგენს.[2]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბინანგონანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
კოორდინატები | 14°27′05″ ჩ. გ. 121°11′31″ ა. გ. / 14.45139° ჩ. გ. 121.19194° ა. გ. |
დაარსდა | 1766 |
ფართობი | 66.34 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 21 მეტრი |
მოსახლეობა | 313 631 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 2 |
საფოსტო ინდექსი | 1940 |
ოფიციალური საიტი | http://www.binangonan.gov.ph/ |
ბინანგონანში განვითარებული სათევზაო პორტია და თევზჭერის მრეწველობაც მზარდია. მუნიციპალიტეტს გრძელი სანაპირო ხაზი აქვს ლაგუნა-დე-ბაის გასწვრივ და კუნძულ ტალიმის დასავლეთ ნაწილსაც მოიცავს. მოსახლეობის შემოსავლების მთავარი წყარო თევზჭერა და ფერმერობაა.
ეროვნული დედაქალაქის რეგიონის უწყვეტ ზრდასთან ერთად, დღეისთვის ბინანგონანი დიდი მანილის ტერიტორიის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთით კარდონამდე აღწევს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება ბინანიაგონანი „ტბის გასწვრივ დაარსებულ პირველ ქალაქს“ ნიშნავს. სხვა ვერსიით, ბინანიაგონანი აღნიშნავს ადგილს, სადაც რაღაც ან ვიღაც იზრდება, რაც ტაგალური განმარტებიდან მომდინარეობს. კოლონიურ ხანაში ქალაქს ბინანგონან-დე-ლოს-პეროსი (ძაღლთა ბინანგონანი) ერქვა.[3] ეს ეტიმოლოგია ძაღლების მოშენებასთან ან ძაღლებით ნადირობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ისტორია
რედაქტირებარეგიონში ადამიანთა უძველეს ნამოსახლარებზე ანგონოს პეტროგლიფების არქეოლოგიური ძეგლი მოწმობს, სადაც ნეოლითური ხანის ქვებზე გამოსახულებებია ამოტვიფრული. არქეოლოგიურ ძეგლზე კუებისა და აზიური სპილოს ფრაგმენტებიანი და ნაშთებიანი თიხის ჭურჭელია აღმოჩენილი.[4] ესპანელთა გამოჩენამდე ეს ტერიტორია ტაგალებითა და აეტას ხალხებით იყო დასახლებული.[5]
ესპანური კოლონიური ხანა
რედაქტირებაბინანგონანი თავდაპირველად ქალაქ მორონგის ვისიტა იყო.[6] 1621 წელს ფრანცისკანელი მისიონერების ინიციატივით, იგი დამოუკიდებელი სამრევლო გახდა. ქალაქი 1737 წელს დაარსდა. 1763 წელს ბინანგონანი ესპანელებმა დაიპყრეს. თავდაპირველად ლაგუნის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1853 წლის 23 თებერვალს ახლად დაარსებულ მორონგის რაიონს მიეკუთვნა.[6] 1792-1800 წლებში ბინანგონანში წმინდა ურსულას სამრევლო ტაძარი აშენდა.
ამერიკული ოკუპაციის ხანა ხანა
რედაქტირებაამერიკული კოლონიური ხანის დროს ბინანგონანი ქალაქად გამოცხადდა. 1901 წლის 11 ივნისს იგი ახლად ჩამოყალიბებული რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. იმავე წელს მუნიციპალიტეტის პრეზიდენტად დონ ხოსე ინარეს ი გრანადოსი დაინიშნა. 1902 წელს მან პირველ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა. ამერიკელთა დახმარებით ინარესმა ქალაქი შესამჩნევად გააუმჯობესა.[7]
1903 წლის 12 ოქტომბერს, 942-ე აქტის თანახმად, ბარასთან და კარდონასთან ერთად ბინანგონანი მორონგს შეუერთდა.[8] 1903 წლის 6 ნოემბერს მიღებული 984-ე აქტის მიხედვით კი, ბინანგონანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მორონგს გამოეყო და ტაიტაისგან ანგონო მიიღო.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებაბინანონანს ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთიდან ანგონო ესაზღვრება, ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ტერესა და მორონგი, აღმოსავლეთიდან ― კარდონა. იყოფა ორ რეგიონად: კონტინენტურ და კუნძულოვან ტერიტორიებად. კონტინენტური ნაწილი მორონგის ნახევარკუნძულის დასვლეთ ნაწილშია და პატარა, ციცაბო ბორცვებით ხასიათდება, რომლებიც დაბლობებითაა გარშემორტყმული. აღმოსავლეთით გრძელი, ციცაბო კლდით ბოლოვდება, რომელიც კარდონასთან საზღვარს წარმოადგენს. პატარა მდინარეები მეტწილად დასავლეთით, ლაგუნა-დე-ბაიში ჩედინება.
მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია კუნძულ ტალიმის დასავლეთი ნაწილი. ბინანგონანის უმაღლესი მწვერვალია მთა ტაგაპო, რომელიც ზღვის დონიდან 438 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ბინანგონანი ანტიპოლოდან 17 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მანილიდან ― 34 კმ-ით.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ბინანგონანში ორი ტიპის კლიმატია: ტროპიკული მუსონური კლიმატი, რომელიც მოკლე მშრალი პერიოდითა და გრძელი წვიმების სეზონით ხასიათდება და ტორპიკული სავანის კლიმატით, რომელიც უფრო მეტად გამოხატული წვიმებისა და მშრალი სეზონით ხასიათდება. მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ხოლო წვიმების სეზონი დარჩენილი რვა თვის მანძილზე გრძელდება. ბინანგონანში მთელი წლის მანძილზე ცხელა. უმაღლესი ტემპერატურა მუსონების დაწყებამდე ფიქსირდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა მშრალი სეზონის დასაწყისში, ღამით ფიქსირდება. ტემპერატურა წლის მანძილზე შედარებით ერთგვაროვანია. საშუალო მაღალი ტემპერატურა 31 °C (88 °F)-ია, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა 23 °C (73 °F).
ჰავის მონაცემები — ბინანგონანი (რისალი) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 26 | 27 | 29 | 31 | 31 | 30 | 29 | 29 | 29 | 29 | 28 | 26 | 29 |
საშუალო დაბალი °C | 22 | 22 | 22 | 23 | 24 | 25 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 23 | 23 |
საშუალო ნალექი (მმ) | 58 | 41 | 32 | 29 | 91 | 143 | 181 | 162 | 172 | 164 | 113 | 121 | 1 307 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 13.4 | 9.3 | 9.1 | 9.8 | 19.1 | 22.9 | 26.6 | 24.9 | 25.0 | 21.4 | 16.5 | 16.5 | 214.5 |
წყარო: Meteoblue [10] |
ბარანგაები
რედაქტირებაბინანგონანი 40 ბარანგაის მოიცავს. 23 ბარანგაი კონტინენტურ ნაწილში მდებარეობს, ხოლო 17 კუნძულოვან ნაწილშია. ყოველი ბარანგაი პუროკებისგან შედგება, ნაწილი კი სიტიოებსაც მოიცავს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Census of Population (2020). "Region IV-A (Calabarzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. Philippine Statistics Authority. Retrieved 8 July 2021.
- ↑ Blair, Emma (1906). The Philippine Islands, 1493-1898 Vol. 40. Arthur H. Clark Company, გვ. 142url=http://mirrors.aggregate.org/gutenberg/2/5/9/3/25930/25930-h/25930-h.htm#app.5.
- ↑ Angono Petroglyphs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 15 August 2019
- ↑ "Socio-Economic Profile of the Municipality of Binangonan" (PDF). Binangonan Municipal Government.
- ↑ 6.0 6.1 Pascual, Timoteo; Guillermo, Liwayway (1978). Morong's 400 Years. University of Santo Tomas Press.
- ↑ History. ციტირების თარიღი: June 18, 2022.
- ↑ Act No. 942 (October 12, 1903), An Act Reducing the Thirty-Two Municipalities of the Province of Rizal to Fifteen, retrieved June 18, 2022
- ↑ Act No. 984 (November 6, 1903), An Act Amending Acy Numbered Nine Hundred and Forty-Two, Entitled "An Act Reducing the Thirty-Two Municipalities of the Province of Rizal to Fifteen," by Reducing the Thirty-Two Municipalities of the Said Province to Sixteen, retrieved June 21, 2022
- ↑ Binangonan: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 11 May 2020