ბერილიუმის ოქსიდი

ქიმიური ნივთიერება

ბერილიუმის ჟანგი ან ბერილიუმის ოქსიდიბერილიუმის და ჟანგბადის ნაერთი, ქიმიური ფორმულით BeO. არის თეთრი ფხვნილი. მისი დნობის ტემპერატურაა 2,507°C. სიმკვრივე 3025 კგ/მ³. ბერილიუმის ჟანგი ბუნებაში იშვიათად გვხვდება მინერალ ბრომელიტის სახით. წყალში პრაქტიკულად უხსნადია, მჟავაში გახსნისას წარმოქმნის მარილებს. ტუტეებთან ურთიერთქმედებისას იძლევა წყალში ხსნად მარილებს — ბერილატებს. ბერილიუმის ჟანგს ღებულობენ ბერილიუმის ჰიდროჟანგის ან ამრილების თერმული დაშლით.

ბერილიუმის ოქსიდი
ბერილიუმის ოქსიდი: ქიმიური ფორმულა
ბერილიუმის ოქსიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბერილიუმის ჟანგი, ბერილიუმის ოქსიდი.
ქიმიური ფორმულაBeO
მოლური მასა25.01 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.01 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა2,507 °C
დუღილის ტემპერატურა3,900 °C
კლასიფიკაცია
CAS 1304-56-9
PubChem14775

გამოყენება

რედაქტირება

მას იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე, ინერტულ მასალას ტიგელებისა და სპეციალური კერამიკის დასამზადებლად, ატომურ რეაქტორებში, რენტგენოტექნიკაში, ორგანული სინთეზის დროს კატალიზატორად და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება