ბიგნონიასებრნი
ბიგნონიასებრნი (ლათ. Bignoniaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ახლოსაა შავწამალასებრთა ოჯახთან. ხეები, ბუჩქები და ლიანებია, იშვიათად ბალახი. ორსქესიანი ყვავილები საგველასებრ ან ქოლგისებრ ყვავილედებად არის შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია.
შეიცავს დაახლოებით 120 გვარსა და 800 სახეობას, რომელიც ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში ველური ფორმები არ გვხვდება.
კულტივირებულია დიდი ზომის ხე კატალპა (ლათ. Catalpa bignonioides), ხვიარა ბუჩქი ვაზისტანა (ლათ. Campsis radicans), ზოგიერთი სახეობა იძლევა ძვირფას მერქანს — ე. წ. პალისანდრის ხეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 361.