კატალპა (ლათ. Catalpa) — მცენარეთა გვარი ბიგნონიასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეებია. ცნობილია 11 სახეობა.

კატალპა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Catalpa

სამშობლოდ ითვლება ჩრდილოეთი ამერიკა და აღმოსავლეთი აზია. კულტივირებულია საქართველოს ბევრ რაიონში. ამრავლებენ თესლით, კალმით და ფესვის ამონაყარით. კარგად ხარობს მსუბუქტენიან ნიადაგებზე. სინათლის მოყვარულია.

აქვს მსუბუქი და რბილი მერქანი, რომელიც ძნელად ლპება. დეკორატიული მცენარეებია.

ლიტერატურა

რედაქტირება